საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4750-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019506
4750-IIს
30/05/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
020000000.05.001.019506
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 1524 მუხლი:

„მუხლი 1524. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

5. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“;

ბ) 1525−1529 მუხლები:

„მუხლი 1525. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 1526. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის (ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 1527. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 1528. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს  დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 1529. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის იმგვარად განთავსება, რაც ვერ უზრუნველყოფს ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“.

2. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174​15 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 და 1761 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“;

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 86​​1, 114​​2, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 171​​1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)) და 190-ე და 190​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

3. 2093 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 555, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072–1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523–1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“;

ბ) 21 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 82​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​​1  და 1524−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1561 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).

3. ამ კოდექსის 55​​5, 77​​1, 77​​2 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135​​4 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150​​2 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 151​​1, 1512, 152​​3−1529, 153​​9, 1561, 158​​3 და 158​​4  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 555, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523−1529  მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.

4. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 177-ე, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“;

ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ამ კოდექსის 55​​5, 77​​1, 77​​2, 107​​2 და 107​​3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125​​2−125​​4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135​​4, 146​​1, 150​​1−150​​3, 1511 და 152​​2−152მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 153​​9, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“.

5. 242-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142, 116-ე–1163 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;

ბ) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ კოდექსის 555, 1502, 1503, 1511 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“. 

6. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ამ კოდექსის 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271, 1291, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი.“.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 1 მარტამდე დაადგინოს მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესი ან/და რეალიზაციის წესი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მაისი 2019 წ.

N4750-IIს