დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3585-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.017721 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17712 მუხლი: „მუხლი 17712. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება – გამოიწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4412, 45-ე−461, 48-ე, 49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821−822, 84-ე–86-ე, 871−873, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 17712, 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით.“. 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე ნაწილი: „69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და რეგისტრაციაში გაატაროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3585-IIს |
დოკუმენტის კომენტარები