საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5362-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018136
5362-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
020000000.05.001.018136
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 462–464 მუხლები:

 „მუხლი 462. უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა

სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ან იმავე კანონით განსაზღვრული ფილიალის სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

მუხლი 463. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა

სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

მუხლი 464. სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592–მე-60, 603–611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 84-ე–86-ე, 871–893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410,  145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711–178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით.“.

3. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412 და 462–46მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5362-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.