საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4383-XVრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102329
4383-XVრს-Xმპ
19/07/2024
ვებგვერდი, 29/07/2024
020000000.05.001.102329
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15512 მუხლი:

„მუხლი 15512. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე ან ამ ლიცენზიის პირობების დარღვევით

1. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

3. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილია შემოწმება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს.

2. ლიცენზიის მფლობელისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 36​​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 ნაწილი:

„192. ამ კოდექსის 15512 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 ივლისი 2024 წ.

N4383-XVრს-Xმპ