დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 955 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.711 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 210. სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები
1. სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 115-ე და 177-ე მუხლებით.
2. სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ამ ორგანოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს – თანამდებობის პირთა დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, მოქალაქეთა – შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№955–რს
დოკუმენტის კომენტარები