საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 30/12/1960
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 02/01/1961
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
30/12/1960
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 02/01/1961
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/11/1983 - 07/03/1984)

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის

სისხლის სამართლის კოდექსი

კანონი

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ


საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს იგი 1961 წლის 1 მარტიდან.

ჯარიმის ოდენობა, რომელიც აღნიშნულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლებში, დაწესებულია „ფასების მასშტაბის შეცვლისა და ამჟამად მიმოქცევაში მყოფი ფულის ახალი ფულით შეცვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1960 წლის 7 მაისის დადგენილების საფუძველზე და ამიტომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლი არ ვრცელდება იმ პირთა თავისუფლების აღკვეთის ვადაზე, რომელნიც მსჯავრდებული არიან 1958 წლის 25 დეკემბერს მიღებულ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების გამოცემამდე განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის პირველ თავში, ბანდიტიზმისათვის, განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების მტაცებლობისა და ყაჩაღობისათვის.

3. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და დაამტკიცოს საქართველოს სსრ იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით.

 

აქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

თავმჯდომარე                                                                . ძოწენიძე

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

მდივანი                                                                         . გელდიაშვილი

 

. თბილისი, 1960 წლის 30 დეკემბერი

 

ზოგადი ნაწილი

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ამოცანები

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ამოცანაა დაიცვას სსრ კავშირის საზოგადოებრივი წყობილება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, სოციალისტური საკუთრება, მოქალაქეთა პიროვნება, უფლებანი და თავისუფლებანი და მთელი სოციალისტური მართლწესრიგი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.

ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი საზოგადოებრივად საშიში ქმედობაა დანაშაულებრივი, და აწესებს სასჯელს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2. საქართველოს სსრ კავშირის სისხლის სამართლის კოდექსი და სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონმდებლობა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი შეესაბამება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებით დადგენილ პრინციპებსა და ზოგადი დებულებებს.

საერთო-საკავშირო კანონები სახელმწიფო დანაშაულისათვის და სამხედრო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ და აგრეთვე საერთო-საკავშირო კანონები, რომელნიც განსაზღვრავენ პასუხისმგებლობას სსრ კავშირის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის, შეტანილი უნდა იქნეს ამ კოდექსში. საერთო-საკავშირო სისხლის სამართლის კანონები, საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანამდე, საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გამოიყენებიან უშუალოდ.

კოდექსის ზოგადი ნაწილი ვრცელდება როგორც იმ ქმედობებზე, რაც ამ კოდექსშია გათვალისწინებული, ასევე იმ ქმედობებზე, რომელთათვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საერთო-საკავშირო კანონებით, რაც ამ კოდექსში ჯერ არ არის შეტანილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 3. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძვლები

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება და სასჯელი ედება მხოლოდ იმ პირს, ვისაც ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, ესე იგი ვინც განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა.

მუხლი 4.  პირის ცნობა ბრალეულად და მისთვის სასჯელის დადება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად

არავინ არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბრალეულად დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე დაედოს სისხლისსამართლებრივი სასჯელი, თუ არა სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

თავი მეორე

სისხლის სამართლის კანონების მოქმედების ფარგლები

მუხლი 5. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება საქართველოს სსრ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედობათა მიმართ

ყველა პირი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს საქართველოს სსრ ტერიტორიაზე, პასუხს აგებს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

უცხო სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენელთა და იმ სხვა მოქალაქეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მოქმედი კანონებისა და საერთაშორისო  ხელშეკრულებების თანახმად არ ექვემდებარებიან საბჭოთა  სასამართლოების განსჯადობას სისხლის სამართლის საქმეებზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დანაშაულს საქართველოს სსრ ტერიტორიაზე ჩაიდენენ, გადაიჭრება დიპლომატიური გზით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 6. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ჩადენილ ქმედობათა მიმართ

სსრ კავშირის მოქალაქეებს, რომლებიც დანაშაულს საზღვარგარეთ ჩაიდენენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თუ ისინი მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან სამართალში საქართველოს სსრ ტერიტორიაზე.

ამავე საფუძველზე აგებენ პასუხს საქართველოს სსრ-ში მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირნი, რომელნიც დანაშაულს სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ჩაიდენენ.

თუ ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილში დასახელებული პირნი ჩადენილი დანაშაულისათვის დაისაჯნენ საზღვარგარეთ, სასამართლოს შეუძლია შესაბამისად შეუმსუბუქოს მათ დანიშნული სასჯელი ან სავსებით გაათავისუფლოს დამნაშავე სასჯელის მოხდისაგან.

უცხოელი მოქალაქენი , სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხს აგებენ საბჭოთა სისხლის სამართლის კანონების მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 7. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში

ქმედობის დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება კანონით, რომელიც მოქმედებდა ამ ქმედობის ჩადენის დროს.

კანონს, რომელიც აუქმებს ქმედობის დასჯადობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდება იმ ქმედობაზეც, რომელიც ჩადენილია მის გამოცემამდე.

კანონს, რომელიც აწესებს ქმედობის დასჯადობას ან აძლიერებს სასჯელს, უკუქცევითი ძალა არა აქვს.

თავი მესამე

დანაშაულის შესახებ

მუხლი 8. დანაშაულის ცნება

დანაშაულად ჩაითვლება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც ხელყოფს სსრ კავშირის საზოგადოებრივ წყობილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, სოციალისტურ საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომითს, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე სოციალისტური მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით.

დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე ქმედობის ნიშნებს, მაგრამ მცირე მ ნიშვნელობის გამო არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საშიშროებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 81. მძიმე დანაშაულის ცნება
მძიმე დანაშაულად ითვლება ამ მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი განზრახი ქმედობანი, რომლებიც წარმოადგენენ მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს.
მძიმე დანაშაულს განეკუთვნება: განსაკუთრებით  საშიში სახელმწიფო დანაშაული (მუხლები 65-74-ე); ბანდიტიზმი (მუხლი 78-ე); მოქმედება, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781); კონტრაბანდა (მუხლი 79-ე); მასობრივი არეულობა (მუხლი მე-80); მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებათა დაზიანება (მუხლი 87-ე); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება (მუხლი 88-ე); სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა და სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 89-ე); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გატაცება (91-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, 93-ე და 94-ე მუხლების მესამე ნაწილები, 961 მუხლი); გაძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში (92-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები, 151-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები); ყაჩაღობა (მუხლები 96-ე და 152-ე); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება დამამძიმებელ გარემოებებში (მე-100 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 157-ე მუხლის მეორე ნაწილი); განზრახ მკვლელობა (მუხლები 104-ე და 105-ე); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 110-ე); გაუპატიურება (მუხლი 117-ე); სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებებში (165-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელ გარემოებებში (187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); ქრთამის აღება (მუხლი 189-ე); მექრთამეობაში შუამავლობა ან ქრთამის მიცემა დამამძიმებელ გარემოებებში (1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები); სისხლის სამართლის პასუხისგებაში უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა დამამძიმებელ გარემოებებში (192-ე მუხლის მეორე ნაწილი); წინასწარ შეცნობით უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (193-ე მუხლის მეორე ნაწილი); ჩვენების მიცემის იძულება დამამძიმებელ გარემოებებში (195-ე მუხლის მეორე ნაწილი); მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა (მუხლი 2091); ბოროტი ან განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობა (228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერებათა გატაცება (მუხლი 240-ე); საჰაერო ხომალდის გატაცება (მუხლი 2422); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება დამამძიმებელ გარემოებებში, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება ან გასაღების მიზნით ჩადენილი გატაცება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, (252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები); ურჩობა დამამძიმებელ გარემოებებში (256 -ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები); უფროსისათვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა (მუხლი 258-ე); უფროსის მიმართ ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 260-ე); დეზერტირობა (მუხლი 265-ე); სამხედრო ქონების განზრახ განადგურება დამამძიმებელ გარემოებებში (269-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები); საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში (275-ე მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტები).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977წ., მუხ.113

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 9. დანაშაულის განზრახ ჩადენა

დანაშაული განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენ პირს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ითვალისწინებდა მის საზოგადოებრივად საშიშ შედეგებს და სურდა ეს შედეგები ან შეგნებულად უშვებდა მათ დადგომას.

მუხლი 10. დანაშაულის ჩადენა გაუფრთხილებლობით

დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი პირი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის საზოგადოებრივად საშიში შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.

მუხლი 11. პასუხისმგებლობა იმ შედეგისათვის, რომელიც კანონით გათვალისწინებულია, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება

თუ სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადიდებას იმ მძიმე შედეგის დადგომის გამო, რომელსაც არ მოიცავდა დამნაშავის განზრახვა, მაშინ ასეთი გადიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირს უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ამ შედეგის დადგომა.

მუხლი 12. არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირთ, რომელთაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდათ თექვსმეტი წელი.

იმ პირთ, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხლოდ მკვლელობისათვის (104-ე-108-ე მუხლები), სხეულის განზრახ დაზიანებისათვის, რამაც ჯანმრთელობის შერყევა გამოიწვია (110-ე, 111-ე, 112-ე პირველი ნაწ., 113-ე და 114-ე მუხლები), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117), ყაჩაღური თავდასხმისათვის (96-ე, 152-ე მუხლები) გაძარცვისათვის (92-ე, 151-ე მუხლები), ქურდობისათვის (91-ე, 150-ე მუხლები), ბოროტი ან განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილი), სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები (მე-100 მუხლის  მეორე და მესამე ნაწილები და 157-ე მუხლის მეორე ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (მუხლი 240), აგრეთვე ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენისათვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მატარებლის მარცხი (87-ე მუხლი).

თუ სასამართლო დაინახავს, რომ ის პირი, ვინც თვრამეტი წლის ასაკამდე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას არ წარმოადგენს, შეიძლება გამოსწორდეს სისხლის სამართლის სასჯელის გამოუყენებლად, მას შეუძლია ასეთი პირის მიმართ გამოიყენოს აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, გათვალისწინებული ამ კოდექსის 64-ე მუხლით, რაც სისხლის სამართლის სასჯელს არ წარმოადგენს.

ამ მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და გადაეცეს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას, რათა განხილულ იქნეს საკითხი მის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977წ., მუხ.113

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 13. შეურაცხადობა

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ პირს, რომელიც საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეურაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო ანგარიში მიეცა თავისი თავისათვის საკუთარ მოქმედებაში ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მოქმედების დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

ასეთი პირის მიმართ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, რომლებიც ამ კოდექსის 58-ე-61-ე მუხლებშია გათვალისწინებული.

არ დაისჯება აგრეთვე პირი, რომელმაც დანაშაული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა, მაგრამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე დაავადდა სულიერი ავადმყოფობით, რომელიც მას შესაძლებლობას უსპობს ანგარიში მისცეს თავის თავს საკუთარ მოქმედებაში ან უხელმძღვანელოს მას. ასეთი პირის მიმართ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, გათვალისწინებული ამ კოდექსის 58-ე-61-ე მუხლებით, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ იგი შეიძლება დაისაჯოს.

მუხლი 14. პასუხისმგებლობა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულისათვის

ის პირი, რომელმაც სიმთვრალეში ჩაიდინა დანაშაული, არ თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

თუ ასეთი პირი ალკოჰოლიკია, მაშინ მის მიმართ, სასჯელთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულებითი მკურნალობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 63-ე მუხლით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 15. აუცილებელი მოგერიება

დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება, რომელიც თუმცა შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის ნიშნებს, მაგრამ ჩადენილია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესების, საზოგადოებრივი ინტერესების, მომგერიებლის ან სხვა პირის პიროვნებისა თუ უფლებების დაცვისას საზოგადოებრივად საშიში ხელყოფისაგან ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგალები.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად ჩაითვლება დაცვის აშკარა შეუსაბამობა ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან.

მუხლი 16. უკიდურესი აუცილებლობა

დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება, რომელიც თუმცა შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის ნიშნებს, მაგრამ ჩადენილია უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის თავიდან ასაცდენად, რომელიც ემუქრება საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოებრივ ინტერესებს, ამ პირის თუ სხვა მოქალაქეთა პიროვნებას ან უფლებებს, თუ ეს საფრთხე მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე თავიდან აცდენილი ზიანი.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა დანაშაულისათვის მზადებისა და დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის

დანაშაულისათვის მზადებად ჩაითვლება საშუალების ან იარაღის გამოძებნა თუ მომარჯვება ან სხვაგვარი პირობების განზრახ შექმნა დანაშაულის ჩასადენად.

დანაშაულის მცდელობად ჩაითვლება განზრახ მოქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, თუ ამასთან დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

დანაშაულისათვის მზადებისა და დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის სასჯელი დაინიშნება იმ კანონის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავის მიერ ჩადენილი მოქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათსა და ხარისხს, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების ხარისხს და მიზეზებს, რომელთა გამო დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

მუხლი 18. ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულის ჩადენაზე

იმ პირს, ვინც ნებაყოფლობით ხელს აიღებს დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტიურად ჩადენილი ქმედობა შეიცავს სხვა დანაშაულის შემადგენლობას.

ეს მუხლი ვრცელდება აგრეთვე ორგანიზატორებსა, წამქეზებლებსა და დამხმარეებზე, რომლებმაც ნებაყოფლობით მიიღეს ზომები დანაშაულის ასაცდენად, თუ ამასთანავე დანაშაული ბოლომდე არ იყო მიყვანილი.

მუხლი 19. თანამონაწილეობა

თანამონაწილეობად ჩაითვლება ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში.

დანაშაულის თანამონაწილეებად ამსრულებლებთან ერთად, ჩაითვლებიან ორგანიზატორები, წამქეზებლები და დამხმარენი.

ამსრულებლად ჩაითვლება ის, ვინც უშუალოდ ჩაიდენს დანაშაულს.

ორგანიზატორად ჩაითვლება ის, ვინც მოაწყობს დანაშაულის ჩადენას ან ხელმძღვანელობს მის ჩადენას.

წამქეზებლად ჩაითვლება ის, ვინც დანაშაულის ჩასადენად სხვას დაიყოლიებს.

დამხმარედ ჩაითვლება ის, ვინც დანაშაულის ჩადენას ხელს შეუწყობს რჩევა-დარიგებით, მითითებით, საშუალებათა მიცემით ან დაბრკოლებათა თავიდან აცილებით, აგრეთვე ის, ვინც წინასწარ დაჰპირდა, რომ დამალავს დამნაშავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღებსა და საშუალებებს, დანაშაულის კვალს, ან დანაშაულებრივი გზით ნაშოვნ საგნებს.

სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენაში ყოველი თანამონაწილის მონაწილეობის ხარისხი და ხასიათი.

მუხლი 20. დაფარვა

დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი საგნების დაფარვა, რაც წინასწარ არ ყოფილა შეპირებული, იწვევს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურადაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონით.

მუხლი 21. განუცხადებლობა

დანაშაულის განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურადაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონით.

თავი მეოთხე

სასჯელის შესახებ

მუხლი 22. სასჯელის მიზნები

სასჯელი როდია მხოლოდ დასჯა ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ მიზნად ისახავს აგრეთვე გამოასწოროს და ხელახლა აღზარდოს მსჯავრდებულნი შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულების, კანონთა ზუსტად შესრულების, სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე აცდენილ იქნეს ახალ დანაშაულთა ჩადენა როგორც მსჯავრდებულთა, ისე სხვა პირთა მიერ.

სასჯელის მიზანი არ არის ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან ადამიანის ღირსების დამცირება.

მუხლი 23. სასჯელის სახეები

დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ძირითადი სასჯელები:

1) თავისუფლების აღკვეთა;

2) გადასახლება;

3) გასახლება;

4) გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად;

5) გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

6) ჯარიმა;

7) თანამდებობიდან დათხოვნა;

8) საზოგადოებრივი გაკიცხვა.

ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სასჯელი სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნის სახით.

იმ პირთა მიმართ, რომლებიც ეწევიან მაწანწალობას ან მათხოვრობას, ანდა სხვაგვარ პარაზიტულ ცხოვრებას, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით .

ძირითადი სასჯელების გარდა მსჯავრდებულების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დამატებითი სასჯელები:

1) ქონების კონფისკაცია;

2) სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევა;

3) მშობლის უფლებების ჩამორთმევა.

გასახლება, გადასახლება, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო როგორც ძირითადი, არამედ, აგრეთვე როგორც დამატებითი სასჯელი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 24. სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება სიკვდილით დასჯა

სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე, დაიშვება სიკვდილით დასჯის ‒ დახვრეტის ‒ გამოყენება სახელმწიფო დანაშაულისათვის სსრ კავშირის კანონით „სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, რაც აღნიშნულია სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონებისა და ამ კოდექსის მუხლებში, რომლებიც აწესებენ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის, ხოლო ცალკეულ, სსრ კავშირის კანონმდებლობით სპეციალურად გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ზოგიერთ სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვისაც.
სიკვდილით დასჯა არ შეიძლება მიესაჯოს იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, და ქალებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს ან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ორსულად არიან.
სიკვდილით დასჯა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქალის მიმართ, რომელიც განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულად არის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №26, 20.09.1961წ., მუხ.417

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

მუხლი 25. თავისუფლების აღკვეთა

თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება ვადით არა ნაკლები სამი თვისა და არა უმეტეს – ათი წლისა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, დანაშაულისათვის, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისათვის იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობით და ამ კოდექსით, – არა უმეტეს თხუთმეტი წლისა.

როდესაც სასჯელი ენიშნება იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავისუფლების აღკვეთის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს.

სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა დაენიშნებათ გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში, საერთო, გაძლიერებული, მკაცრი და განსაკურებული რეჟიმის კოლონიაში ან საპყრობილეში, გარეთვე საერთო და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში.

შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა დაენიშნებათ მამაკაცებს:

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ხუთი წლისა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში;

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლებს აღკვეთით არამძიმე განზრახი დანაშაულისათვის, ან პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს სამი წლისა მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმათ, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ხუთ წელზე მეტი ვადით გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის – საერთო რეჟიმის კოლონიაში;

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით მძიმე დანაშაულისათვის, - გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში;

რომლებსაც მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები) ან რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში;

რომლებიც ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად,–განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში.

ქალებს, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის მოხდა შრომა-გასწორების კოლონიაში დაენიშნებათ: თუ ისინი ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, აგრეთვე მსჯავრი ედებათ განსკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები), – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში; რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ხუთი წლისა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში; სხვა ქალებს, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, - საერთო რეჟიმის კოლონიაში.

სასჯელის მოხდა შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში დაენიშნებათ:

მამრობითი სქესის არასრულწლოვანებს, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით არამძიმე დანაშაულისათვის, ან პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს სამი წლისა მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე მდედრობითი სქესის არასრულწლოვანებს, – საერთო რეჟიმის კოლონიაში;

მამრობითი სქესის არასრულწლოვანებს, რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, აგრეთვე იმათ, რომლებსაც ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით მძიმე დანაშაულისათვის, –გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში.

ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს, მიღებული გადაწყვეტილების მოტივების აღნიშვნით, შეუძლია დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთით სასჯელის მოხდა იმათ, რომლებიც პირველად არიან მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ათი წლისა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში; მსჯავრდებულებს, რომლებიც არ არიან ცნობილი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, – ნებისმიერი სახეობის შრომა-გასწორების კოლონიაში, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიისა, ხოლო მამრობითი სქესის არასრულწლოვან მსჯავრდებულებს – საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში, ნაცვლად გაძლიერებული რეჟიმის კოლონიისა.

თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოთავსებით, სასჯელის მთელი ან ნაწილობრივი ვადით, შეიძლება დაენიშნოთ:

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებს;

პირებს, რომლებმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინეს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშული (65-74-ე მუხლები);

პირებს, რომლებმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინეს სხვა მძიმე დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით ხუთი წელზე მეტი ვადით.

მსჯავრდებულისათვის დანიშნული შრომა-გასწორების დაწესებულების სახეობის შეცვლას აწარმოებს სასამართლო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №25, 10.09.1962წ., მუხ.399

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974წ., მუხ.150

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

მუხლი 251 პირობით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით
იმ სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირისთვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად ედება მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის ვადით სამ წლამდე, ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის – ვადით ხუთ წლამდე, სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია დამნაშავის გამოსწორება და ხელახლა აღზრდა საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, მაგრამ მასზე ზედამხედველობის განხორციელების პირობებში , შეუძლია დანიშნული სასჯელის ვადით შეუფარდოს მას პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, განაჩენის აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში, განაჩენში მითითებულ უნდა იქნეს ასეთ გადაწყვეტილების მოტივები
პირობით თავისუფლების აღკვეთისას მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით სასამართლომ შეიძლება მსჯავრდებულს დაუნიშნოს აგრეთვე დამატებითი სასჯელი იმ შემთხვევებში და წესით, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. ამ კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის წესები ამ მსჯავრდებულთა მიმართ არ გამოიყენება.
პირობით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით არ გამოიყენება:
ა) იმ პირთა მიმართ, რომლებსაც მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები); ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); განზრახი მკვლელობისათვის (104-ე, 105-ე მუხლები, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (110-ე მუხლი);  გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები) , განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი);
2) იმ პირთა მიმართ, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელთან ერთად ენიშნებათ ალკოჰოლიზმის ან ნარკომანიის იძულებითი მკურნალობის ზომები, აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომლებსაც არ გაუვლიათ ვენერიული დაავადების მკურნალობის სრული კურსი;
3) მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.
პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით არ გამოიყენება აგრეთვე:
იმ პირთა მიმართ, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი არიან პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდებად; ორსული ქალების მიმართ; იმ ქალების მიმართ, რომლებსაც კმაყოფაზე ჰყავთ ორ წლამდე ასაკის ბავშვები, აგრეთვე 55 წლის ასაკს ზევით ქალებისა და 60 წლის ასაკს ზევით მამაკაცების მიმართ;
ვადიანი სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.
თუ პირობით მსჯავრდებული თავს არიდებს განაჩენის აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში მუშაობას, ან სისტემატურად ან ბოროტად არღვევს შრომის დისციპლინას, საზოგადოებრივ წესრიგს ან მისთვის დადგენილი ცხოვრების წესებს სასამართლოს განჩინებით იგი გაიგზავნება განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად. ამასთან, სამუშაოსათვის თავის არიდების დრო არ ეთვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა, სასამართლომ შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაუთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში ანგარიშით ერთი დღე ერთ დღედ.
თუ პირობით მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 26. გადასახლება

გადასახლება მდგომარეობს მსჯავრდებულის გაძევებაში თავისი საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრულ ადგილზე სავალდებულო დასახლებით.

გადასახლება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს ვადით ორი წლიდან ხუთ წლამდე. გადასახლება დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

გადასახლება არ გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, აგრეთვე ორსული ქალებისა და იმ ქალების მიმართ, რომლებსაც კმაყოფაზე ჰყავთ რვა წლის ასაკამდე შვილები.

გადასახლების ადგილს, წესსა და პირობებს ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

მუხლი 27. გასახლება

გასახლება მდგომარეობს მსჯავრდებულის გაძევებაში თავისი საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრულ ადგილებში ცხოვრების აკრძალვით.

გასახლება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს ვადით ორი წლიდან ხუთ წლამდე.

გასახლება დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

გასახლება არ შეიძლება დაენიშნოს იმ პირებს, რომლებსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებიათ თვრამეტი წელი.

გასახლების წესსა და პირობებს ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

მუხლი 28. გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად

გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად ინიშნება ვადით ორი თვიდან ორ წლამდე და მოხდილი უნდა იქნეს, სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, ან მსჯავრდებულის მუშაობის ადგილას, ან სხვა ადგილას ‒ მსჯავრდებულის საცხოვრებელ რაიონში.

იმ პირის ხელფასიდან, რომელსაც მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად, წარმოებს დაქვითვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს განაჩენით დადგენილი ოდენობით ხუთიდან ოც პროცენტამდე.

თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელ სამუშაოთა მოხდის წესს ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

შრომისუუნაროდ ცნობილ პირებს სასამართლოს გამასწორებელი სამუშაოები შეუძლია შეუცვალოს ჯარიმით შემდეგი გაანგარიშებით  ერთი თვის გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად ოცი მანეთი ჯარიმით, ხოლო თუ დანაშაული არ არის ჩადენილი ანგარებით, იმავე გაანგარიშებით, მაგრამ არა უმეტეს სამასი მანეთისა,  ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

თუ მსჯავრდებული კეთილსინდისიერად მუშაობდა და სანიმუშოდ იქცეოდა თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების მოხდის პერიოდში, სასამართლოს შეუძლია, სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მშრომელთა კოლექტივის შუამდგომლობით, გამასწორებელი სამუშაოების მოხდილი დრო ჩაუთვალოს შრომის საერთო სტაჟში.

თუ პირი, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით მუშაობის ადგილის მიხედვით, თავს არიდებს სასჯელის მოხდას, სასამართლოს, შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით, ანდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით შეუძლია ეს პირი სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში, მაგრამ მსჯავრდებულის საცხოვრებელ რაიონში.

თუ პირი, რომელსაც მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად, ბოროტად არიდებს თავს სასჯელის მოხდას, სასამართლოს შეუძლია გამასწორებელი სამუშაოების მოუხდელი ვადა მას შეუცვალოს თავისუფლების აღკვეთის იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 29. გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს შეუძლია დანიშნოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით, ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე.

ეს სასჯელი შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, როცა დამნაშავის მიერ თანამდებობასთან დაკავშირებით ან გარკვეული საქმიანობის შესრულების დროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გამო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სასჯელი ინიშნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დამატებითი სასჯელი, იგი გრძელდება თავისუფლების აღკვეთის მოხდის მთელი ვადისა და, გარდა ამისა, განაჩენით დადგენილი ვადის განმავლობაში. ხოლო როდესაც გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ინიშნება როგორც სხვა ძირითადი სასჯელის დამატებითი სასჯელი, მაშინ მისი ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან.

მუხლი 30. ჯარიმა

ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომელსაც სასამართლო დაადებს სისხლის სამართლის კანონით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში.

ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ბრალეულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ორმოცდაათიდან სამას მანეთამდე ფარგლებში, ხოლო ანგარებითი დანაშაულისათვის - ათას მანეთამდე ფარგლებში. სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში ცალკეული დანაშაულისათვის შეიძლება დაწესდეს უფრო დიდი ჯარიმა.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ბოროტად თავს არიდებს ძირითადი სასჯელის სახით დადებული ჯარიმის გადახდას, სასამართლოს შეუძლია ჯარიმის გადაუხდელი თანხა შეცვალოს სასჯელით თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით შემდეგი გაანგარიშებით - გამასწორებელი სამუშაოების ერთი თვე ოცი მანეთის ჯარიმით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლის ვადისა. თუ ჯარიმის გადახდა შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მისი შეცვლა საზოგადოებრივი გაკიცხვით.

დაუშვებელია ჯარიმის შეცვლა  თავისუფლების აღკვეთით და თავისუფლების აღკვეთისა  ჯარიმით.

საგნები, რომლებიც არ ექვემდებარება კონფისკაციას, არ შეიძლება ამოღებულ იქნეს ჯარიმის გადახდევინებისას

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 31. თანამდებობიდან დათხოვნა

თანამდებობიდან დათხოვნა შეიძლება დანიშნულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს დაკავებულ თანამდებობაზე მსჯავრდებულის დატოვებას.

მუხლი 32. საზოგადოებრივი გაკიცხვა

საზოგადოებრივი გაკიცხვა მდგომარეობს სასამართლოს მიერ დამნაშავისათვის გაკიცხვის საჯაროდ გამოცხადებაში, რაც საჭირო შემთხვევებში ეცნობება საზოგადოებრიობას პრესის ან სხვა საშუალებით.

მუხლი 33. დანაშაულის ჩამდენ სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნა სადისციპლინო ბატალიონში და გამასწორებელ სამუშაოთა შეცვლა ჰაუპტვახტში მოთავსებით

დანაშაულის ჩამდენი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სადისციპლინო ბატალიონში ვადით სამი თვიდან ორ წლამდე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როცა სასამართლო, მხედველობაში მიიღებს რა საქმის გარემოებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას, მიზანშეწონილად მიიჩნევს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად გაგზავნოს იგი იმავე ვადით სადისციპლინო ბატალიონში.

გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად სამხედრო მოსამსახურეებს შეეცვლებათ ჰაუპტვახტში მოთავსებით ვადით ორ თვემდე.

მუხლი 331. შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა

სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით გამოიყენება ვადით ერთიდან ორ წლამდე.

იმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელიც მსჯავრდებულია მაწანწალობის ან მათხოვრობის, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე, სასამართლოს, საქმის გარემოებათა და ბრალეულის პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლია თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის სახით გამოიყენოს შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა იმავე ვადით.

სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით არ გამოიყენება:

1) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტების მიმართ;

2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადრე მსჯავრდებული იყვნენ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე74-ე მუხლები); ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის ქურდობის ან გაძარცვის გზით (91-ე და 92-ე მუხლები);

ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (96-ე, 152-ე მუხლები); განზრახი მკვლელობისათვის (104-ე, 105-ე მუხლები, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (110-ე მუხლი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ანდა არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); მაწანწალობის, მათხოვრობის ან სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის (234-ე მუხლი); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები);

3) მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.

სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით არ გამოიყენება აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადრე გაგზავნილი იყვნენ შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში (პროფილაქტორიუმიდან გათავისუფლების დღიდან 3 წლის განმავლობაში).

მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში, სამუშაოსაგან თავის არიდების, ან დისციპლინის ან ქცევის დადგენილი წესების ბოროტი ან სისტემატური დარღვევისათვის შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმის ადმინისტრაციის წარდგინებით სასამართლო თავისი განჩინებით შრომა-აღმზრდელობის პროფილაქტორიუმში ყოფნის მოუხდელ ვადას შეუცვლის იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

თუ პირი, რომელიც მსჯავრდებულია მაწანწალობის ან მათხოვრობის, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის, შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში ყოფნის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ჩაიდენს დანაშაულს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 34. ქონების კონფისკაცია

ქონების კონფისკაცია მდგომარეობს სახელმწიფოს საკუთრებად მსჯავრდებულის პირადი საკუთრების მთელი ქონების ან მისი ნაწილის იძულებით უსასყიდლო ჩამორთმევაში. ქონების ნაწილის კონფისკაციის დროს სასამართლომ უნდა აღნიშნოს, თუ ქონების რომელი ნაწილის კონფისკაცია ხდება, ან ჩამოთვალოს საკონფისკაციო საგნები.

არ შეიძლება კონფისკაცია იმ საგნებისა, რაც აუცილებელია მსჯავრდებულისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის, თანახმად ნუსხისა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრ ეზიდიუმი.

ქონების კონფისკაცია შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით, ხოლო ანგარებითი დანაშაულისათვის აგრეთვე იმ შემთხვევებშიც, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით.

ქონების კონფისკაციის დროს სახელმწიფო პასუხს არ აგებს მსჯავრდებულის ვალებსა და ვალდებულებებზე, თუ ისინი წარმოიშვნენ მას შემდეგ, რაც მოკვლევის, გამოძიების ორგანოებმა ან სასამართლომ მიიღეს ზომები ქონების დაცვისათვის და თუ ეს მოხდა ამ ორგანოების თანხმობის გარეშე.

იმ პრეტენზიების მიმართ, რომელთა დაკმაყოფილება ხდება კონფისკებული ქონების ანგარიშზე, სახელმწიფო პასუხს აგებს მხოლოდ აქტივის ფარგლებში, ამასთან პრეტენზიების დაკმაყოფილების რიგისობის მიმართ დაცული უნდა იქნეს წესები, რომლებიც დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 35. სამხედრო და სხვა წოდებათა, აგრეთვე ორდენების, მედლებისა და საპატიო წოდებათა ჩამორთმევა

მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს იმ პირს, რომელსაც სამხედრო ან სპეციალური წოდება აქვს, შეიძლება სასამართლოს განაჩენით ეს წოდება ჩამოერთვას.

მძიმე დანაშაულისათვის იმ პირის მსჯავრდების დროს, რომელიც დაჯილდოებულია ორდენით ან მედლით ან აქვს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური სს რესპუბლიკების ან სხვა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმების მიერ მინიჭებული საპატიო წოდება; ან სამხედრო თუ სხვა წოდება, მინიჭებული სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ, სასამართლო განაჩენის გამოტანისას, გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა იმ ორგანოში, რომელმაც მსჯავრდებული ორდენით ან მედლით დააჯილდოვა ან რომელმაც მას წოდება მიანიჭა, წარდგინების შეტანა იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს ჩამოერთვას ორდენი ან მედალი, ან საპატიო, სამხედრო თუ სხვა წოდება.

მუხლი 36. მშობლის უფლებების ჩამორთმევა

მშობლის უფლებების ჩამორთმევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მსჯავრდებული ბოროტად იყენებდა მშობლის უფლებებს ან არაკეთილსინდისიერად არიდებდა თავს მშობლიური ვალდებულებების შესრულებას.

მშობლის უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს განჩინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ან არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის წარდგინების საფუძველზე.

თავი მეხუთე

სასჯელის დანიშვნისა და სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 37. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

სასამართლო სასჯელს ნიშნავს ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის იმ მუხლით დადგენილ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისათვის, სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების და აგრეთვე ამ კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა ზუსტი შესაბამისობით.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, ხელმძღვანელობს რა სოციალისტური მართლშეგნებით, მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათსა და ხარისხს, დამნაშავის პიროვნებას და საქმის გარემოებებს, რომლებიც ამსუბუქებენ ან ამძიმებენ პასუხისმგებლობას.

მუხლი 38. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი

სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ჩადენილი დანაშაულის მავნე შედეგების თავიდან აცილება, მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ვნების გამოსწორება დამნაშავის მიერ;

2) დანაშაულის ჩადენა მძიმე პირად ან ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;

3) დანაშაულის ჩადენა მუქარის ან ძალადობის გავლენით ან მატერიალური თუ სხვა დამოკიდებულების გამო;

4) დანაშაულის ჩადენა პირველად, შემთხვევით მომხდარ გარემოებათა გამო;

5) დანაშაულის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, რაც გამოწვეულია დაზარალებულის არამართლზომიერი მოქმედებით;

6) დანაშაულის ჩადენა საზოგადოებრივად საშიში ხელყოფისაგან დაცვის დროს, თუნდაც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებით;

7) დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ;

8) დანაშაულის ჩადენა ორსული ქალის მიერ;

9) გულწრფელი მონანიება ან გამოცხადება ბრალის აღიარებით.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს აგრეთვე შემამსუბუქებელი გარემოებანი, რომლებიც კანონში აღნიშნული არ არის.

მუხლი 39. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი

სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება:

1) დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს რაიმე დანაშაული;

სასამართლოს უფლება აქვს არ მისცეს პირველ დანაშაულს მისი ხასიათის მიხედვით დამამძიმებელი გარემოებების მნიშვნელობა;

2) დანაშაულის ჩადენა ერთი წლის განმავლობაში დამნაშავის მიმართ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდების შემდეგ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;

3) დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

4) დანაშაულის ჩადენა ანგარებით ან სხვა ქვენა გრძნობით;

5) დანაშაულით მძიმე შედეგების გამოწვევა;

6) დანაშაულის ჩადენა მცირეწლოვანის, ღრმად მოხუცის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ და აგრეთვე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

7) არასრულწლოვანთა წაქეზება დანაშაულის ჩასადენად ან არასრულწლოვანთა ჩაბმა დანაშაულში მონაწილეობისათვის;

8) დანაშაულის ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით ან ვერაგობით, ან დაზარალებულის აბუჩად აგდებით;

9) დანაშაულის ჩადენა საზოგადოებრივ უბედურებათა გარემოებების გამოყენებით;

10) დანაშაულის ჩადენა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;

11) დანაშაულის ჩადენა მეორე პირის მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყ ენებით;

12) დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც მთვრალი იყო ან იმყოფებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ.

სასამართლოს უფლება აქვს, იმის მიხედვით, თუ რა ხასიათისაა დანაშაული, არ ცნოს ეს გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 12 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1966წ., მუხ.68

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

მუხლი 40. სასჯელის დანიშვნა რამდენიმე დანაშაულის ჩადენის დროს

თუ პირი ცნობილია დამნაშავედ ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენაში, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით, რომელთაგან არცერთისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა, სასამართლო, დანიშნავს რა სასჯელს თითოეული დანაშაულისათვის ცალკე, საბოლოოდ განსაზღვრავს სასჯელს მათი ერთობლიობით, ამასთან, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს, ან დანიშნული სასჯელი შეიკრიბება მთლიანად ან ნაწილობრივ კანონის იმ მუხლით ან მუხლის ნაწილით დადგენილ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს.

ძირითად სასჯელს შეიძლება დაემატოს ყოველი სხვა დამატებითი სასჯელი, გათვალისწინებული კანონის იმ მუხლებში, სადაც დაწესებულია პასუხისმგებლობა დანაშაულთათვის, რომელთა ჩადენაში ეს პირი ცნობილი იყო დამნაშავედ.

იმავე წესებით დაინიშნება სასჯელი, თუ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგენილ იქნა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის კიდევ სხვა დანაშაულში, რომელიც მან ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე. ამ შემთხვევაში სასჯელის ვადაში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ პირველი განაჩენით.

მუხლი 41. სასჯელის დანიშვნა რამდენიმე განაჩენით

თუ მსჯავრდებულმა განაჩენის გამოტანის შემდეგ, მაგრამ სასჯელის სრულ მოხდამდე, ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ უმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რისთვისაც სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 42 მუხლით დადგენილი წესებით.

მუხლი 42. სასჯელთა შეკრების წესები

სასჯელთა შეკრების დროს სასჯელის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასჯელის ამ სახისათვის კანონით დადგენილ მაქსიმალურ ვადას.

თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელთა შეკრების დროს სასჯელის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს, ხოლო იმ დანაშაულთათვის, რომლებისთვისაც კანონს დასაშვებად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა ათ წელზე მეტი ვადით, ‒ არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.

სხვადასხვაგვარ ძირითად სასჯელთა შეკრების დროს გამოიყენება შემდეგი წესები:

1) თავისუფლების აღკვეთის და სადისციპლინო ბატალიონში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების სახით სასჯელთა შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება სადისციპლინო ბატალიონში ან შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების ერთი დღე.

2) თავისუფლების აღკვეთისა და გადასახლების ან გასახლების შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება გადასახლების ან გასახლების სამი დღე;

3) თავისუფლების აღკვეთისა და გამასწორებელი სამუშაოების შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება გამასწორებელი სამუშაოების სამი დღე;

4) გადასახლების გასახლებასთან შეკრების დროს გადასახლების ერთი დღე უდრის გასახლების ერთ დღეს;

5) გადასახლების ან გასახლებისა და გამასწორებელი სამუშაოების შეკრებისას გადასახლების ან გასახლების ერთ დღეს შეეფარდება გამასწორებელი სამუშაოების ერთი დღე;

თავისუფლების აღკვეთასთან, გადასახლებასთან, გასახლებასთან ან გამასწორებელ სამუშაოებთან გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, აგრეთვე ჯარიმის, თანამდებობიდან დათხოვნის ან საზოგადოებრივი გაკიცხვის მიმატების შემთხვევაში დასახელებული სასჯელები გამოიყენება დამოუკიდებლად.

სხვადასხვაგვარი დამატებითი სასჯელები სისრულეში მოიყვანება დამოუკიდებლად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 43. სასჯელის ვადების განსაზღვრის წესი

თავისუფლების აღკვეთის, სადისციპლინო ბატალიონში  ან შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების, გადასახლების, გასახლების, გამასწორებელი სამუშაოების (თავისუფლების აღუკვეთლად), აგრეთვე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადები იანგარიშება თვეებით ან წლებით, ხოლო ჰაუპტვახტში მოთავსების ვადები ‒ დღე-ღამით და თვეებით.

სასჯელის შეცვლის ან შეკრების დროს დასაშვებია სასჯელის გაანგარიშება დღეებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 44. განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად სასამართლოს განაჩენით შეიძლება ცნობილ იქნეს პირი

1) რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლი 65-ე-74-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადების ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (გარდა დედის მიერ ახალშობილი ბავშვის მკვლელობისა),  გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091), საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (მუხლი 2422); და რომელმაც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოჩამოთვლილი დანაშაული, რისთვისაც მას ესჯება თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა;

2) რომელიც წინათ, ნებისმიერი თანმიმდევრობით , ორჯერ იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-ე-74-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), მასობრივი არეულობისათვის (მუხლი მე-80), ყალბი ფულის ან  ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის (მუხლი 88-ე), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (მუხლი 89-ე), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (91-ე და 92-ე მუხლების მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები, 93-ე და 94-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები და მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (მუხლები 96-ე და 152-ე), განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (გარდა დედის მიერ თავისი ახალშობილი ბავშვის მკვლელობისა), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110-ე), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117-ე), ქურდობის, გაძარცვის ან თაღლითობისათვის, რომლებიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (150-ე-151-ე და 153-ე მუხლების მეორე ნაწილები), სპეკულაციისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (165-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ქრთამის აღებისათვის (მუხლი 189-ე), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091 ), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები),  საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (მუხლი 2422); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით, ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები) და რომელმაც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოჩამოთვლილი დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით;

3) რომელიც წინათ, ნებისმიერი თანმიმდევრობით, სამჯერ ან მეტჯერ იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი) ან ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დანაშაულისათვის და რომელმაც კვლავ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა ან ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარება თავისუფლების აღკვეთა;

4) რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დანაშაულისათვის და რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა.

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და მის მოტივებს, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების ხარისხს, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხსა და ხასიათს და საქმის სხვა გარემოებებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მოტივირებულ უნდა იქნეს განაჩენში.

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ იღებენ ნასამართლობას თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობას, რომელიც მოხსნილია ან გაქარწყლებულია კანონით დადგენილი წესით.

ნასამართლეობის მოხსნის შემთხვევაში უქმდება პირის განსაკუთრებით საშიში რეციდივისტად აღიარება.

სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონების და ამ კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირი კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ამ დანაშაულის ჩადენამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №25, 10.09.1962წ., მუხ.399

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

უხლი 45. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა

თუ სასამართლო, გაითვალისწინებს რა საქმის განსაკუთრებულ გარემოებებს და დამნაშავის პიროვნებას, საჭიროდ მიიჩნევს დაუნიშნოს მას ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებულ უმდაბლეს საზღვარზე ნაკლები სასჯელი ან გადავიდეს სხვა, უფრო მსუბუქი სახეობის სასჯელზე, მას შეუძლია დაუშვას ასეთი შემსუბუქება, ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი მოტივები.

მუხლი 46. პირობითი მსჯავრდება

თუ თავისუფლების აღკვეთის ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს და ბრალეულის პიროვნებას, დარწმუნდება, რომ მიზანშეუწონელია ბრალეულმა მოიხადოს დანიშნული სასჯელი, მას შეუძლია დაადგინოს, რომ სასჯელი პირობით არ იქნეს გამოყენებული ბრალეულის მიმართ, ამასთან განაჩენში აუცილებლად უნდა აღინიშნოს პირობითი მსჯავრდების მოტივები. ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, რომ განაჩენი არ მოიყვანება სისრულეში, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით გაამართლებს მისდამი გამოცხადებულ ნდობას. პირობით მსჯავრდებულთა ყოფაქცევას კონტროლს უწევენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო არასრულწლოვანთა ყოფაქცევას აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.

სასამართლო გამოსაცდელ ვადას ადგენს ერთიდან ხუთ წლამდე ხანგრძლივობით.

პირობით მსჯავრდებისას შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელები გადასახლების, გასახლების და ქონების კონფისკაციის გარდა.

გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს, ბრალეულის პიროვნებას, აგრეთვე ბრალეულის სამუშაო ადგილიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობებს მისი პირობითი მსჯავრდების შესახებ, სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებული გადასცეს ამ ორგანიზაციებს ან კოლექტივს ხელახლა აღსაზრდელად და გამოსასწორებლად.

აღნიშნული შუამდგომლობის უქონლობისას სასამართლოს შეუძლია გარკვეულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, დააკისროს მოვალეობა  პირობით მსჯავრდებულს გაუწიოს მეთვალყურეობა და მასთან ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა.

იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით, რომლებსაც დაეკისრათ მეთვალყურეობა პირობით მსჯავრდებულზე, სასამართლოს შეუძლია შეამციროს განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა. გამოსაცდელი ვადის შემცირების საკითხი შეიძლება დადგეს ამ ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სისტემატურად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სახდელის ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება, შინაგან საქმეთა ორგანოს, ხოლო არასრულწლოვანის მიმართ  აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის წარდგინებით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება პირობითი მსჯავრდების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.

თუ გამოსასწორებლად და ხელახლა აღსაზრდელად, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის სამეთვალყურეოდ გადაცემულმა პირობით მსჯავრდებულმა არ გაამართლა მათი ნდობა, არ შეასრულა დაპირება  სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით დაამტკიცოს თავისი გამოსწორება, ანდა დატოვა შრომითი კოლექტივი საზოგადოებრივი ზემოქმედებისაგან თავის არიდების მიზნით, მაშინ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება პირობითი მსჯავრდების გაუქმების და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს  იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 47. სამხედრო მოსამსახურისათვის ან სამხედრო ვალდებულისათვის განაჩენის აღსრულების ვადის გადადება ომიანობის დროს

ომიანობის დროს სასამართლოს შეუძლია გადაუდოს თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება საომარი მოქმედები დამთავრებამდე იმ სამხედრო მოსამსახურეს ან სამხედრო ვალდებულს, რომელიც გაწვეულ ან მობილიზებული უნდა იქნეს, და გაიგზავნოს მსჯავრდებული მოქმედ არმიაში. სასამართლოს შეუძლია ასეთ შემთხვევებში გადადოს დამატებითი სასჯელის აღსრულებაც.

თუ მოქმედ არმიაში გაგზავნილი მსჯავრდებული თავს გამოიჩენს სოციალისტური სამშობლოს მედგარ დამცველად, შესაბამისი სამხედრო სარდლობის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს იგი სასჯელისაგან ან შეუცვალოს სასჯელი სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელით.

თუ იმ პირმა, რომლის მიმართ განაჩენის აღსრულება გადადებული იყო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო ახალ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუმატებს წინათ დანიშნულ სასჯელს იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42-ე მუხლში.

მუხლი 471 განაჩენის აღსრულების გადადება

იმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად ედება მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, ბრალეულის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე მისი გამოსწორებისა და საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე ხელახლა აღზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადადოს განაჩენის აღსრულება ასეთი პირის მიმართ ერთიდან ორ წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია გადადოს დამატებითი სასჯელის აღსრულება.

განაჩენის აღსრულების გადადება არ გამოიყენება ამ კოდექსის 251 მუხლის მესამე ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ პირთა მიმართ.

განაჩენის აღსრულების გადადებისას სასამართლოს შეუძლია დაავალოს მსჯავრდებულს განსაზღვრულ ვადაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, დაიწყოს მუშაობა ან სწავლა, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი შინაგან საქმეთა ორგანოს თანხმობის გარეშე, აცნობოს ამ ორგანოებს სამუშაო ან სწავლის ადგილის შეცვლის შესახებ, პერიოდულად გამოცხადდეს შინაგან საქმეთა ორგანოში რეგისტრაციისათვის. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მსჯავრდებულს არ იაროს გარკვეულ ადგილებში, შინაგან საქმეთა ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე არ წავიდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში გაიაროს მკურნალობის კურსი, თუ ამ მოვალეობათა დაკისრება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის გამოსწორებას და ხელახლა აღზრდას. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე განსაზღვრულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, დააკისროს მოვალეობა  მსჯავრდებულს გაუწიოს მეთვალყურეობა და მასთან ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა.

იმ მსჯავრდებულთა ყოფაქცევას, რომელთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, კონტროლს უწევენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო არასრულწლოვანთა ყოფაქცევას  აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ მსჯავრდებული, რომლის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობებს, ანდა არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან შრომის დისციპლინას, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სახდელის ზომების, ანდა დისციპლინური თუ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება, მაშინ შინაგან საქმეთა ორგანოს, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული  არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ან შრომითი კოლექტივის წარდგინებით, რომელსაც ეკისრება მოვალეობა  მეთვალყურეობა გაუწიოს მსჯავრდებულს და ჩაატაროს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულების გადადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.

განაჩენის აღსრულების გადადების ვადის გასვლის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით, სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადადების ვადის განმავლობაში, მსჯავრდებულის შრომისადმი ან სწავლისადმი დამოკიდებულების, მისი ყოფაქცევის მიხედვით სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების ან განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.

თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების გადადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო ახალ სასჯელს მიუმატებს ადრე დანიშნულ სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 48. წინასწარი პატიმრობის ჩათვლა

სასამართლოს წინასწარ პატიმრობას ჩათვლის სასჯელის ვადაში, თუ მისჯილია თავისუფლების აღკვეთა ან სადისციპლინო ბატალიონში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა, ერთ დღეს ერთ დღედ, და თუ მისჯილია გამასწორებელი სამუშაოები, გადასახლება ან გასახლება ‒ ერთ დღეს სამ დღედ.

სასჯელის სხვა ღონისძიებათა დანიშვნისას სასამართლო, მხედველობაში იღებს რა წინასწარ პატიმრობას, შესაბამისად უმსუბუქებს სასჯელს დამნაშავეს ან მთლიანად ათავისუფლებს მას სასჯელისაგან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 481. პატიმრობაში ყოფნის ვადის ჩათვლა 
იმ პირს, რომელსაც შეეფარდა პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაეთვლება სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში ანგარიშით ერთი დღე ერთ დღედ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

მუხლი 49. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობა

პირი არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუ მის მიერ დანაშაულის ჩადენის დღიდან გავიდა შემდეგი ვადები:

1) ერთი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომელიც გათვალისწინებულია 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე, 138-ე, 149-ე მუხლებით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე, 208-ე, 220-ე, 223-ე მუხლებით;

2) სამი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ორი წლისა ან სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან;

3) ხუთი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ხუთი წლისა;

4) ათი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით;

ხანდაზმულობის დინება წყდება, თუ კანონში აღნიშნული ვადების გასვლამდე პირი ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის გამოთვლა იწყება ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტიდან.

ხანდაზმულობის დინება შეჩერდება, თუ დანაშაულის ჩამდენი პირი დაემალება გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევებში ხანდაზმულობის დინება განახლდება ამ პირის დაკავების ან ბრალის აღიარებით მისი გამოცხადების მომენტიდან.

ამასთან ეს პირი არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუ დანაშაულის ჩადენის დროიდან გავიდა თხუთმეტი წელი და ხანდაზმულობა არ ყოფილა შეწყვეტილი ახალი დანაშაულის ჩადენით.

საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობა ისეთი დანაშაულის ჩამდენ პირს, რომლისთვისაც კანონით შეიძლება სიკვდილით დასჯა დაინიშნოს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შესაძლებლად ვერ მიიჩნევს გამოიყენოს ხანდაზმულობა, სიკვდილით დასჯა არ შეიძლება დანიშნულ იქნეს და იგი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 50. გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობა

გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება მოყვანილ იქნეს სისრულეში, თუ იგი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან აღსრულებული არ იყო შემდეგ ვადებში:

1) ერთი წელი  იმ დანაშაულთათვის მსჯავრდების დროს, რომლებიც გათვალისწინებულია 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე, 138-ე, 149-ე მუხლებით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე, 208-ე, 220-ე, 223-ე მუხლებით;

2) სამი წელი ‒ როცა მისჯილია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ორი წლისა ან სასჯელი, რომელიც დაკავშირებულია არ არის თავისუფლების აღკვეთასთან;

3) ხუთი წელი ‒ როცა მისჯილია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ხუთი წლისა;

4) ათი წელი ‒ როცა მისჯილია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით.

ხანდაზმულობის დინება წყდება, თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს სასჯელის მოხდას ან აღნიშნული ვადების გასვლამდე ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რომლისთვისაც სასამართლო დანიშნავს სასჯელს ‒ თავისუფლების აღკვეთას ვადით არანაკლებ ერთი წლისა, გადასახლებას, ან გასახლებას ვადით არანაკლებ სამი წლისა. ხანდაზმულობის გამოთვლა ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იწყება მისი ჩადენის მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში ‒ სასჯელის მოსახდელად გამოცხადების მომენტიდან ან მიმალული მსჯავრდებულის შეპყრობის მომენტიდან.

ამასთან გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება მოყვანილ იქნეს სისრულეში, თუ მისი გამოტანის დროიდან გავიდა თხუთმეტი წელი და ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა ახალი დანაშაულის ჩადენით.

იმ საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობა ისეთ პირს, რომელსაც სიკვდილი აქვს მისჯილი, გადაწყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შესაძლებლად ვერ მიიჩნევს გამოიყენოს ხანდაზმულობა, სიკვდილით დასჯა შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 51. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება

სეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს  შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის, ვითარების შეცვლის შედეგად, მის მიერ ჩადენილმა ქმედობამ დაკარგა საზოგადოებრივად საშიში ხასიათი ან ეს პირი აღარ არის საზოგადოებრივად საშიში.

დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება  სასამართლოს განაჩენით გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ შემდგომი უმწიკვლო ყოფაქცევისა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულების გამო ეს პირი სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივად საშიშ პირად.

ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც  დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და არ წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ მისი გამოსწორება და ხელახლა აღზრდა შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოუყენებლად. ამ შემთხვევაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

1) პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ (511 მუხლი);

2) ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემის შესახებ (52-ე მუხლი);

3) არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის განსახილველად საქმის მასალების გადაცემის შესახებ (მე-12 მუხლი);

4) საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ან შრომითი კოლექტივისათვის პირის თავდებქვეშ გადაცემის შესახებ (53-ე მუხლი).

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამ მუხლის მესამე ნაწილში მითითებული საფუძვლების შესაბამისად არ დაიშვება, თუ ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამის წინააღმდეგია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371
მუხლი 511. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემით
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემით, ამ კოდექსის 51-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული საფუძვლების არსებობისას, დასაშვებია მხოლოდ ისეთ დანაშაულთა საქმეებზე, რომლებისთვისაც კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქ სასჯელს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

მუხლი 52.  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემით

თუ პირმა ჩაიდინა ისეთი ქმედობა, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, და თუ ჩადენილი ქმედობის ხასიათისა და პიროვნების მიხედვით ამ პირის გამოსწორება შესაძლებელია სასჯელის გამოუყენებლად, საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების საშუალებით, ეს პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და საქმის მასალები განსახილველად გადაეცეს ამხანაგურ სასამართლოს.

ამხანაგურ სასამართლოს განსახილველად არ შეიძლება გადაეცეს საქმე ისეთი პირის მიმართ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან გადაცემული იყო თავდებქვეშ.

თუ ამ მუხლის საფუძველზე ამხანაგურ სასამართლოს გადაცემული პირი ბოროტად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას, აგრეთვე თუ ეს პირი ბოროტად არიდებს თავს ამხანაგურ სასამართლოში გამოცხადებას მის მიერ ჩადენილი ისეთი ანტისაზოგადოებრივი საქციელის განხილვისას, რაც კანონის თანახმად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, ასეთი პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 53. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება თავდებქვეშ გადაცემით

თუ პირის მიერ ჩადენილი ქმედობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს სამი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი და საქმის გარემოებათა მიხედვით ქმედობა და თვით მისი ჩამდენი პირი არ წარმოადგენენ დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, მაშინ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და გადაეცეს თავდებქვეშ ხელახლა აღსაზრდელად და გამოსასწორებლად იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, რომლებმაც შუამდგომლობა აღძრეს.

თავდებქვეშ არ გადაიცემა პირი, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან უკვე გადაცემული იყო თავდებქვეშ.

თუ თავდებქვეშ აყვანილი პირი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში არ გაამართლა შრომითი კოლექტივის ნდობა, არ ასრულებს დაპირებას, რომ სანიმუშო ყოფაქცევითა და პატიოსანი შრომით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, არ ემორჩილება სოციალისტური საერთო ცხოვრების ნორმებს ან დატოვებს შრომითს კოლექტივს საზოგადოებრივი ზემოქმედებისაგან თავის არიდების მიზნით, მაშინ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, რომელმაც აიყვანა იგი თავდებქვეშ, გამოაქვთ გადაწყვეტილება თავდებობაზე უარის თქმის შესახებ და ამ გადაწყვეტილებას აგზავნიან პროკურატურაში ან სასამართლოში საკითხის განსახილველად, რათა ეს პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ ქმედობისათვის, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ის გადაცემული იყო თავდებქვეშ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 54. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით

პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, გადასახლება, გასახლება, გამასწორებელი სამუშაოები ან სადისციპლინო ბატალიონში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა, აგრეთვე პირებს, რომლებიც პირობით არიან გათავისუფლებულნი თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ამ კოდექსის 542 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 541 მუხლში ჩამოთვლილი პირებისა, შეიძლება შეეფარდოთ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან სანიმუშო ყოფაქცევითა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების გამგებელი ორგანოსა და სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით; იმ პირის მიმართ კი, რომელსაც მისჯილი აქვს პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, ან რომელიც პირობით არის გათავისუფლებული თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით, – აგრეთვე მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით, ხოლო თუ პირი სასჯელს იხდის სადისციპლინო ბატალიონში, – სადისციპლინო ბატალიონის მეთაურის წარდგინებით.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ფაქტიურად მოიხდის დანიშნული სასჯელი ვადის არანაკლებ ნახევარს.

იმ პირთა მიმართ:

1) რომლებიც მსჯავრდებული არიან განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით;

2) რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ნასამართლობის გაქარწყლებამდე, მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

3) რომლებმაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის დროს ჩაიდინეს განზრახი დანაშული, რისთვისაც მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, –

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.

იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (781 მუხლი); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი); სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი); ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები); მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში (2091 მუხლი); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა  გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი); საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით ან ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის  დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის მეორე ნაწილი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (2521 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები) 

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ სამი მეოთხედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლისას მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს აგრეთვე დამატებითი სასჯელისაგან, როგორიცაა გადასახლება, გასახლება, გარკვეული თანამდებობის დაკავება ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის შეცვლისას გადასახლებით, გასახლებით ან გამასწორებელი სამუშაოებით ისინი დაინიშნებიან ამ სახეობის სასჯელისათვის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არ უნდა აღემატებოდნენ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს გარკვეულ შრომითს კოლექტივს, ამ უკანასკნელის თანხმობით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში მეთვალყურეობა გაუწიოს ვადამდე პირობით გათავისუფლებულს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიოს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა.

თუ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით. ამასთან ერთად, სასამართლოს შეუძლია ძირითად სასჯელს მიუმატოს პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის დამატებითი ზომა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №25, 10.09.1962წ., მუხ.399

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 11.05.1964წ., მუხ.234

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 541. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოუყენებლობა
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით არ გამოიყენება იმ პირის მიმართ:
1) რომელიც ცნობილია განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;
2) რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები);
3) რომელიც მსჯავრდებულია განზრახი მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (104-ე მუხლი და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი, აგრეთვე 78-ე, 781 და 2091 მუხლები იმ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლებით გათვალისწინებულ ქმედობას თან სდევს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში);
4) რომელსაც სიკვდილით დასჯა პატიების ან ამნისტიის წესით შეეცვალა თავისუფლების აღკვეთით;
5) რომელიც ადრე ორჯერ და მეტად იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის, თუ ნასამართლობა ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონით დადგენილი წესით;
6) რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ადრე გათავისუფლებული იყო ვადამდე პირობით ან პირობით შრომაში სავალდებულო ჩაბმით სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის სრულად მოხდამდე და რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ან მუშაობის სავალდებულო ვადის განმავლობაში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 542. თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით
იმ სრულწლოვან შრომისუნარიან პირთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გარდა იმ მსჯავრდებულებისა, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში, აგრეთვე კოლონია-დასახლებებში, თუ ასეთ პირთა შემდგომი გამოსწორება და ხელახლა აღზრდა შესაძლებელია საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, მაგრამ მათზე ზედამხედველობის განხორციელების პირობებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით, განაჩენის აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1) იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ვადით ათ წლამდე ჩათვლით, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ერთი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ;
2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ათ წელზე მეტი ვადით, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ;
3) იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ამ კოდექსის 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილში ჩამოთვლილ დანაშაულთათვის, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ;
4) (ამოღებულია - 29.12.1982).
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლებას მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით გამოიყენებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების განმგებელი ორგანოს და სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით, თუ მსჯავრდებულმა იკისრა ვალდებულება  სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით დაამტკიცოს თავისი გამოსწორება.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით არ გამოიყენება:
1) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ამ კოდექსის 251 მუხლის მესამე ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში;
2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილი არიან ამ კოდექსის 541 მუხლში;
3) იმ პირთა მიმართ, რომლებიც სისტემატურად ან ბოროტად არღვევენ სასჯელის მოხდის რეჟიმის მოთხოვნებს.
თუ პირობით გათავისუფლებული თავს არიდებს მუშაობას ან სისტემატურად ან ბოროტად არღვევს შრომის დისციპლინას, საზოგადოებრივ წესრიგს ან მისთვის დადგენილი ცხოვრების წესებს, სასამართლოს განჩინებით იგი გაიგზავნება განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად. ამასთან, სამუშაოსათვის თავის არიდების დრო არ ეთვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც პირობით გათავისუფლებული მუშაობდა, სასამართლომ შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაუთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში ანგარიშით ერთი დღე  ერთ დღედ.
თუ პირობით გათავისუფლებულმა მუშაობის სავალდებულო ვადის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული , სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 55.  სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს თვრამეტი წლის ასაკამდე

იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ან გამასწორებელი სამუშაოებით თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.

თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიმართ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან სანიმუშო ყოფაქცევით, შრომისა და სწავლისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის სისრულეში მომყვანი ორგანოს და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ან სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით.

თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ერთი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.

სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ

1) რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის;

2) რომელთაც წინათ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოიხადეს სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ თვრამეტი წლის ასაკამდე ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა;

3) რომელთაც თვრამეტი წლის ასაკამდე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ

1) რომელთაც წინათ მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის და სასჯელისაგან ვადამდე პირობით იყვნენ გათავისუფლებული ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით ჰქონდათ შეცვლილი, თუ მათ თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე და სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა;

2) რომლებიც მსჯავრდებული არიან თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის: ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104-ე), გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი),  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (მუხლი 2422).

თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის გამასწორებელი სამუშაოებით შეცვლისას გამასწორებელი სამუშაოები დაინიშნება ამ სახის სასჯელისათვის კანონით დაწესებული ვადის ფარგლებში და არ შეიძლება აღემატებოდეს თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს  გარკვეულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში მეთვალყურეობა გაუწიონ ვადამდე პირობით გათავისუფლებულ პირს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიონ მათთან აღმზრდელობითი მუშაობა.

თუ თვრამეტი წლის ასაკამდე სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 56. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება

სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლება, აგრეთვე დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, გარდა სასჯელისაგან გათავისუფლებისა ან სასჯელის შემსუბუქებისა ამნისტიის და პატიების წესით, შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ სასამართლომ კანონში აღნიშნულ შემთხვევებში და წესით.

მუხლი 57. ნასამართლობის მოხსნა

ნასამართლობის არმქონედ ითვლებიან:

1) ის პირები, რომლებიც სასჯელისაგან გათავისუფლებულია ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლების შესაბამისად;

2) პირობით მსჯავრდებული პირნი, თუ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ისინი არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს და თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრი ამ პირთა მიმართ არ იქნება გაუქმებული კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

21) ის პირნი, რომლებსაც მისჯილი აქვთ პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, თუ ისინი შრომაში სავალდებულო ჩაბმის ვადის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს ან არ გაიგზავნებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოსახდელად კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით;

22) ის პირნი, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ამ კოდექსის 471 მუხლის გამოყენებით, თუ ისინი განაჩენის აღსრულების გადადების დროის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს და მათ მიმართ განაჩენი დადგენილი წესით სისრულეში არ იქნება მოყვანილი;

23) ის პირნი, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში ან ვადამდე გათავისუფლდნენ იქედან;

3) ის მსჯავრდებულნი, რომელთაც განაჩენის აღსრულება გადადებული ჰქონდათ და რომლებიც შემდეგ სასჯელისაგან გათავისუფლდნენ ამ კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე;

4) ის პირნი, რომელთაც სასჯელი მოიხადეს სადისციპლინო ბატალიონში ან იქიდან ვადამდე გათავისუფლდნენ, აგრეთვე ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს ჰაუპტვახტში ყოფნით გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად;

5) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ საზოგადოებრივი გაკიცხვა, ჯარიმა, თანამდებობიდან დათხოვნა, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან გამასწორებელი სამუშაო, თუ სასჯელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში ისინი არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს;

6) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს სამი წლისა, გადასახლება ან გასახლება, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან სამი წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს;

7) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს ექვსი წლისა, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს;

8) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ექვს წელზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს ათი წლისა, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან რვა წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს;

9) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან რვა წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, და თუ ამასთან სასამართლო დაადგენს, რომ მსჯავრდებული გამოსწორდა და საჭირო აღარ არის იგი მიჩნეულ იქნეს ნასამართლობის მქონედ.

თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდის შემდეგ სამაგალითო ყოფაქცევით და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ამ მუხლში აღნიშნული ვადების გასვლამდე .

თუ პირი სასჯელისაგან ვადამდე იყო გათავისუფლებული კანონით დადგენილი წესით, მაშინ ნასამართლობის გაქარწყლებისათვის საჭირო ვადა გამოითვლება ფაქტიურად მოხდილი სასჯელისაგან (ძირითადისა და დამატებითისაგან) გათავისუფლების მომენტიდან.

თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილია უფრო მსუბუქით, ნასამართლობის მოხსნის ვადები გამოითვლება სასჯელის მოხდილი ვადიდან, უფრო მსუბუქი სასჯელის (ძირითადი და დამატებითის) მოხდის მომენტიდან.

თუ პირი, რომელმაც მოიხადა სასჯელი, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, ნასამართლობის გაქარწყლებისათვის საჭირო ვადის მიმდინარეობა წყდება. პირველი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა ხელახლა გამოითვლება უკანასკნელი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) ფაქტიურად მოხდის შემდეგ. ამ შემთხვევაში პირი ითვლება ნასამართლობის მქონედ ორივე დანაშაულისათვის, ვიდრე გავიდოდეს ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

თავი მეექვსე

სამედიცინო და აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ

მუხლი 58. შეურაცხად პირთა მიმართ გამოსაყენებელი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი

იმ პირების მიმართ, რომლებმაც შეურაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, აგრეთვე იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს შერაცხად მდგომარეობაში, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე დაავადნენ სულიერი ავადმყოფობით, რაც მათ არ აძლევს შესაძლებლობას ანგარიში გაუწიონ თავიანთ მოქმედებას და უხელმძღვანელონ მას, სასამართლოს შეუძლია შეუფარდოს სამედიცინო ხასიათის შემდეგი იძულებითი ღონისძიებანი:

1) სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება;

2) საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება;

3) მშობელ-ნათესავთა მეურვეობაში ან მზრუნველობაში გადაცემა, სავალდებულო საექიმო მეთვალყურეობით.

მუხლი 59. სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება

სასამართლოს გამოაქვს განჩინება სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ან საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში) მოთავსების შესახებ, როდესაც შეურაცხადად მიჩნეული ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე სულიერად დაავადებული პირის საზოგადოებრივი საშიშროება მოითხოვს მის იზოლაციას, რათა მას მოესპოს შესაძლებლობა ჩაიდინოს ახალი საზოგადოებრივად საშიში მოქმედება.

პირის სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ან საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში) ყოფნა შეწყდება, თუ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით დადგინდება, რომ ეს პირი საზოგადოებისათვის აღარ წარმოადგენს საშიშროებას და რომ მას შეიძლება ეკმაროს ზომები, რომლებიც აღნიშნულია ამ კოდექსის 60-ე, 62-ე მუხლებში.

მუხლი 60. საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება

სასამართლოს გამოაქვს განჩინება საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, როდესაც შეურაცხადად მიჩნეული ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე სულიერად დაავადებული პირის ფსიქიკური მდგომარეობა არ მოითხოვს მის მოთავსებას სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ან საერთო ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში). მაგრამ ეს პირი საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას იძულებითი წესით.

საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნა შეწყდება, თუ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით დადგინდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით პირი აღარ საჭიროებს იძულებით მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში. ამასთანავე სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ამ კოდექსის 62-ე მუხლში აღნიშნული ღონისძიებანი.

მუხლი 61. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროის ჩათვლა

თუ სპეციალურ ან საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებული პირი, რომელიც სულიერად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე, გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა დაისაჯოს, საავადმყოფოში გატარებული დრო სასამართლომ უნდა ჩათვალოს სასჯელის ვადაში.

მუხლი 62. მშობელ-ნათესავთა მეურვეობაში ან მზრუნველობაში გადაცემა

იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში ან დაავადდა სულიერი ავადმყოფობით დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე, სასამართლო გადასცემს მშობელ-ნათესავებს მეურვეობაში ან მზრუნველობაში სავალდებულო საექიმო მეთვალყურეობით, თუ სცნობს, რომ ამ პირის იძულებითი ყოფნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ არის საჭირო.

მუხლი 63. ალკოჰოლიკისა და ნარკომანის იძულებითი მკურნალობა

თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი , სასამართლო დამნაშავეს სასჯელთან ერთად შეუფარდებს იძულებით მკურნალობას .

თუ ალკოჰოლიკს ან ნარკომანს ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდება სასჯელი , რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან , იგი იძულებითი მკურნალობისათვის იგზავნება სპეციალურ სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში ;
ხოლო თუ სასჯელის ზომად გამოყენებული იქნა თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებული მკურნალობას გაივლის სასჯელის მოხდის დროს , თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ კი მკურნალობა , თუ ეს საჭიროა , გაგრძელდება სპეციალურ სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში .

ალკოჰოლიკის ან ნარკომანის იძულებითი მკურნალობა შეწყდება სასამართლოს დადგენილებით , იმ დაწესებულების წარდგინების საფუძველზე , სადაც პირი იმყოფება სამკურნალოდ .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

მუხლი 64. არასრულწლოვანთა მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებით ღონისძიებათა გამოყენება

თუ სასამართლო ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიზანშეწონილად არ სცნობს დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლის სასჯელის გამოყენებას, მას შეუძლია მის მიმართ გამოიყენოს აღმზრდელობითი ხასიათის შემდეგი იძულებითი ღონისძიებანი:

1) დაზარალებულის წინაშე საჯაროდ ან სხვა ფორმით, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, ბოდიშის მოხდის დაკისრება;

2) საყვედურის ან სასტიკი საყვედურის გამოცხადება;

3) გაფრთხილება;

4) იმ არასრულწლოვანისათვის, რომელსაც შეუსრულდა თხუთმეტი წელი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, თუ არასრულწლოვანს აქვს დამოუკიდებელი შრომის ხელფასი და ასანაზღაურებელი ზიანის თანხა არ აღემატება ორმოცდაათ მანეთს, ან ვალდებულების დაკისრება თავისი შრომით გამოასწოროს მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც  ორმოცდაათ მანეთს არ აღემატება; თუ მიყენებული ზიანი ორმოცდაათ მანეთს აღემატება ზიანის ანაზღაურება ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;

5) არასრულწლოვანის გადაცემა მშობლების ან მათი შემცვლელი პირებისათვის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ;

6) არასრულწლოვანის გადაცემა სამეთვალყურეოდ შრომითი კოლექტივის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საზოგადოებრივი აღმზრდელისათვის – ამ უკანასკნელთა თანხმობით, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეებისათვის – მათი თხოვნით;

7) არასრულწლოვანის მოთავსება სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში;

8) (ამოღებულია - 27.05.1970);

სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მოთავსების ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება არასრულწლოვანთა საქმეების კომისიების დებულებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

განსაკუთრებული ნაწილი

თავი პირველი

სახელმწიფო დანაშაული

 

1. განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული

მუხლი 65. სამშობლოს ღალატი

სამშობლოს ღალატი, ესე იგი ქმედობა, რომელიც სსრ კავშირის მოქალაქემ განზრახ ჩაიდინა სსრ კავშირის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან სამხედრო ძლიერების საზიანოდ: მტრის მხარეზე გადასვლა, ჯაშუშობა, სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების გაცემა უცხო სახელმწიფოსათვის, საზღვარგარეთ გაქცევა ან საზღვარგარეთიდან სსრ კავშირში დაბრუნებაზე უარის თქმა, უცხო სახელმწიფოსათვის დახმარების გაწევა სსრ კავშირის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში, აგრეთვე შეთქმულება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება სსრ კავშირის მოქალაქეს, რომელიც უცხოეთის დაზვერვამ გადაიბირა სსრ კავშირის წინააღმდეგ მტრული საქმიანობის განსახორციელებლად, თუ მან მიღებული დანაშაულებრივი დავალების შესასრულებლად არავითარი მოქმედება არ ჩაიდინა და ნებაყოფლობით განუცხადა ხელისუფლების ორგანოებს უცხოეთის დაზვერვასთან თავისი კავშირის შესახებ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 66. ჯაშუშობა

სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემა უცხო სახელმწიფოსათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი აგენტურისათვის, ისევე როგორც ამგვარი ცნობების გატაცება ან შეგროვება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე სხვა ცნობების გადაცემა ან შეგროვება უცხოეთის დაზვერვის დავალებით სსრ კავშირის ინტერესების საზიანოდ მათი გამოყენებისათვის, უკეთუ ჯაშუშობა ჩაიდინა უცხოელმა  მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 67. ტერორისტული აქტი

სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობა, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, საბჭოთა ხელისუფლების ძირის გამოთხრის ან შესუსტების მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

იმავე მიზნით სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის სხეულის მძიმე დაზიანება მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 68. ტერორისტული აქტი უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ

უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლის მკვლელობა ომის პროვოკაციის ან საერთაშორისო გართულების მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

იმავე მიზნით იმავე პირების სხეულის მძიმე დაზიანება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 69. დივერსია

დანგრევა ან დაზიანება აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა გზით საწარმოთა, ნაგებობათა, მიმოსვლის გზათა და საშუალებათა, კავშირგაბმულობის საშუალებათა ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონებისა, მასობრივი მოწამვლა ან ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელება საბჭოთა სახელმწიფოს შესუსტების მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 70. მავნებლობა

მოქმედება და უმოქმედობა, მიმართული მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფულის სისტემის, ვაჭრობის ან სახალხო მეუნეობის სხვა დარგების, ასევე სახელმწიფო ორგანოების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ძირის გამოთხრისაკენ საბჭოთა სახელმწიფოს შესუსტების მიზნით, თუ ეს ქმედობა ჩადენილია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, გამოყენების გზით, ან მათი ნორმალური მუშაობისათვის წინააღმდეგობის გაწევის გზით, ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371
მუხლი 71. ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა

აგიტაცია ან პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების ძირის გამოთხრის ან შესუსტების ან ცალკეული განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მიზნით, გავრცელება იმავე მიზნით ცილისმწამებლური მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წესწყობილებას, აგრეთვე იმავე მიზნით ასეთივე შინაარსის ლიტერატურის გავრცელება, დამზადება ან შენახვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან შვიდ წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან გადასახლებით ორი წლიდან ხუთ წლამდე.

იგივე მოქმედება, რომელსაც ჩაიდენს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის წინათ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე, რომელიც ჩადენილია ომიანობის დროს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 72. ომის პროპაგანდა

ომის პროპაგანდა, რა ფორმითაც არ უნდა წარმოებდეს იგი ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 73. ორგანიზაციული საქმიანობა, მიმართული განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენისაკენ, აგრეთვე ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში მონაწილეობა
ორგანიზაციული საქმიანობა, მიმართული განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის მოსამზადებლად ან ჩასადენად, ისეთი ორგანიზაციის შესაქმნელად, რომელიც მიზნად ისახავს ასეთი დანაშაულის ჩადენას, აგრეთვე ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში მონაწილეობა ‒

ისჯება შესაბამისად ამ კოდექსის 65-ე‒72-ე მუხლებით.

მუხლი 74. განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული, ჩადენილი მშრომელთა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის გამო განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული, რომელიც ჩადენილია მშრომელთა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ‒

ისჯება შესაბამისად ამ კოდექსის 65-ე‒73-ე მუხლებით.

 

II. სხვა სახელმწიფო დანაშაული

მუხლი 75. ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა

პროპაგანდა ან აგიტაცია რასობრივი ან ეროვნული მტრობისა თუ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან მათთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უპირატესობათა დაწესება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან სამ წლამდე ან გადასახლებით ორი წლიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 76. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურთან ან სამუშაოსთან დაკავშირებით, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ან ჯაშუშობის ნიშნები ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგები ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

მუხლი 77. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების, აგრეთვე იმ საგნების დაკარგვა, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას შეადგენენ, იმ პირის მიერ, ვისაც ისინი მინდობილი ჰქონდა, თუ დაკარგვა შედეგი იყო აღნიშნული დოკუმენტებისა  ან საგნებისადმი მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევისა -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგები ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

მუხლი 78. ბანდიტიზმი

შეიარღებული ბანდების ორგანიზაცია სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოებსა, დაწესებულებებსა, ორგანიზაციებზე ან ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ასეთ ბანდებში და მათ მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 781. მოქმედებანი, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომაგასწორების დაწესებულებათა მუშაობაში

განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, აგრეთვე მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, რომლებიც ტერორით აშინებენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გამოსწორების გზაზე დამდგარ პატიმრებს ან აწყობენ თავდასხმებს ადმინისტრაციაზე, აგრეთვე ქმნიან ამ მიზნით დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ან აქტიურად მონაწილეობენ ასეთ დაჯგუფებებში,

ისჯებიან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 79. კონტრაბანდა

კონტრაბანდა, ესე იგი საქონლის ან სხვა ფასეულობათა უკანონო გადატან-გადმოტანა სსრ კავშირის სახელმწიფოს საზღვარზე, რაც ჩადენილია სპეციალურ საცავებში საგნების დამალვით, ან საბაჟო და სხვაგვარი დოკუმენტების მოტყუებითი გამოყენებით, ან დიდი ოდენობით, ან იმ პირთა ჯგუფის მიერ, რომლებიც ორგანიზებული არიან კონტრაბანდის გასაწევად, ან თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ფეთქებად, ნარკოტიკულ, ძლიერად მოქმედ და შხამიან ნივთიერებათა, იარაღისა და სამხედრო საჭურვლის კონტრაბანდა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268
მუხლი 80. მასობრივი არეულობა

მასობრივ არეულობათა ორგანიზაცია, რასაც თან ახლდა დარბევა, ნგრევა, ცეცხლის წაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, აგრეთვე მათი მონაწილეების მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა უშუალოდ ჩადენა ან ხელისუფლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 81. ნამდვილ სამხედრო სამსახურში მორიგი გაწვევისათვის თავის არიდება

ნამდვილ სამხედრო სამსახურში მორიგი გაწვევისათვის თავის არიდება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი საკუთარი სხეულის დაზიანებით ან ავადმყოფობის სიმულაციით, ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ან სხვა სახის მოტყუებით, აგრეთვე ჩადენილი სხვა დამამძიმებელ გარემოებაში ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 82. მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება

სსრ კავშირის შეირაღებული ძალების რიგებში მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

იგივე ქმედობა, აგრეთვე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების დასაკომპლექტებლად შემდგომი გაწვევისათვის თავის არიდება, ჩადენილი ომიანობის დროს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 83. ომიანობის დროს ბეგარის შესრულებისათვის ან გადასახადთა გადახდისათვის თავის არიდება

ომიანობის დროს შრომითი მობილიზაციისათვის ან სხვა ბეგარის შესრულებისათვის, აგრეთვე გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 84. უკანონო წასვლა საზღვარგარეთ და უკანონო შემოსვლა სსრ კავშირში

საზღვარგარეთ წასვლა, სსრ კავშირში შემოსვლა ან საზღვრის გადასვლა დადგენილი პასპორტის ან სათანადო ხელისუფალთა ნებართვის გარეშე ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხოეთის მოქალაქე ჩამოვა სსრ კავშირში დადგენილი პასპორტის ან ნებართვის უქონლად, რათა ისარგებლოს სსრ კავშირის კონსტიტუციით მინიჭებული თავშესაფრის უფლებით.

მუხლი 85. საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა

სსრ კავშირში შემოფრენა და სსრ კავშირიდან გაფრენა დადგენილი ნებართვის გარეშე, ნებართვაში აღნიშნული მარშრუტების, დაშვების ადგილების, საჰაერო კარების, ფრენის სიმაღლის დაუცველობა ან საერთაშორისო ფრენის წესების სხვა დარღვევა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან ათ წლამდე ან ჯარიმით ერთი ათას მანეთამდე, საჰაერო ხომალდის კონფისკაციით ან უამისოდ.

მუხლი 86. მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლოატაციის წესების დარღვევა

რკინიგზის, წყლის ან საჰაერო ტრანსპორტის მუშაკის მიერ მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლოატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები, მარცხი, ავარია ან სხვა მძიმე შედეგები, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების, გზების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უხარისხო რემონტი, რასაც იგივე შედეგები მოჰყვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას არ მოჰყოლია ასეთი შედეგები, მაგრამ თუ ის აშკარად ქმნიდა ამ შედეგების დადგომის საფრთხეს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 87. მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება

მიმოსვლის გზების, მათი ნაგებობების, მოძრავი შემადგენლობის ან გემების კავშირგაბმულობის ან სიგნალიზაციის საშუალებების განზრახ დანგრევა ან დაზიანება, რასაც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა მატარებლის მარცხი, ხომალდის ავარია ან ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ნორმალური მუშაობის დარღვევა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 88. ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება

ყალბი სახელმწიფო სახაზინო ბილეთების, სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის ბილეთების, ლითონის მონეტის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ან უცხოეთის ვალუტის დამზადება გასაღების მიზნით, აგრეთვე გასაღება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით .

იგივე მოქმედება, ჩადენილი ხელობის სახით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 89. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა, აგრეთვე სავალუტო ფასეულობების ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე სავალუტო ფასეულობების და ფასიანი ქაღალდების აუცილებელი კონფისკაციით და გადასახლებით  ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე.

სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია ხელობის სახით ან დიდი ოდენობით, აგრეთვე სავალუტო ოპერაციის შესახებ წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ამ მუხლის პირველი ნაწილით იყო მსჯავრდებული,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და გასახლებით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გასახლების გარეშე, ან სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №26, 20.09.1961წ., მუხ.417

მუხლი 90. სახელმწიფო დანაშაულის განუცხადებლობა

განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 65-ე‒70-ე, 73-ე, 78-ე, და 88-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 901. სახელმწიფო დანაშაულის დაფარვა

წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა იმ სახელმწიფო დანაშულის, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 65-70, 73, 78, 79, 88, 89 მუხლებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ან ისჯება გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

 

თავი მეორე

დანაშაული სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ

მუხლი 91.  სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება, ჩადენილი ქურდობით

ქურდობა, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცება, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან ხუთას მანეთამდე.

ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოები, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ქურდობა სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ქურდობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან დიდი ოდენობით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. 

შენიშვნა: ამ კოდექსის 91-ე, 92-ე, 93-ე, 94-ე მუხლებში განმეორებითად ჩაითვლება დანაშაული, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელმაც ადრე ჩაიდინა ამ მუხლებით ან 78-ე, 96-ე, 961, 150-ე, 153-ე, 240-ე და 2521 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 92. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება გაძარცვით

გაძარცვა, ე.ი. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების აშკარა გატაცება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე .

გაძარცვა, ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ან ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განმეორებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

გაძარცვა სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

გაძარცვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 93. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება თაღლითობით

თაღლითობა, ე.ი. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაუფლება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ხუთას მანეთამდე.

თაღლითობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

თაღლითობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენება ან რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 94. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით

მითვისება ან გაფლანგვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონებისა, რომელიც მინდობილი ჰქონდა დამნაშავეს ან იმყოფებოდა მის გამგებლობაში, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორასიდან ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე,  ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, გარკვეული თანამდებობის დაკავების აკრძალვით ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან შვიდ წლამდე ან უიმისოდ.

გატაცება, გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ ან მეორე ნაწილში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 95. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება ჩადენილი ქურდობის, მითვისების, გაფლანგვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან თაღლითობის გზით იმ პირის მიერ, რომლის მიმართ წინათ გამოყენებული იყო საზოგადოებრივი ზემოქმედების  ან ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიება წვრილმანი გატაცებისათვის, ან ასეთი ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული, მაგრამ წვრილმანი გატაცება მას ჩადენილი აქვს არაერთხელ, აგრეთვე ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლის მიმართ საქმის გარემოებათა მიხედვით ვერ იქნება გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიება,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით  ერთ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ორას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რასაც მოჰყვა რკინიგზით და სხვა ტრანსპორტით გადაზიდვისას, აგრეთვე მუდმივი და დროებითი შენახვის ადგილებში ავტომობილების, ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტექნიკის განკომპლექტება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო წვრილმანი გატაცებისათვის, ან რომელმაც წინათ ჩაიდინა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების გატაცება, გათვალისწინებული ამ კოდექსის 78-ე, 91-94-ე, 96-ე, 96​1,  150-153-ე, 240-ე, 252​1მუხლებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით სამასიდან ხუთას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №16, 16.06.1965წ., მუხ.341

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.81

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 20 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1979წ., მუხ.44

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12,  30.11.1981წ., მუხ.284

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 951. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №16, 16.06.1965წ., მუხ.341

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 30 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.07.1973წ., მუხ.146

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 96. ყაჩაღობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცების მიზნით

ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა თუ იგი ჩადენილია:

1) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;

2) სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით;

3) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ;

4) იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი;

5) თუ ეს მოქმედება მიმართული იყო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი რაოდენობით დაუფლებაზე;

6) სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით.‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 961. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება, მიუხედავად დატაცების ხერხისა (91-94, 96 მუხლები), –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან ისჯება სიკვდილით ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

მუხლი 97. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გამოძალვა

გამოძალვა, ე.ი. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის მოთხოვნა ან ქონებრივი სარგებლობის მიღება ძალადობის გამოყენების მუქარით იმ პირის მიმართ, რომლის გამგებლობაში ან დაცვის ქვეშ ეს ქონება იმყოფება, ან მის ახლობელთა მიმართ ძალადობის გამოყენებით, მასზე ან მის ახლობელთა შესახებ გამაწბილებელი ცნობების გახმაურებით, აგრეთვე მათი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების მუქარით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით ორასიდან ექვსას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განმეორებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 98. ქონებრივი სარგებლობის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით

გატაცების ნიშნების გარეშე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების საზიანოდ ქონებრივი სარგებლობის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რომელმაც დიდი ზიანი გამოიწვია ან რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან განმეორებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 99. ნაპოვნი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების მითვისება

წინასწარი შეცნობით სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის კუთვნილი ნაპოვნი ქონების ან დამნაშავის ხელში შემთხვევით მოხვედრილი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის კუთვნილი განძის, აგრეთვე ისტორიული ან  კულტურული მნიშვნელობის ქონების მითვისება ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 100. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის წინასწარი შეთანხმებით, სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ან ანგარებითი ქვენაგრძნობით, ან ცეცხლის წაკიდებით თუ სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ტყის მასივების განზრახ განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი წლიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედება, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი ან განსაკუთრებით დიდი ზარალი თუ სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 28.11.1975წ., მუხ.203

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977წ., მუხ.113

მუხლი 101. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განადგურება ან დაზიანება გაუფრთხილებლობით

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განადგურება ან დაზიანება, თუ იგი ჩადენილია ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ან თუ მას მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები ან სხვა სახის მძიმე შედეგები, აგრეთვე ტყის მასივის განადგურება ან საგრძნობი დაზიანება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან დაუდევარი მოპყრობის შედეგად ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 102. დანაშაულებრივ-დაუდევარი დამოკიდებულება სოციალისტური საკუთრების დაცვისადმი

დანაშაულებრივ-დაუდევარი დამოკიდებულება თავისი მოვალეობებისადმი არათანამდებობის პირისა, რომელსაც მინდობილი აქვს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაცვა ან გადაზიდვა, თუ მას მოჰყვა ამ ქონების დიდი ოდენობით დატაცება, დაზიანება, გაფუჭება ან დაღუპვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 1021. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა

საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო ან კოოპერაციული ორგანიზაციების კუთვნილი ტრაქტორების, ავტომობილების, კომბაინებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანების დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა, რასაც მოჰყვა მათი გაფუჭება ან დამტვრევა, აგრეთვე ამ მანქანების კომპლექტის დაშლა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან თუ მას მოჰყვა დიდი ზარალი, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 21 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.02.1962წ., მუხ.83

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 103. დანაშაული სხვა სოციალისტური ქვეყნების სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ

საქართველოს სსრ ტერიტორიაზე არსებული სხვა სოციალისტური ქვეყნების სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საკუთრების მიმართ ჩადენილი დანაშაული ‒

ისჯება ამ თავის სათანადო მუხლებით, შესაბამისად.

 

თავი მესამე

დანაშაული პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ

მუხლი 104. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში

განზრახ მკვლელობა:

1) ანგარებით;

2) ხულიგნური ქვენაგრძნობით;

3) დაზარალებულის სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

4) ორი ან რამდენიმე პირისა;

5) წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;

6) ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის;

7) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, და აგრეთვე დაკავშირებული გაუპატიურებასთან;

8) ჩადენილი სისხლის აღების ნიადაგზე;

9) ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა (106-ე და 107-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობის გარდა) –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 105. განზრახ მკვლელობა

განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 106. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

განზრახ მკვლელობა, ჩადენილი უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების დროს, რომელიც გამოწვეულია დამნაშავის ან მისი ახლობლების მიმართ დაზარალებულის მიერ უკანონო ძალადობით ან მძიმე შეურაცხყოფით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 107. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს

მკვლელობა, ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 108. გაუფრთხილებლობით მკვლელობა

გაუფრთხილებლობით მკვლელობა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 109. თვითმკვლელობამდე მიყვანა

დამნაშავისაგან მატერიალურად, სამსახურებრივი ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის თვითმკვლელობამდე ანდა თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა დაზარალებულისადმი სასტიკი მოპყრობით ან მისი პირადი ღირსების სისტემატურად დამცირებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

მუხლი 110. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ან რომელსაც მოჰყვა მხედველობის, სმენის ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ან სულიერი ავადმყოფობა, ან ორსულობის შეწყვეტა, ან ჯანმრთელობის სხვაგვარი მოშლა, დაკავშირებული შრომის უნარის მყარ დაკარგვასთან სულ ცოტა ერთი მესამედით, აგრეთვე სახის წარუშლელი დამახინჯება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მან სიკვდილი გამოიწვია ან ჩადენილი მტანჯავი საშუალებით ან წამებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

მუხლი 111. სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის საშიში, მაგრამ რომელმაც გამოიწვია რომელიმე ორგანოს ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევა ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ხანგრძლივი მოშლა, რომელიც დაკავშირებულია შრომის უნარის მყარ დაკარგვასთან ერთ მესამედზე ნაკლებად ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ტანჯვით ან წამებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 112. სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება

სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა შრომის უნარის დაუკარგავად ან შრომის უნარის აშკარად უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდებას.

მუხლი 113. სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რომელიც გამოწვეულია დაზარალებულის კანონსაწინააღმდეგო ძალადობით ან მძიმე შეურაცხყოფით დამნაშავის ან მისი ახლობლების მიმართ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 114. სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს

სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 115. სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით

სხეულის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გაუფრთხილებლობით ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 116. ცემა და წამება

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდებას.

სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელსაც წამების ხასიათი აქვს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 117. გაუპატიურება

გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალადობით, მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

გაუპატიურება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ასეთივე დანაშაული, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

გაუპატიურება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ან არასრულწლოვანის გაუპატიურება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.

გაუპატიურება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება სიკვდილით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217

მუხლი 118. ქალის იძულება სქესობრივი კავშირის დაჭერისათვის

ქალის იძულება სქესობრივი კავშირის დაჭერისათვის დაზარალებულის მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 119. სქესობრივი კავშირი პირთან, რომელსაც თექვსმეტი წელი არ შესრულებია

სქესობრივი კავშირი პირთან, რომელსაც თექვსმეტი წელი არ შესრულებია, თუ ეს დამნაშავისათვის წინასწარ იყო ცნობილი ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, რომელიც ჩადენილია სქესობრივი ჟინის გარყვნილ ფორმებში დაკმაყოფილებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

მუხლი 120. გარყვნილი ქმედობა

გარყვნილი ქმედობა იმ პირის მიმართ, რომელსაც თექვსმეტი წელი არ შესრულებია, თუ ეს დამნაშავისათვის წინასწარ ცნობილი იყო ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 121. მამათმავლობა

მამათმავლობა, ესე იგი სქესობრივი კავშირი მამაკაცისა მამაკაცთან ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გადასახლებით იმავე ვადით.

მამათმავლობა, რომელიც ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ, ან ფიზიკური ძალადობის ან მუქარის ან დაზარალებულის უმწეო ან დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე.

მუხლი 122. ვენერიული სენის შეყრა ან ვენერიული სენის მკურნალობისათვის თავის არიდება

ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებისაგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ ვენერიული სენის მკურნალობისათვის თავის არიდება

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

წინასწარი შეცნობით ვენერიული სენის შეყრის საფრთხეში სხვა პირის ჩაყენება სქესობრივი კავშირით თუ სხვაგვარი ქმედობით

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

ვენერიული სენის შეყრა სხვა პირისათვის, იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა, რომ ეს სენი სჭირდა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე გასამართლებული იყო სხვა პირისათვის ვენერიული სენის შეყრის გამო, აგრეთვე ორი ან მეტი პირისათვის ან არასრულწლოვანისათვის ვენერიული სენის შეყრა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 6 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.07.1971წ., მუხ.95

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 29.10.1971წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 123. აბორტის უკანონოდ გაკეთება

ექიმის მიერ აბორტის გაკეთება საავადმყოფოს ან სამშობიარო სახლის გარეშე ან ანტისანიტარულ პირობებში ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით საექიმო საქმიანობის აკრძალვით ვადით სამ წლამდე ან ასეთი აკრძალვის გარეშე.

იმ პირის მიერ აბორტის გაკეთება, რომელსაც არა აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილში გათვალისწინებული აბორტის გაკეთება ხელობის სახით ან აბორტის გაკეთება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან სხვაგვარი მძიმე შედეგები ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე, საექიმო საქმიანობის აკრძალვით ვადით ხუთ წლამდე.

მუხლი 124. ალიმენტის გადახდის ან შვილების რჩენისათვის ბოროტად თავის არიდება

მშობლების მიერ ბოროტად თავის არიდება შვილების რჩენისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი სახსრების გადახდისაგან, აგრეთვე მშობლების მიერ თავის არიდება მათ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო ბავშვების რჩენისაგან ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 125. სამეურვეო უფლებების ბოროტად გამოყენება

მეურვეობის, მზრუნველობის ან პატრონატის გამოყენება ანგარების მიზნით სამეურვეო პირის ინტერესების საზიანოდ, ან სამეურვეო ბავშვების დატოვება მეთვალყურეობისა და აუცილებელი მატერიალური დახმარების გარეშე ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1251. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება

შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1970წ., მუხ.138

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 126. ბოროტად თავის არიდება მშობლების ან მეუღლისათვის დახმარების გაწევისათვის

ბოროტად თავის არიდება იმ მატერიალური დახმარების გაწევისათვის, რომელიც სასამართლომ შრომისუუნარო მშობლებს ან მეუღლეს დაუნიშნა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 127.  ბავშვის შეცვლა

ბავშვის შეცვლა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე

იგივე ქმედობანი ჩადენილი ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნიშნების გარეშე ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1979წ., მუხ.341

მუხლი 128. საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება

შეგნებულად ჩაყენება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში პირისა, რომელსაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 129. განსაცდელში მიტოვება

შეგნებულად მიტოვება დახმარების აღმოუჩენლად პირისა, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არა ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა ამ პირზე ზრუნვა და შესაძლებლობა ჰქონდა დახმარება აღმოეჩინა მისთვის ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 130. დახმარების აღმოუჩენლობა

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების აღმოუჩენლობა, თუ ამ დახმარების აღმოჩენა დამნაშავეს შეეძლო თავისი თავისათვის ან სხვა პირისათვის სერიოზული საშიშროების გარეშე, აგრეთვე სათანადო დაწესებულების ან პირისათვის დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 131. ავადმყოფისათვის დახმარების აღმოუჩენლობა მედიცინის მუშაკის მიერ

საპატიო მიზეზის გარეშე ავადმყოფისათვის დახმარების აღმოუჩენლობა მედიცინის მუშაკის მიერ, რომელიც ვალდებული იყო აღმოეჩინა ეს დახმარება ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

იგივე ქმედობა, თუ მას ავადმყოფისათვის მძიმე შედეგი მოჰყვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე პროფესიული საქმიანობის შემდგომი აკრძალვით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 132. განსაცდელში მყოფ პირთათვის დახმარების აღმოუჩენლობა გემის კაპიტანის მიერ

გემის კაპიტანის მიერ დახმარების აღმოუჩენლობა იმ პირთათვის, რომლებიც ზღვაში ან სხვა წყალსავალ გზაზე იღუპებოდნენ, თუ ამ დახმარების აღმოცენა შესაძლებელი იყო მისი გემისათვის, გემის ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის სერიოზული საფრთხის გარეშე ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 133.  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა

ვინმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, ანდა თექვსმეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის მიმართ, ანდა განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ანდა დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში საშუალებით, ან რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ტანჯვის მიყენება ანდა მოკვლის ან დიდი ზიანის მიყენების მუქარა დაზარალებულის ან მისი ახლობლების მიმართ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ და გასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გასახლების გარეშე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1979წ., მუხ.341

მუხლი 134. ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით

ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 135. იძულება

ძალდატანებით ან დასასჯელი მუქარით სხვა პირის იძულება, რომ შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე.

მუხლი 136. მუქარა

მოკვლის ან სხეულის მძიმე დაზიანების ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით ქონების დაზიანების მუქარა პირის ან მისი ახლობლების მიმართ, როდესაც საკმაოდ საფუძვლიანია მუქარის განხორციელების საფრთხე ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 137. ცილისწამება

ცილისწამება, ესე იგი შეგნებულად მონაჭორის გავრცელება, რომელიც სახელს უტეხს სხვა პირს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების შეფარდებას.

ცილისწამება ნაბეჭდ ან სხვაგვარი ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებებში და აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელიც ადრე იყო მსჯავრდებული ცილისწამებისათვის ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე.

ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო ან სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 138. შეურაცხყოფა

შეურაცხყოფა, ესე იგი პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდებას.

შეურაცხყოფა მიყენებული ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით, აგრეთვე ისეთი პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო შეურაცხყოფისათვის ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

 

თავი მეოთხე

დანაშაული მოქალაქეთა პოლიტიკური და შრომითი უფლებების წინააღმდეგ

მუხლი 139. საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

სსრ კავშირის მოქალაქის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა ძალადობით, მოტყუებით, მუქარით ან მოსყიდვით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 140. საარჩევნო დოკუმენტების გაყალბება ან ხმების არასწორი დათვლა

საარჩევნო დოკუმენტების გაყალბება ან ხმების შეგნებულად არასწორად დათვლა, აგრეთვე ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა, ჩადენილი საარჩევნო კომისიის წევრის ან სხვა თანამდებობის პირის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 141. მოქალაქეთა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა

უკანონო ჩხრეკა, უკანონო გამოსახლება ან სხვა უკანონო მოქმედება, რომელიც არღვევს მოქალაქის ბინის ხელშეუხებლობას, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 142. პროფესიული კავშირების საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნა

პროფესიული კავშირებისა და მათი ორგანოების კანონიერი საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 143. მიმოწერის, ტელეფონით ლაპარაკის, სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების დარღვევა

მოქალაქეთა მიმოწერის, ტელეფონით ლაპარაკისა და სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების დარღვევა 

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 144. შრომის კანონმდებლობის დარღვევა

მშრომელის უკანონოდ დათხოვნა სამუშაოდან პირადი დაინტერესებით, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღვევა, განზრახ ჩადენილი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ან თანამდებობის პირის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 145. ორსული ქალის ან ძუძუს მაწოვებელი დედის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა ან მისი სამუშაოდან დათხოვნა

უარის თქმა ქალის სამუშაოდ მიღებაზე ან მისი სამუშაოდან დათხოვნა იმ მოტივით, რომ იგი ორსულადაა ან ძუძუს მაწოვებელი დედაა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

მუხლი 146. შრომის დაცვის წესების დარღვევა

უშიშროების ტექნიკის, სამრეწველო სანიტარიის ან შრომის დაცვის სხვა წესების დარღვევა თანამდებობის პირის მიერ, თუ ეს დარღვევა საფრთხეს უქმნიდა მუშებისა და მოსამსახურეების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

იგივე ქმედობა, თუ მას შედეგად მოჰყვა სხეულის დაზიანება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიკვდილი ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 147. საავტორო და საგამომგონებლო უფლებების დარღვევა

სხვისი მეცნიერული, ლიტერატურული, მუსიკალური ან მხატვრული ნაწარმოების გამოშვება საკუთარი სახელით ან მათი ავტორობის სხვაგვარი მითვისება, ასეთი ნაწარმოების უკანონოდ განმეორება ან გავრცელება, აგრეთვე თანაავტორობისათვის იძულება ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

სხვისი გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების ავტორობის მითვისება ან მათი ავტორის, თანაავტორობაზე იძულება, აგრეთვე გამომგონებლის უნებართვოდ გამოგონების გამოქვეყნება მასზე განაცხადის გაკეთებამდე ‒

გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 148. სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონთა დარღვევა

სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონთა დარღვევა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩაიდინა იმ პირმა, რომელიც ადრე გასამართლებული იყო სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონთა დარღვევისათვის, აგრეთვე ორგანიზაციული მუშაობა აღნიშნული ქმედობის ჩასადენად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.12.1966წ., მუხ.201

მუხლი 149. რელიგიური წესების შესრულებისათვის ხელის შეშლა

რელიგიური წესების შესრულებისათვის ხელის შეშლა, თუ ისინი არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და მათ თან არ ახლავს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

 

თავი მეხუთე

დანაშაული მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ

მუხლი 150. ქურდობა

ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელ სამუშაოებით იმავე ვადით.

ქურდობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ქურდობა ბინაში შეღწევით 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ქურდობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ კოდექსის 150-ე, 151-ე და 153-ე მუხლებში განმეორებითად ჩაითვლება დანაშაული, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელმაც ადრე ჩაიდინა ამ მუხლებით ან 78-ე, 91-94-ე, 961, 152, 240-ე, 2521 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 151. გაძარცვა

გაძარცვა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების აშკარა გატაცება, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

გაძარცვა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან დაკავშირებული ძალადობასთან, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

გაძარცვა ბინაში შეღწევით 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

გაძარცვა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 152. ყაჩაღობა

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

ყაჩაღობა, ჩადენილი:

1) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით;

2) სხეულის მძიმე დაზიანებით;

3) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ;

4) იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი;

5) ბინაში შეღწევით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 153. თაღლითობა

თაღლითობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ან ქონებაზე უფლების ან ქონებრივი გამორჩენის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ოთხას მანეთამდე ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან განმეორებით ან თუ მან დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 154. გამოძალვა

გამოძალვა, ესე იგი ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მიცემის მოთხოვნა, რომელსაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების ან მათი სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან განმეორებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 155. მითვისება

მითვისება, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების დაკავება მისაკუთრების მიზნით იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა ან ამ ქონების გაფლანგვა თუ ამან დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 156. მევახშეობა

მევახშეობა, ე.ი. ყოველგვარი სესხისათვის ისეთი პროცენტის გადახდევინება, რაც სპეციალური დადგენილებებით დაწესებულ ზღვრულ ნორმას არ აღემატება, ჩადენილი ხელობის სახით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გასახლებით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 157. მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება

მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ან თუ მას მოჰყვა ადამიანის უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი, აგრეთვე ვენახის, ციტრუსოვანთა, დაფნის, ხილკენკროვან და სხვა ნარგავთა დიდი ოდენობით განადგურება ან დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

მუხლი 158. ქონების განადგურება ან დაზიანება გაუფრთხილებლობით

მოქალაქეთა პირადი ქონების განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად, რომელსაც მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები ან სხვა მძიმე შედეგები ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 159. დანაშაული ისეთ დაწესებულებათა და გაერთიანებათა საკუთრების წინააღმდეგ, რომლებიც სოციალისტურ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ

დანაშაული ისეთ დაწესებულებათა და გაერთიანებათა საკუთრების წინააღმდეგ, რომლებიც სოციალისტურ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ, ჩადენილი იმ ქონების მიმართ, რომლებიც საქართველოს სსრ ტერიტორიაზეა ‒

ისჯება ამ თავის მუხლების შესაბამისად.

 

თავი მეექვსე

სამეურნეო დანაშაული

მუხლი 160. ცუდი ხარისხის, არასტანდარტული ან არაკომპლექტური პროდუქციის გამოშვება

ცუდი ხარისხის, დადგენილ სტანდარტებთან ან ტექნიკურ პირობებთან შეუსაბამო ან არაკომპლექტური პროდუქციის არაერთგზისი ან დიდი ოდენობით გამოშვება სამრეწველო საწარმოდან დირექტორის, მთავარი ინჟინრის ან ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მიერ, აგრეთვე სხვა მუშაკთა მიერ, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობის პირთა მოვალეობებს ასრულებენ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით  ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 161. ცუდი ხარისხის საქონლის გასაყიდად გამოშვება

ცუდი ხარისხის, არასტანდარტული ან არაკომპლექტური საქონლის არაერთგზისი ან დიდი ოდენობით შეგნებულად გამოშვება სავაჭრო საწარმოში გასაყიდად მაღაზიის, ბაზის, საწყობის ან სექციის გამგის მიერ, აგრეთვე საქონელმცოდნის ან წუნმდებლის მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან  გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1611. უხარისხო მშენებლობა

სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, სამუშაოთა მწარმოებლების, ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა მიერ უხარისხოდ, ან ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შეუსაბამოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული და სხვა ნაგებობების საექსპლუატაციოდ ჩაბარება, 

ისჯება თავისუფლების  აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 27 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3 31.01.1975წ., მუხ.3

მუხლი 162. ფალსიფიკაცია

ანგარების მიზნით ფალსიფიკაცია გასაღებისათვის და საზოგადოებრივი ხმარებისათვის განკუთვნილი საგნებისა, აგრეთვე ფალსიფიცირებული საგნების გასაღება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე, ფალსიფიცირებული საგნების კონფისკაციით.

მუხლი 163. პროდუქციის მიწოდების გეგმებისა და დავალებების სისტემატური შეუსრულებლობა

ხელმძღვანელებისა და სხვა თანამდებობის პირთა მიერ საპატიო მიზეზის გარეშე სხვა ეკონომიკური ადმინისტრაციული რაიონებისათვის ან მოკავშირე რესპუბლიკებისათვის, აგრეთვე საერთო-საკავშირო საჭიროებისათვის პროდუქციის მიწოდების გეგმებისა და დავალებების სისტემატური შეუსრულებლობა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

მუხლი 1631. წამატება და სხვა დამახინჯება გეგმის შესრულების ანგარიშგებაში

წამატება სახელმწიფო ანგარიშგებაში და გეგმების შესრულების შესახებ სხვა განზრახ დამახინჯებული საანგარიშგებო მონაცემების წარდგენა, როგორც სახელმწიფო საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, გარკვეულ თანამდებობათა დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 164. კერძო მეწარმეობითი საქმიანობა

კერძო მეწარმეობითი საქმიანობა სახელმწიფო ან კოოპერაციული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმის გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან ჯარიმით ორასიდან ათას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 165. სპეკულაცია

სპეკულაცია, ესე იგი საქონლის ან სხვა საგნების შესყიდვა და გადაყიდვა გამორჩენის მიზნით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

სპეკულაცია, ჩადენილი არაერთგზის, ან დიდი ოდენობით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

სპეკულაცია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო სპეკულაციისათვის, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.123

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1651. ვაჭრობის მომწესრიგებელი დადგენილებების დარღვევა
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევა , უკეთუ იგი ჩადენილია ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ ,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე , პროდუქტების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ ნასამართლევი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევისათვის, ანდა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, 

- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, პროდუქტების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1969წ., მუხ.180

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 27 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.44

მუხლი 1652. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1970წ., მუხ.93

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 23 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1977წ., მუხ.28

მუხლი 166. სასაქონლო ნიშნით უკანონოდ სარგებლობა

სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ სარგებლობა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

მუხლი 167. კომერციული შუამავლობა

კომერციული შუამავლობა, ესე იგი კერძო პირის მიერ მოქალაქეთათვის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სამრეწველო საქონლის, პროდუქტების ან სხვა საგნების შეძენა, აგრეთვე მოქალაქეთა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კუთვნილი საქონლის, პროდუქტების ან სხვა საგნების რეალიზაციის მოვალეობის აღება, რომელიც ჩადენილია ხელობის სახით ან მნიშვნელოვანი გამდიდრება მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით ან ჯარიმით შვიდას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 168. ბინების და ოთახების დათმობა

ბინების ან ოთახების უკანონო დათმობა საზღაურის მიღებით იმ სახლებში, რომლებიც ეკუთვნის სახალხო დეპუტატთა საბჭოებს, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 169. მყიდველთა და დამკვეთთა მოტყუება

ზომაში, წონაში, ანგარიშში  მოტყუება ან დადგენილი საცალო ფასებზე, აგრეთვე საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ფასების და ტარიფებზე მეტის გადახდევინება, ანდა სხვაგვარი მოტყუება მყიდველების და დამკვეთებისა მაღაზიასა თუ სხვა სავაჭრო საწარმოში ან საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე, ან სავაჭრო თუ საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან დიდი ოდენობით ან იმ პირთა მიერ, რომლებიც ადრე მსჯავრდებული იყვნენ ასეთივე დანაშაულისათვის, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით ანუ უამისოდ, სავაჭრო საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 29 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1972წ., მუხ.96

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1691. სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა

სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების საწარმოების მუშაკთა მიერ არაყით და სხვა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, დაჯარიმების ან ადმინისტრაციული  სახდელის თუ საზოგადოებრივი ზემოქმედების სხვა ღონისძიებათა შეფარდების შემდეგ, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების საწარმოებში მუშაობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1692. მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისათვის მოქალაქეებისაგან უკანონო გასამრჯელოს მიღება

საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის იმ მუშაკის მიერ, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, მოქალაქისაგან გამოძალვის გზით უკანონო გასამრჯელოს მიღება სამუშაოს შესრულებისათვის ან ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სამედიცინო, სატრანსპორტო ან მოსახლეობის მომსახურების სხვა სფეროში გაწეული მომსახურებისათვის, რომელიც ასეთი მუშაკის სამსახურებრივ მოვალეობას განეკუთვნება,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან დიდი ოდენობით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12,  30.11.1981წ., მუხ.284

მუხლი 1693. ვაჭრობის წესების დარღვევა

სავაჭრო საწარმოების (ორგანიზაციების) ან საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) საწყობებიდან, ბაზებიდან, დამხმარე ნაგებობებიდან საქონლის გაყიდვა ან მყიდველისათვის საქონლის დამალვა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერესებით, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე სავაჭრო საწარმოებში (ორგანიზაციებში) და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში (ორგანიზაციებში) გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ, ანდა ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი დაინტერესებისას  ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12,  30.11.1981წ., მუხ.284

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1694. ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა

დატაცების ნიშნების გარეშე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კუთვნილი ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა, თუ ეს მოქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი ასეთივე დარღვევისათვის, 

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ორას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ასეთივე დანაშაულისათვის, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.11.1983წ., მუხ.405

მუხლი 170. ყალბი სამგზავრო დოკუმენტების დამზადება

სამგზავრო ან ტვირთზიდვის ყალბი ბილეთების ან სხვა ყალბი დოკუმენტების დამზადება ან გასაღება ხელობის სახით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

მუხლი 171. ყალბი საფოსტო მარკების და სხვა საფოსტო დოკუმენტების გაკეთება, გამოყენება და გასაღება

ყალბი საფოსტო მარკების, მათ შორის ხმარებიდან ამოღებული საერთაშორისო საპასუხო კუპონებისა და საფოსტო პირადობის მოწმობების გაკეთება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ყალბი, მათ შორის ხმარებიდან ამოღებული ან ნახმარი მარკების, აგრეთვე ფრანკირებული მანქანების ან სტამბის საბეჭდი მანქანების ყალბი ან ნახმარი ანაბეჭდების, ყალბი საერთაშორისო საპასუხო კუპონების, ყალბი საფოსტო პირადობის მოწმობების გამოყენება ან ხმარებაში გაშვება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

ბოროტი განზრახვით სწორი საფოსტო პირადობის მოწმობების გამოყენება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საფოსტო სამსახურში ხმარებული ისეთი ვინიეტკებისა და მარკების დამზადება და ხმარებაში გაშვება, რომლებიც იმგვარად არიან ყალბად გაკეთებული ან იმიტირებული, რომ შეიძლება მათი არევა მსოფლიო საფოსტო კავშირში წევრად შემავალი ერთ-ერთი ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ გამოშვებულ ვინიეტკებსა და მარკებში ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 172. აკრძალული რეწვის წარმოება

გასაღების მიზნით ისეთი ნაკეთობების, მასალებისა და პროდუქტების დამზადება, გადამუშავება ან შენახვა, აგრეთვე გასაღება, რომელთა მიმართ არსებობს სპეციალური აკრძალვა, თუ ასეთი მოქმედება გამორჩენის მიზნით სისტემატურად ხდება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე, აკრძალული რეწვის საგნების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ან დაქირავებული შრომის გამოყენებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

მუხლი 173. შინ გამოხდილი მაგარი სპირტიანი სასმელების დამზადება ან გასაღება

არაყის გამოხდა ხორბლეულ-მარცვლეულთაგან ან საკვები პროდუქტებისაგან, გასაღების მიზნის გარეშე, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

არაყისა გამოხდა ხორბლეულ-მარცვლეულთაგან ან საკვები პროდუქტებისაგან, გასაღების მიზნით, აგრეთვე ამ არაყის გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, არაყის და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

გასაღების მიზნით არაყის გამოხდა ჭაჭისაგან, ღვინის ლექისაგან, ხილისაგან და ველური მცენარეების ნაყოფისაგან, აგრეთვე ამ არაყის გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1731. პურისა და პურეულის სხვა პროდუქტების ყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად

სახელმწიფო და კოოპერაციულ მაღაზიებში გამომცხვარი პურის, ფქვილის, ბურღულისა და პურეულის სხვა პროდუქტების ყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად, ჩადენილი ამგვარივე ქმედობისათვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შემდეგ, ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №14, 28.06.1963წ., მუხ.239

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1732. ანგარების მიზნით სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება

მძღოლის მიერ მისთვის სამსახურებრივად მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ანგარების მიზნით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირის გადაზიდვისათვის, თუ ასეთივე ქმედობისათვის ადრე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სასჯელი,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია განმეორებით ანდა დიდი ოდენობის მატერიალური მოგების მისაღებად,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 5 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.07.1971წ., მუხ.94

მუ ხლი 174. უკანონოდ მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა

მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანებით, ჩადენილი ანგარებით ერთი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დამნაშავეს ასეთივე მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სასჯელი დაედო, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე ავტოტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ავტომანქანის კონფისკაციით ან უამისოდ ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე ავტოტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №34, 10.12.1964წ., მუხ.594

მუხლი 175. თევზისა და სხვა მოპოვებითი სარეწების უკანონო წარმოება

თევზის ან სხვაგვარი მოპოვებითი წყალსარეწი საქმიანობის წარმოება ტერიტორიულ წყლებში, მდინარეებში, ტბებში, ტბორებსა და წყალსაცავებში აკრძალულ დროს, ნებადაურთველ ადგილებში და ნებადაურთველი დასაჭერი იარაღით, საშუალებით ან ხერხით, თუ იგი ჩადენილია ერთი წლის განმავლობაში დღიდან ასეთი მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დადებისა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე, მთელი მოპოვებულის და საჭერი იარაღის კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია განმეორებით ანდა თევზის ჭერის სარეწი იარაღის, ფეთქებადი ან მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, მოპოვებულის და საჭერი იარაღის კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974წ., მუხ.149

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 176. წყალსატევების გაბინძურება და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა

მდინარეების, ტბების, სხვა წყალსატევებისა და წყაროების გაბინძურება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომუნალური და სხვა საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების გაუწმენდავი და არაუვნებელყოფილი ჩამდინარე წყლებით, ნაგავითა და ნარჩენებით, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და თევზის მარაგს, აგრეთვე ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება ან ხე-ტყის დაცურება იმ წესების დარღვევით, რომლებიც დადგენილია თეზის მარაგის დასაცავად,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

იგივე ქმედობა თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ან გამოიწვია თევზის მასობრივი განადგურება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177

მუხლი 1761. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ნარჩენებისა და მასალების ზღვაში უკანონოდ ჩაყრა

გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან
სსრ კავშირის შინაგანი საზღვაო და ტერიტორიული წყლების ფარგლებში ჩამარხვის მიზნით ადამიანების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ისეთი ნარჩენებისა და მასალების უკანონოდ ჩაყრა, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, აგრეთვე საბჭოთა გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან ღია ზღვაში ჩამარხვის მიზნით აღნიშნული ნივთიერებების, ნარჩენებისა და მასალების უკანონოდ ჩაყრა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით 10 000 მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 18 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.216

მუხლი 1762. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანება

სსრ კავშირის შინაგანი საზღვაო და ტერიტორიული წყლების გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ ამ წყლებში გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან უკანონოდ ჩაყარეს ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებები ანდა ნარევები, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს შეიცავენ დადგენილი ნორმების გადამეტებით, ან სხვა ისეთი ნარჩენები და მასალები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, ანდა არ მიიღეს საჭირო ზომები მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ღია ზღვის გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ საბჭოთა გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან, სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებათა დარღვევით, უკანონოდ ჩაყარეს აღნიშნული ნივთიერებები, შენარევები, ნარჩენები  და მასალები ანდა არ მიიღეს საჭირო ზომები მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით , ან ჯარიმით 15000 მანეთამდე. 

იგივე მოქმედება, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადამიანების ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ რესურსებს, დასვენების ზონებს ანდა ზღვის კანონიერი გამოყენების სხვა სახეობებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით 25000 მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1974წ., მუხ.190

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 18 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.216

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1763. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ნარჩენებისა და მასალების ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი შეტყობინებისათვის

გემების და სხვა მცურავი საშუალებების, საჰაერო ხომალდების, პლატფორმების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების სათანადო პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მიერ უახლოესი საბჭოთა პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის, შეუტყობინებლობა იმისა, რომ სსრ კავშირის შინაგანი საზღვაო ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებისა ან ისეთი შენარევებისა, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს დადგენილი ნორმების გადამეტებით შეიცავენ, ანდა სხვა ნარჩენების და მასალებისა, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, აგრეთვე საბჭოთა გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების, საჰაერო ხომალდების, პლატფორმების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების სათანადო პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მიერ უახლოესი საბჭოთა პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის, შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა აღნიშნული ნივთიერებების, შენარევების, ნარჩენებისა და მასალების ჩაყრა ღია ზღვაში, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით 500 მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1974წ., მუხ.190

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 18 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.216

მუხლი 177. უკანონო ნადირობა

ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით თუ საშუალებით, როცა ეს ქმედობა ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიების გამოყენების შემდეგ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალებების კონფისკაციით.

ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალებსა და აღკვეთილებში ან ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, ან ნადირობა იმ ნადირსა და ფრინველზე, რომლებზეც ნადირობა მთლიანად არის აკრძალული ან უკანონო ნადირობა, რომელმაც დიდი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალებების კონფისკაციით

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 11 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 20.03.1964წ., მუხ.151

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 15 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1974წ., მუხ.86

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 1771. ძვირფასბეწვიანი ტყავის შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა

შესყიდვა, გაყიდვა ან გაცვლა ნადირობით მოპოვებული ძვირფასბეწვიანი სახეობის ნადირის გამოუყვანელი, ანდა გამოყვანილი, მაგრამ სახელმწიფო დამღადაუსმელი (შტამპდაუსმელი) ტყავისა, რომლის სახელმწიფოსათვის ჩაბარება სავალდებულოა, თუ ეს ჩადენილია ადმინისტრაციული  სახდელის ღონისძიების გამოყენების შემდეგ ან დიდი ოდენობით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე, ტყავის კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 15 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1974წ., მუხ.86

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 178. ტყის უკანონო გაჩეხვა

პირველი ჯგუფის ტყეებში, რომლებიც დაცვით, სანიტარიულ-ჰიგიენურ და გამაჯანსაღებელ ფუნქციებს ასრულებენ, ნაკრძალ, ეროვნული და ბუნებრივი პარკების ტყეებში, ნაკრძალი ტყის უბნებში, მეცნიერული ან ისტორიული მნიშვნელობის ტყეებში, ბუნებრივი ძეგლებში, ტყე-პარკებში ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, თუ ზარალი ას მანეთს აღემატება, ხოლო პირველი ჯგუფის დანარჩენ ტყეებში  ორას მანეთს ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვით და დაზიანებით მიყენებული ზარალისათვის სახდელის ოდენობის გამოსაანგარიშებლად დადგენილი ნიხრის მიხედვით, ანდა ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა სხვა ტყეებში, თუ ზარალი ამავე  ნიხრით სამას მანეთს აღემატება, აგრეთვე მითითებულ ტყეებში ხეებისა და ბუჩქნარის გაჩეხვა, რასაც მოჰყვა ნაკლები ზარალი, მაგრამ ჩადენილია განმეორებით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით.

ხეებისა და ბუჩქნარის სისტემატური უკანონო გაჩეხვა ნებისმიერ ტყეებში ან ჩადენილი პირველად, მაგრამ დიდი ზარალის მიყენებით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით, ხოლო ანგარებითი დაინტერესებისას  ჯარიმით ათას მანეთამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 179. ნათესებისა და ნარგავების განზრახ დაზიანება

ნათესების, აგრეთვე ხილ-კენკროვანი ან სხვა ნარგავების განზრახ დაზიანება, რამაც კოლმეურნეობას, საბჭოთა მეურნეობას ან სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მეურნეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974წ., მუხ.148

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 180. მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა

მიწის ნაციონალიზაციის შესახებ კანონების პირდაპირი ან ფარული დარღვევა (მიწის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ჩუქება, იჯარა, მიწის ნაკვეთის თვითნებური მიტაცება ან გაცვლა და სხვა) –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე მიწის ნაკვეთის და მასში მიღებული ფულადი ან სხვა ქონებრივი საზღაურის ჩამორთმევით და ამ ნაკვეთზე აგებულ ნაგებობათა კონფისკაციით ან აღებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 181. წყლით სარგებლობის წესების დარღვევა

წყლის თვითნებური მიტაცება ან ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა თვითნებური წარმოება საერთო სარგებლობის ქსელზე სარწყავი მიწათმოქმედების რაიონში, აგრეთვე წყლით სარგებლობის წესების დარღვევა აღნიშნულ რაიონებში, თუ ამ მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

მუხლი 182. სახელმწიფოსათვის ოქროს ჩაბარების წესების დარღვევა

ცალკეულ მოქალაქეთა მიერ მიწის ნიადაგიდან მათ მიერ ამოღებული ოქროს ან სხვა ძვირფასი ლითონის ან ძვირფასი ქვების სახელმწიფოსათვის ჩაბარების წესების დარღვევა ‒

ისჯება ჯარიმით ერთი ათას მანეთამდე, ამოღებულ ფასეულობათა კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, რამაც სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

მუხლი 183. სავეტერინარო წესების დარღვევა

სავეტერინარო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან წინასწარი შეცნობით შეიძლება მოჰყოლოდა ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1974წ., მუხ.72

მუხლი 184. მცენარეთა დაავადებასთან და მავნებლებთან ბრძოლის წესების დარღვევა
მცენარეთა დაავადებასთან და მავნებლებთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან წინასწარ შეცნობით შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელ სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173

 

თავი მეშვიდე

თანამდებობრივი დანაშაული

მუხლი 185. თანამდებობის პირის ცნება

თანამდებობის პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და აგრეთვე ცალკეული დავალებების ძალით სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებებში, საწარმოში ან ორგანიზაციაში ასრულებენ მოვალეობებს, დაკავშირებულს სახელმწიფო ხელისუფლების აქტების, ან განმკარგულებელი, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციული ან სხვა ამგვარი ფუნქციების განხორციელებასთან.

მუხლი 186. ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ მოქმედების განზრახ ჩადენა ან არჩადენა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სისტემატურად ან ანგარებით სხვა პირადი მოტივით, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 187. ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, თუ მან არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სისტემატურად ან ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ან რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თუ მას ახლდა ძალადობა ან იარაღის გამოყენება ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 188. დაუდევრობა

დაუდევრობა, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, ან ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

იგივე ქმედობა, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგების მოჰყვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 189. ქრთამის აღება

თანამდებობის პირის მიერ პირადად ან შუამავლის მეშვეობით ქრთამის აღება რა სახითაც არ უნდა იყოს ქრთამის მიმცემის ინტერესებისათვის ამა თუ ქმედობის შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც თანამდებობის პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც პასუხსაგები მდგომარეობა აქვს, ან ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის ან ისეთი პირის მიერ, რომელსაც არაერთჯერ აუღია ქრთამი ან რასაც თან სდევდა ქრთამის გამოძალვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ხოლო განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ‒ სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

მუხლი 1891. მექრთამეობაში შუამავლობა

მექრთამეობაში შუამავლობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე.

მექრთამეობაში შუამავლობა, ჩადენილი არაერთჯერ ან პირის მიერ, რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, ან თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

მუხლი 190. ქრთამის მიცემა

ქრთამის მიცემა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

ქრთამის მიცემა არაერთჯერ ან პირის მიერ, რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტი წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე.

ქრთამის მიმცემი პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ქრთამის გამოძალვას ან თუ ამ პირმა ქრთამის მიცემის შემდეგ ნებაყოფლობით განაცხადა ამის შესახებ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

მუხლი 191. სამსახურებრივი სიყალბე

სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ შეგნებულად ყალბი ცნობების ან ყალბი ჩანაწერების შეტანა ოფიციალურ დოკუმენტებში ან დავთრებში, შეგნებულად ყალბი დოკუმენტების შედგენა ან გაცემა, აგრეთვე დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის საქმეებში არსებულ ოფიციალურ ან კერძო დოკუმენტებში სიყალბის გაკეთება, ამოშლა ან სხვა რიცხვით მათი დათარიღება, თუ ეს მოქმედებანი ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

 

თავი მერვე

დანაშაული მართლმსაჯულების წინააღმდეგ

მუხლი 192. უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში

უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში პროკურორის, გამომძიებლის ან იმ პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მოკვლევას ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულში ან სხვაგვარ დანაშაულში, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით ან ბრალდების დამამტკიცებელი საბუთების ხელოვნური შექმნა, ან თუ იგი ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე.

მუხლი 193. უკანონო განაჩენის გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანა

წინასწარი შეცნობით უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანა მოსამართლეთა მიერ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე მოქმედება, თუ იგი ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 194. უკანონო დაპატიმრება ან დაკავება

დაპატიმრება, რომელიც მოახდინა გამოძიების ან მოკვლევის ორგანოს თანამდებობის პირმა სასამართლოს დადგენილების ან პროკურორის სანქციის გარეშე ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე, თანამდებობიდან დათხოვნით.

უკანონო დაპატიმრება, რომელიც მოახდინა თანამდებობის პირმა ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

უკანონო დაკავება, რომელიც მოახდინა თანამდებობის პირმა ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით თანამდებობიდან დათხოვნით.

მუხლი 195. ჩვენების მიცემის იძულება

მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მწარმოებელი პირის მიერ მუქარით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის, ექსპერტისა ‒ დასკვნის მიცემისათვის, თარჯიმნისა ‒ არასწორი თარგმნისათვის ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, რომელსაც თან ერთვის ძალადობა ან დაზარალებულის პიროვნების აბუჩად აგდება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 196. შეგნებულად ცრუ დასმენა

შეგნებულად ცრუ დასმენა დანაშაულის ჩადენის შესახებ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

იგივე ქმედობა, თუ მას თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულში ან სხვაგვარ დანაშაულში, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით ან ბრალდების დამამტკიცებელი საბუთების ხელოვნურად შექმნა ან თუ იგი ჩადენილია ანგარების მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 197. შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემა

მოწმის ან დაზარალებულის მიერ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემა ან თარჯიმნის მიერ შეგნებულად არასწორი თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

იგივე მოქმედება, თუ მას თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულში ან სხვაგვარ დანაშაულში, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების ვადის აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით ან თუ იგი ჩადენილია ანგარების მიზნით ან ბრალდების დამამტკიცებელი საბუთების ხელოვნურად შექმნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 198. მოწმის ან ექსპერტის მიერ გამოცხადებისათვის თავის არიდება ან მათ მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმა

გამოცხადებისათვის თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანომ ან სასამართლომ მოწმედ ან ექსპერტად გამოიძახა, აგრეთვე ამ პირის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 199. მოწმის ან ექსპერტის იძულება

მოწმის, დაზარალებულის ან ექსპერტის იძულება ცრუ ჩვენების ან არასწორი დასკვნის მიცემისათვის, აგრეთვე ამ პირების  სასამართლოში, წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოებში გამოცხადებისათვის ხელის შეშლა, ჩადენილი მოკვლის ან ძალადობის გამოყენების ან მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენების მუქარით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 200. მოწმის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა

მოწმის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ცრუ ჩვენების ან ცრუ დასკვნის მიცემაზე ან არასწორ თარგმანზე ანდა სასამართლო თუ საგამომძიებლო ორგანოებში გამოუცხადებლობაზე მათი დაყოლიების მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 201. მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მონაცემების გახმაურება

მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მონაცემების სათანადო ნებართვის გარეშე გახმაურება ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 202. აწერილი ან ყადაღადადებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება ან დამალვა

აწერილი ან ყადაღადადებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება ან დამალვა იმ პირის მიერ, ვისაც ეს ქონება ჩაბარებული ჰქონდა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 203. პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა

პირის გაქცევა პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
გაქცევა, თუ იგი განმეორებითაა ჩადენილი ან ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან თუ მას ერთვის ძალადობა მცველის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთი წლიდან რვა წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

მუხლი 2031. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება
იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

მუხლი 2032. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში, დაკავებულთა ხანმოკლე მოთავსების ადგილებსა და სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში ნივთიერებების, ნივთებისა და საგნების გადაცემის წესების დარღვევა

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში, დაკავებულთა ხანმოკლე მოთავსების ადგილებსა და სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის შრომა-გასწორების დაწესებულებებში შესანახად და გამოსაყენებლად აკრძალული ნივთიერებების ნივთებისა და საგნების უკანონოდ, გასინჯვისაგან ფარულად გადაცემა, აგრეთვე მათგან აღნიშნული ნივთიერებების, ნივთებისა და საგნების მიღება, ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში ასეთივე ქმედობისათვის ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენების შემდეგ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 27 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6,  28.05.1982წ., მუხ.130

მუხლი 2033. გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა

გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა იმ პირის მიერ, რომლის მიმართ გამოტანილია განაჩენი, 

ისჯება ჯარიმით ორას მანეთამდე.

გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა თანამდებობის პირის მიერ, რომელიც სარგებლობს სამუშაოზე მიღებისა და სამუშაოდან დათხოვნის უფლებით, 

ისჯება ჯარიმით სამას მანეთამდე ან სამუშაოდან დათხოვნით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2034. ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულებების ადმინისტრაციის მოთხოვნებისადმი.

ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნებისადმი ან ადმინისტრაციისათვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა მის მიერ ფუნქციების განხორციელებაში იმ პირის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის ადგილას, თუ ამ პირს სასჯელის მოხდის რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა სასჯელი საკნის ტიპის სადგომში (სამარტოო საკანში) გადაყვანის სახით, ან თუ იგი გადაყვანილი იყო საპყრობილეში,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 30.09.1983წ., მუხ.340

მუხლი 204. გადასახლების ადგილიდან ან სამკურნალო-შრომითი, ანდა შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა და გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება

გადასახლების ადგილიდან ან სამკურნალო შრომითი, ანდა შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა, აგრეთვე გადასახლებაში პროფილაქტორიუმში გაგზავნისას გზიდან გაქცევა, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება საცხოვრებლად აკრძალულ ადგილებში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გადასახლებით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 205. დანაშაულის დაფარვა

დანაშაულის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ან დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების წინასწარ შეპირების გარეშე დაფარვა, იმ შემთხვევებში, როდესაც დაფარული დანაშაულისათვის კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით (გარდა ამ კოდექსის 901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა)

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

ამ კოდექსის 2422 მუხლით,  252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 2521-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინასწარ შეპირების გარეშე დაფარვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

იმ დანაშაულის დაფარვა, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ათი წლით და მეტი ვადით (გარდა ამ კოდექსის 901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა)

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 206. დანაშაულის განუცხადებლობა

განუცხადებლობა იმისა, რომ ცნობილია ამ კოდექსის 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (განზრახი მკვლელობა), 117-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით (გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებებში), 91-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში), 92-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 151-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გაძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში), 96-ე და 152-ე მუხლებით (ყაჩაღობა), 94-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში), 93-ე მუხლის მესამე ნაწილით და 153-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში), 961 მუხლით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება), 189-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1891 მუხლის და 190-ე მუხლის მეორე ნაწილებით (ქრთამის აღება, მიცემა და მექრთამეობაში შუამავლობა დამამძიმებელ გარემოებებში), 2091 მუხლით (მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა), 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება), 2422 მუხლით (საჰაერო ხომალდის გატაცება), 252-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება დამამძიმებელ გარემოებებში), 2521 მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

 

თავი მეცხრე

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ

მუხლი 2061. გავრცელება შეგნებულად ცრუ მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წეს-წყობილებას.

სიტყვიერი ფორმით სისტემატური გავრცელება შეგნებულად ცრუ მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წეს-წყობილებას, აგრეთვე ამავე შინაარსის ნაწარმოებების წერილობით, ბეჭდვით ან სხვა ფორმით დამზადება თუ გავრცელება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1966წ., მუხ.182

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2062. სახელმწიფო გერბის ან დროში შებღალვა

სსრ კავშირის, საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე,  ასევე ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1966წ., მუხ.182

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2063. ორგანიზება ან აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს

ორგანიზება, აგრეთვე აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელსაც მოჰყვა ტრანსპორტის,  სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაობის შეფერხება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1966წ., მუხ.182

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 207. წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მოვალეობას

წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის მის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ან წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მოვალეობას ასრულებს, ან მათი იძულება  შეასრულონ აშკარად უკანონო მოქმედებანი, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით, გარდა ამ კოდექსის 2071 მუხლში მითითებული შემთხვევებისა, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2071. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ მილიციის მუშაკისათვის ან სახალხო რაზმელისათვის წინააღმდეგობის გაწევა

წინააღმდეგობის გაწევა მილიციის მუშაკისა ან სახალხო რაზმელისათვის ამ პირთა მიერ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რასაც თან სდევს ძალადობა ან მუქარა ძალადობის გამოყენებაზე, აგრეთვე ამ პირთა იძულება ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულონ აშკარად უკანონო მოქმედება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 208. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ხელსუფლების წარმომადგენლის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლის შეურაცხყოფა

საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლის შეურაცხყოფა მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი საჯაროდ ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 2081. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის შეურაცხყოფა

შეურაცხყოფა მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელისა ამ პირთა მიერ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

მუხლი 209. მუქარა ან ძალადობა თანამდებობის პირის ან იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს

თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი მუშაკის მიმართ მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანებისა ან ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების მუქარა, გამოყენებული მათი სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი საქმიანობის შეწყვეტის ან მისი შეცვლის მიზნით, დამმუქრებელის ინტერესების სასარგებლოდ, აგრეთვე ასეთივე მუქარა მოქალაქის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის მიერ დანაშაულის ან ანტისაზოგადოებრივი მოქმედების აცილებასა და აღკვეთაში მონაწილეობასთან, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

სხეულის მსუბუქი დაზიანება, ცემა ან სხვა ძალადობა თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი მუშაკის მიმართ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე მოქალაქის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის მიერ დანაშაულის ან ანტისაზოგადოებრივი მოქმედების აცილებასა და აღკვეთაში მონაწილეობასთან, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2091 საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა

მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ‒ სიკვდილით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158

მუხლი 210. თანამდებობის პირის ხელისუფლების ან წოდების თვითნებურად მითვისება

თანამდებობის პირის ხელისუფლების ან წოდების თვითნებურად მითვისება, რასაც თან ახლდა რაიმე საზოგადოებრივად საშიში მოქმედების ჩადენა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 211. დოკუმენტის გატაცება ან დაზიანება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან საწარმოში არსებული დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან განსაკუთრებული ანგარიშგების ბლანკის გატაცება, აგრეთვე მოსპობა, დაზიანება ან დამალვა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, აგრეთვე დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოს ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლის მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 212. მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება ან დაზიანება

მოქალაქის პასპორტის, სამხედრო ბილეთის ან სხვა პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცება ან გაზრახ დაზიანება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 213. ყალბი დოკუმენტის გაკეთება

ყალბი დოკუმენტის გაკეთება მისი გამოყენების, აგრეთვე გასაღების მიზნით -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი პასპორტის, სამხედრო ბილეთის ან სხვა ამგვარი დოკუმენტის მიმართ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

ყალბი დოკუმენტის გაკეთება ან გასაღება ხელობის სახით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 214. ყალბი დოკუმენტის შეძენა ან გამოყენება

წინასწარი შეცნობით ყალბი ან სხვისი დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი დოკუმენტის გამოყენება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 215. ყალბი ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი  საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ყალბი შტამპის ან ბეჭდის დამზადება ან გასაღება, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოს ბლანკის დამზადება ან გასაღება ყალბი დოკუმენტის შედგენის მიზნით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ხელობის სახით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 216. სასაზღვრო ზოლში ან სასაზღვრო ზონაში შესვლის ან ცხოვრების წესების დარღვევა

სასაზღვრო ზოლში ან სასაზღვრო ზონაში შესვლის, ცხოვრების ან გაწერის წესების დარღვევა, ჩადენილი ისეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დადების შემდეგ ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2161. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნის წესების ბოროტი დარღვევა, ანუ ცხოვრება სსრ კავშირში ცხოვრების უფლების შესახებ დოკუმენტების გარეშე ან ცხოვრება ძალადაკარგული დოკუმენტებით, რეგისტრაციის ან ჩაწერის, ანდა მიმოსვლის და საცხოვრებელი ადგილის ამორჩევის დადგენილი წესის დაუცველობა, მათთვის განსაზღვრული ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ გამგზავრებისათვის თავის არიდება, აგრეთვე სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დაუცველობა, თუ ადრე ამ პირთ აღნიშნული წესების დარღვევისათვის წლის განმავლობაში დაედოთ ადმინისტრაციული სასჯელი, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №14,  31.12.1981წ., მუხ.330

მუხლი 217. საპასპორტო სისტემის წესების დარღვევა

საპასპორტო სისტემის წესების ბოროტი დარღვევა, თუ ეს დარღვევა გამოიხატება უპასპორტოდ ან ჩაუწერლად ცხოვრებით და თუ ადრე პირის მიმართ ორჯერ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 218. სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო ან შესამოწმებელი შეკრებისათვის თავის არიდება

სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო ან შესამოწმებელი შეკრებისათვის თავის არიდება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია თავისი თავისათვის რაიმე ზიანის მიყენების (ასოთდაზიანება), ავადმყოფობის სიმულაციის, საბუთების გაყალბების ან სხვაგვარი მოტყუების საშუალებით, აგრეთვე თუ იგი ჩადენილია სხვა დამამძიმებელ გარემოებებში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 20 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1969წ., მუხ.22

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 219. სამხედრო ვალდებულის მიერ სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა

სამხედრო ვალდებულის ან ახალწვეულის მიერ სამხედრო აღრიცხვის  წესების დარღვევა, ჩადენილი ამგვარი ქმედობისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, 

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2191. ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების ბოროტი დარღვევა

ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებზე  შინაგან საქმეთა ორგანოების ადმინისტრაციული ზედამხედველობის დებულებით გათვალისწინებული წესების ბოროტი დარღვევა, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომლის მიმართ ასეთი დარღვევისათვის წლის განმავლობაში ორჯერ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით საცხოვრებელი ადგილის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე საცხოვრებლად არჩეულ ადგილას საპატიო მიზეზის გარეშე განსაზღვრულ ვადაში მიუსვლელობა იმ პირისა, რომლის მიმართ დაწესებულია ადმინისტრაციული ზედამხედველობა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლებისას,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 30.09.1983წ., მუხ.340

მუხლი 220. თვითნებობა

თვითნებობა, ესე იგი ვისგანმე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების თვითნებურად განხორციელება, რომელსაც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულების, ორგანიზაციის თუ საწარმოს ან მოქალაქეთა ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების გამოყენებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 221. თვითნებური მშენებლობა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, თვითნებურად, სათანადო ნებართვის გარეშე აშენება, თვითნებურად მიშენება ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, უკანონოდ აგებული შენობის კონფისკაციით.

მუხლი 222. საშენი მასალების უკანონო შეძენა

ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის საშენი მასალების შეძენისათვის დადგენილი წესების დარღვევა ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე, საშენი მასალების ან იმ შენობის კონფისკაციით, რომელზედაც ეს მასალები იყო გამოყენებული.

მუხლი 223. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის კანონების დარღევა

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების დამალვა ან ტყუილი ცნობების მიცემა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოებისათვის ‒

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 224. უკანონო სარგებლობა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ნიშნებით

უკანონო სარგებლობა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის განმასხვავებელი ნიშნებით, აგრეთვე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სახელწოდებით ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

მუხლი 225. სსრ კავშირის სახელმწიფო ალმის უკანონო აღმართვა სავაჭრო გემზე

სსრ კავშირის ან მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ალმის აღმართვა სავაჭრო გემზე, ამ ალამზე უფლების გარეშე ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე გემის კონფისკაციით ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 226. დახმარების გაუწევლობა გემების დაჯახების დროს ან გემის სახელწოდების შეუტყობინებლობა

კაპიტნის მიერ, რომლის გემი ზღვაში მეორე გემს დაეჯახა, ამ გემისათვის დახმარების გასაწევად საჭირო ზომების მიუღებლობა, თუ ასეთი ზომების მიღება შესაძლებელი იყო თავისი, მისი მგზავრების, ეკიპაჟის და გემის სერიოზულ საფრთხეში ჩაყენების გარეშე, დამოუკიდებლად იმ პასუხისმგებლობისა, რაც მას დაეკისრება განსაცდელში ჩავარდნილი გემის ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის დახმარების გაუწევლობისათვის (მუხლი 132-ე) –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

გემის კაპიტნის მიერ ზღვაში მასთან დაჯახებული მეორე გემისათვის თავისი გემის სახელწოდების და მიწერის ნავსადგურის, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ადგილის შეუტყობინებლობა თუ ასეთი ცნობების შეტყობინება შესაძლებელი იყო –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით სამ თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

მუხლი 227. ტელეგრაფის საზღვაო კაბელის დაზიანება

ტელეგრაფის საზღვაო კაბელის დაზიანება გაუფრთხილებლობით, თუ მან გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატელეგრაფო კავშირის შეწყვეტა –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით სამ თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

მუხლი 2271. კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა

კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზის დაზიანება, თუ ამან გამოიწვია კავშირგაბმულობის შეფერხება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 9 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1969წ., მუხ.225

 

თავი მეათე

დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ

მუხლი 228. ხულიგნობა

ხულიგნობა, ესე იგი განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი, იგივე მოქმედება, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმით ან განსაკუთრებული თავხედობით, ან დაკავშირებულია წინააღმდეგობის გაწევასთან ხელისუფლების წარმომადგენლისათვის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც ასრულებს მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დარგში, ან ხულიგნური მოქმედების აღმკვეთი სხვა მოქალაქეობისათვის, ასევე ისეთი პირის მიერ ჩადენილი ბოროტი ხულიგნობა, რომელიც წინათ ნასამართლევი იყო ხულიგნობისათვის, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, თუ იგი ჩადენილია ისე, რომ იხმარეს ან სცადეს ეხმარათ ცეცხლსასროლი იარაღი, დანა, კასტეტი ან სხვა ცივი იარაღი, ასევე სხეულის დასაზიანებლად სპეციალურად მომარჯვებული სხვა საგანი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 229. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ხელობის სახით ან დიდი ოდენობით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 230. გარყვნილების ბუდის შენახვა და მაჭანკლობა
გარყვნილების ბუნაგის შენახვა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე;
ქალების მიზიდვა გარყვნილებისათვის , აგრეთვე მაჭანკლობა ანგარების მიზნით ,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე , გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 231. ორცოლიანობა ან მრავალცოლიანობა

ორცოლიანობა ან მრავალცოლიანობა, ესე იგი ერთად ორ ან რამდენიმე ქალთან ცხოვრება საერთო მეურნეობის წარმოებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 232. პორნოგრაფიული საგნების დამზადება ან გასაღება

პორნოგრაფიულ ნაწარმოებების, ნაბეჭდი გამოცემების, გამოსახულებების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვაგვარი საგნების დამზადება ან გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ამით ვაჭრობა ან მათი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე პორნოგრაფიული საგნებისა და მის დამამზადებელ საშუალებათა კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 233. მოქალაქეთა პიროვნებისა და უფლებების ხელყოფა რელიგიური წესების შესრულების სახით

ორგანიზაცია ან ხელმძღვანელობა ჯგუფისა, რომლის საქმიანობა წარიმართება რელიგიური სარწმუნოების ქადაგებისა და რელიგიური წესების შესრულების სახით და დაკავშირებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან ან მოქალაქეთა პიროვნების ან უფლების სხვაგვარად ხელყოფასთან, აგრეთვე მოქალაქეთა წაქეზებასთან, რათა მათ უარი თქვან საზოგადოებრივ საქმიანობაზე ან მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაზე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გადასახლებით იმავე ვადით, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ჯგუფის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, აგრეთვე სისტემატური პროპაგანდა, მიმართული ზემოაღნიშნული მოქმედების ჩასადენად –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გადასახლებით იმავე ვადით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

თუ იმ პირთა მოქმედება, რომლებიც მოხსენებულია ამ მუხლის მეორე ნაწილში, და თვით ამ დანაშაულის ჩამდენი პირები არ წარმოადგენენ დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, მათ მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებანი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 234. მაწანწალობა ან მათხოვრობა, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება

მაწანწალობა ან მათხოვრობა, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ამ მუხლის პირველი ნაწილით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 14 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.76

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 28.11.1975წ., მუხ.201

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 20 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1,  30.01.1981წ., მუხ.4

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2341. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 14 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.76

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 28.11.1975წ., მუხ.202

მუხლი 235. აზარტული თამაში

ბუნაგის მოწყობა აზარტული თამაშისათვის (ბანქოსი, ზარისა და სხვა ამგვარი) –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

მონაწილეობა აზარტულ თამაშში, რომელიც ეწყობა ბუნაგში, სარდაფში, სადარბაზო შესასვლელში, ქუჩაში, და სხვა. მისთ., თუ მას ადგილი ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში ასეთივე ქმედობისათვის საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების დღიდან, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 236. არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში

არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში, ჩათრევა ლოთობაში, დაყოლიება მათხოვრობაზე, პროსტიტუციაზე, აზარტულ თამაშზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედების ჩადენაზე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 2361. არასრულწლოვანის დათრობა

არასრულწლოვანის დათრობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელზედაც არასრულწლოვანი სამსახურებრივად არის დამოკიდებული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 237. საფლავის შებილწვა

საფლავის შებილწვა, ესე იგი საფლავის ძეგლის ან მისი სხვაგვარი მიწისზედა მორთულობის დანგრევა, აგრეთვე საფლავის წამბილწველი მოქმედების ჩადენა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული საგნების გატაცება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 238. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

პირი, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც მას სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდა, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ხანჯლის, ფინური დანის ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება ან გასაღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოქმედება დაკავშირებულია რეწვის, სამსახურის ან საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე როდესაც ეს იარაღი ეროვნული ტანსაცმლის სამკაულს წარმოადგენს,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 19 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1974წ., მუხ.131

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 239. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა ამ იარაღის სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, თუ ამას მძიმე შედეგი მოჰყვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 240. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია განმეორებით ან ჩაიდინა პირთა ჯგუფმა წინასწარ შეთანხმებით ან იმ პირმა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერება მიცემული აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ან ჩაბარებული აქვს დასაცავად,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის გზით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385

მუხლი 241. მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს

მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც მართავს ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალებას, ტრაქტორს ან სხვა თვითმავალ მანქანას, თუ ეს დარღვევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ქმნიდა ადამიანთა უბედური შემთხვევის დადგომის სერიოზულ საფრთხეს და თუ ეს ჩადენილია ერთი წლის განმავლობაში ასეთივე ქმედობისათვის ადმინისტრაციულ სასჯელის გამოყენების შემდეგ,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.

მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც მართავს ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალებას, ტრაქტორს ან სხვა თვითმავალ მანქანას, თუ ამის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ან თუ ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე, ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

იგივე ქმედობა, თუ ამას მოჰყვა დაზარალებულის სიკვდილი ან მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე, ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა თუ ამან გამოიწვია რამდენიმე პირის დაღუპვა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №34, 10.12.1964წ., მუხ.594

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2411. სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნასვამ მდგომარეობაში

ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალების, ტრაქტორის ან სხვა თვითმავალი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე დარღვევისათვის ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებათა ნასვამ მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკევთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1978წ., მუხ.180

მუხლი 2412. ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება

წინასწარი შეცნობით ტექნიკურად გაუმართავი ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალებათა, ტრაქტორების ან სხვა თვითმავალი მანქანების საექსპლუატაციოდ გაშვება ან სხვა უხეში დარღვევა მათი ექსპლუატაციის წესებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ჩადენილია სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან მათი ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, თუ ამას მოჰყვა შედეგები, რომლებიც აღნიშნულია ამ კოდექსის 241-ე მუხლში,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ თანამდებობაზე მუშაობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 242. ტრანსპორტზე მოქმედი წესების დარღვევა

წესრიგის დაცვისა და მოძრაობის უშიშროების ტრანსპორტზე მოქმედი წესების დარღვევა, რასაც ადამიანთა უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

მუხლი 2421.  მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის

მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის, საჩერი ონკანით, საჰაერო სამუხრუჭო მაგისტრალის გათიშვის გზით ან სხვა საშუალებით, თუ ამან მატარებლის ნორმალური მოძრაობის დარღვევა გამოიწვია,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, თუ ამან გამოიწვია ადამიანებისათვის უბედური შემთხვევა, მატარებლის მარცხი, მოძრავი შემადგენლობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგები,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №33, 02.12.1963წ., მუხ.514

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2422. საჰაერო ხომალდის გატაცება
დედამიწაზე ან ფრენის დროს საჰაერო ხომალდის გატაცება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
დედამიწაზე ან ფრენის დროს საჰაერო ხომალდის გატაცება, ან ასეთი ხომალდის ხელში ჩაგდება გატაცების მიზნით, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა საჰაერო ხომალდის ავარია ან სხვა მძიმე შემდეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობანი, თუ მათ მოჰყვა ადამინების დაღუპვა ან სხეულის მძიმე დაზიანება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72

მუხლი 243. ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცება

ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების გატაცება დროებით გამოყენების მიზნით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ან ჩადენილი სიმთვრალეში, ან პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება არა აქვს, ანდა დაკავშირებული ძალადობასთან, რომელიც საშიში არაა დაზარალებულის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების გატაცება, რაც დაკავშირებულია დაზარალებულის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასთან, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან 

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 18 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1979წ., მუხ.79

მუხლი 244. სამშენებლო სამუშაოთა წარმოების წესების დარღვევა

სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს მშენებლობის, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული წესების, აგრეთვე სამშენებლო მექანიზმების ექსპლოატაციის წესების დარღვევა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 245. სამთო სამუშაოთა უშიშროების წესების დარღვევა

სამთო სამუშაოთა უშიშროების დადგენილი წესების დარღვევა, თუ მას მძიმე შედეგები მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 246. სახანძრო დაცვის წესების დარღვევა

სახელმწიფო სახანძრო მეთვალყურეობის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რომელიც ჩადენილია ერთი წლის განმავლობაში დღიდან ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დადებისა, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №26, 20.09.1961წ., მუხ.417

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 247. აფეთქების მხრივ საშიშ საწარმოებსა და საამქროებში უშიშროების წესების დარღვევა

დარღვევა საწარმოო-ტექნიკური დისციპლინისა ან წესებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმოების უშიშროებას აფეთქების მხრივ საშიშ საწარმოებსა და საამქროებში, თუ იგი ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის დისციპლინური სასჯელის დადების შემდეგ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით.

იგივე ქმედობა, თუ მას აფეთქება, ხანძარი ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

მუხლი 248. ფეთქებად ან რადიოაქტიურ ნივთიერებათა შენახვის, გამოყენების, აღრიცხვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა

ფეთქებად ან რადიოაქტიურ ნივთიერებათა შენახვის, გამოყენების, აღრიცხვის ან გადაზიდვის დადგენილი წესების დარღვევა, აგრეთვე ამ ნივთიერებათა უკანონო გადაგზავნა, ფოსტით ან ბაგაჟით, თუ ამ მოქმედებას შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

იგივე ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.

მუხლი 2481. საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების უკანონო გადაზიდვა

მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების გადაზიდვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1973წ., მუხ.203

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 249. ადვილაალებადი ან მწვავე ნივთიერებების უკანონო გადაგზავნა

ადვილაალებადი ან მწვავე ნივთიერებების უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბაგაჟით, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 250. უკანონო ექიმობა

ექიმობა, რასაც პროფესიის სახით ეწევა პირი, რომელსაც არა აქვს სათანადო სამედიცინო განათლება –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, თუ მას სიკვდილი ან სხეულის მძიმე ამ ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2501. კარატეს უკანონო სწავლება

სპორტული კარატეს სექციების გახსნის ან მათში მოქალაქეთა ჩაბმის დადგენილი წესების დარღვევა ან სექციებში სპორტული წესებით აკრძალული ილეთების სწავლება, აგრეთვე თვითნებურად, შესაბამისი ორგანოების ნებართვის გარეშე, კარატეს ილეთების სწავლება, ჩადენილი ასეთივე დარღვევებისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით გადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი დაინტერესებისას - ჯარიმით ხუთას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი ის პირის მიერ, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო კარატეს უკანონო სწავლებისთვის, ან თუ ეს ქმედობა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ოდენობის მატერიალური სარგებლის მიღებასთან,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით გადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 5 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1,  29.01.1982წ., მუხ.2

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 251. ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევა
ეპიდემიურ და სხვა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დადგენილი სავალდებულო წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა გადამდებ დაავადებათა გავრცელება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1972წ., მუხ.190

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2511 . წყალსატევებისა და ჰაერის გაბინძურება, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას

მდინარეების, ტბების, სხვა წყალსატევებისა და წყაროების გაბინძურება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომუნალური და სხვა საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების გაუწმენდავი და არაუვნებელყოფილი ჩამდინარე წყლებით, ნაგავითა და ნარჩენებით, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას, აგრეთვე ჰაერის გაბინძურება ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მავნე სამრეწველო საწარმოთა ნარჩენებით,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177

მუხლი 252. ნარკოტიკულ, სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 2521-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525 და 253-ე მუხლებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, აგრეთვე თუ ეს ქმედობა ეხებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს დიდი ოდენობით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით.
ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით გარეშე,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523-ე, 2525-ე და 253-ე მუხლებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
ნარკოტიკულ ნივთიერებათა წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის ან გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.
ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის და გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

მუხლი 2521. ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ან ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება ებარა სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ან დასაცავად, ასევე იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2523 და 2535-ე და 253-ე მუხლებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.
ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით.
ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ან დიდი ოდენობით, ან ძალადობის გამოყენებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 2522. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე , ჩადენილი მას შემდეგ რაც ასეთივე ქმედობისათვის დამნაშავის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომა , -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

მუხლი 2523. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება
ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან არასრულწლოვანის მიმართ, ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე სამართალშია ნამყოფი ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიებისათვის, ან წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2525, 253-ე მუხლებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 2524. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება

სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება , ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

მუხლი 2525. ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობა ან შენახვა
ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობა ან შენახვა ან ამ მიზნებისათვის სადგომის მიცემა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 253. ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ისეთი კულტურების დათესვა და მოყვანა, რომელთა მოყვანა აკრძალულია
ხაშხაშის, ინდური, სამხრეთ მანჯურიის ან სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა ან მოყვანა, ან ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი სხვა ისეთი კულტურების დათესვა და მოყვანა, რომელთა მოყვანა აკრძალულია,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523 და 2525 მუხლით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე,

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171

მუხლი 254. ისტორიისა და კულტურის ძეგლების ან სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება
ისტორიისა და კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების შებილწვა ან თვითნებური გამოყენება,
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.
ისტორიისა და კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება ფეთქებად ნივთიერებათა ან მომეტებული საფრთხის სხვა წყაროს გაუფრთხილებელი გამოყენების შედეგად,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე
ისტორიისა და კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განზრახ განადგურება, დანგრევა ან დაზიანება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლების თუ ობიექტების მიმართ, აგრეთვე ჩადენილი ფეთქებადი ნივთიერების მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1972წ., მუხ.188

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

 

თავი მეთერთმეტე

სამხედრო დანაშაული

მუხლი 255. სამხედრო დანაშაულის ცნება

სამხედრო დანაშაულად ჩაითვლება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული სამხედრო სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ, აგრეთვე სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო შეკრების გავლის დროს.

ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ჯარისკაცებს, მატროსებს, სერჟანტებს, ზემდეგებს, პრაპორშჩიკებს, მიჩმანებსა და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მიმართ არის სპეციალური მითითება სსრ კავშირის კანონმდებლობაში.

სამხედრო დანაშაულში იმ პირთა თანამონაწილეობა, რომლებიც მოხსენიებული არ არიან ამ მუხლში, იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1974წ., მუხ.103

მუხლი 256. ურჩობა

ა) ურჩობა, ესე იგი აშკარა უარი უფროსის ბრძანების შესრულებაზე, აგრეთვე ბრძანების სხვაგვარი განზრახ შეუსრულებლობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე;

გ) ურჩობა, რომელიც ჩადენილია ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 257. ბრძანების შეუსრულებლობა

ა) უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა, თუ არ არის კოდექსის 256 მუხლის „ა“ პუნქტით მითითებული ნიშნები, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი თვიდან სამ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში, –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

უხლი 258. წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა

ა) წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის, აგრეთვე სხვა პირისათვის, რომელიც ასრულებს სამხედრო სამსახურით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ან მისი იძულება დაარღვიოს ეს მოვალეობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ან იარაღის გამოყენებით, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

გ) ამ მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, თუ იგი დაკავშირებულია უფროსის ან იმ პირის განზრახ მკვლელობასთან, რომელიც სამხედრო სამსახურის მოვალეობას ასრულებს, ან ჩადენილი იყო ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 259. მუქარა უფროსის მიმართ

ა) მოკვლის, სხეულის დაზიანების ან ცემის მუქარა უფროსის მიმართ მის მიერ სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი თვიდან სამ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში, –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 260. ძალმომრეობითი მოქმედება უფროსის მიმართ

ა) სხეულის დაზიანება ან ცემა უფროსისა მის მიერ სამხედრო მოსამსახურის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 261. ხელქვეითის მიერ უფროსისა და უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა

ა) ხელქვეითის მიერ უფროსის ან უმცროსის მიერ უფროსის, აგრეთვე უფროსის მიერ ხელქვეითის ან უფროსის მიერ უმცროსის შეურაცხყოფა, სიტყვით ან არაძალმომრეობითი მოქმედებით, როცა ერთ-ერთი მათგანი მაინც ასრულებს სამხედრო სამსახურის მოვალეობას –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი თვიდან ექვს თვემდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.

გ) ძალმომრეობითი მოქმედებით შეურაცხყოფა, მიყენებული ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 262. ერთი სამხედრო მოსამსახურის მიერ მეორის შეურაცხყოფა

ძალმომრეობითი მოქმედებით, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობისა თუ უმცროს-უფროსობის ურთიერთობა

ა) ერთი სამხედრო მოსამსახურის მიერ მეორის შეურაცხყოფა ძალმომრეობითი მოქმედებით, თუ მათ შორის არ არის ხელქვეითობის ან უმცროს-უფროსობის ურთიერთობა და თუ ერთი მათგანი მაინც ასრულებს სამხედრო სამსახურის მოვალეობას –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.

მუხლი 263. თვითნებური წასვლა

ა) ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურის თვითნებური წასვლა ნაწილიდან ან სამსახურის ადგილიდან, აგრეთვე მისი ვადაზე გამოუცხადებლობა სამსახურში საპატიო მიზეზების გარეშე ნაწილიდან დათხოვნის, დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან ერთ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არაუმეტეს სამი დღე-ღამისა, ან თუნდაც ერთ დღე-ღამეზე ნაკლები ხანგრძლივობით, მაგრამ ჩადენილი განმეორებით სამი თვის განმავლობაში –

ისჯება სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნით ვადით სამი თვიდან ორ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე.

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის სადისციპლინო ბატალიონში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა შემამსუბუქებელ გარემოებაში, -

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 16.05.1965წ., მუხ.240

მუხლი 264. ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება

ა) ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი ვადაზე გამოუცხადებლობა სამსახურში საპატიო მიზეზების გარეშე ნაწილიდან დათხოვნის, დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

გ) ოფიცერთა შემადგენლობის პირის, პრაპორშჩიკის, მიჩმანის ან ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ ნაწილის ან სამსახურის მიერ ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში მისი ვადაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზების გარეშე ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

დ) ამ მუხლში „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს, თუ თვითნებურად არყოფნა გრძელდებოდა ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1974წ., მუხ.103

მუხლი 265. დეზერტირობა

ა) დეზერტირობა, ესე იგი ჯარის ნაწილის ან სამსახურის ადგილის დატოვება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, აგრეთვე ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, რომელიც ჩაიდინა ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურემ –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

გ) დეზერტირობა, ჩადენილი ოფიცერთა შემადგენლობის პირის, პრაპორშჩიკის, მიჩმანის ან ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

დ) იგივე ქმედობა ჩადენილი ომიანობის დროს –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1974წ., მუხ.103

მუხლი 266. ნაწილის თვითნებურად დატოვება საბრძოლო ვითარებაში

ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება საბრძოლო ვითარებაში, ხანგრძლივობის მიუხედავად –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 267. სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება ასოთმავნებლობის გზით ან სხვა საშუალებით

ა) სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისათვის სამხედრო მოსამსახურის მიერ თავის არიდება თავისთვის რაიმე ზიანის მიყენებით (ასოთმავნებლობა) ან ავადმყოფობის სიმულაციით, ყალბი დოკუმენტის გაკეთებით ან სხვაგვარად მოტყუებით, აგრეთვე უარი სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებაზე -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში -

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 268. სამხედრო ქონების გაფლანგვა ან დაკარგვა

ა) ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიერ მისთვის პირად სარგებლობაში მიცემული ტანსაცმლის ან საჭურვლის საგნების გაყიდვა, დაგირავება, ან სხვის სარგებლობაში გადაცემა (გაფლანგვა), აგრეთვე ამ საგნების დაკარგვა ან გაფუჭება მათი შენახვის წესების დარღვევის შედეგად –

ისჯება სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნით ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებაში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე;

დ) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მიცემული იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, ტექნიკური მომარაგების საგნების თუ სხვა სამხედრო ქონების დაკარგვა ან გაფუჭება მათი შენახვის წესების დარღვევის შედეგად –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

ე) ამ მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.

მუხლი 269. სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება

ა) იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, თუ არ არის განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ნიშნები –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგები მოჰყვა -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

გ) ამ მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 270. მანქანების ტარება ან ექსპლოატაციის წესების დარღვევა

საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის ტარების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა ადამიანების მიმართ, ან სხვა მძიმე შედეგი –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე.

მუხლი 271. ფრენის ან ფრენისათვის მზადების წესების დარღვევა

ფრენის ან ფრენისათვის მზადების წესების დარღვევა, რასაც კატასტროფა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 272. ხომალდის წაყვანის წესების დარღვევა

ხომალდის წაყვანის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ხომალდის დაღუპვა ან სერიოზული დაზიანება, ადამიანთა მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 273. საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა

ა) საყარაულო (სავახტო) სამსახურის საწესდებო წესების და ამ წესების გასავითარებლად გამოცემულ ბრძანებათა და განკარგულებათა დარღვევა, ჩადენილი საბრძოლო მასალების, იარაღის, საბრძოლო ტექნიკის საწყობების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ყარაულში და საგუშაგოებზე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან სამ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) სადარაჯო ან საბადრაგო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, რომელთა თავიდან ასაცილებლად დანიშნულია სადარაჯო ყარაული (საგუშაგო) ან ბადრაგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე ან დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნით ვადით სამი თვიდან ორ წლამდე;

დ) ამ მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.

ე) საყარაულო (სავახტო) ან საბადრაგო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, რასაც თან ახლდა მავნე შედეგი, რომელთა ასაცდენად არის დაწესებული ეს ყარაული ან ბადრაგი –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ათ წლამდე;

ვ) ამ მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 16.05.1965წ., მუხ.240

მუხლი 274. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესების დარღვევა

ა) სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც შედის სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვის განწესის შემადგენლობაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 275. საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა

ა) სსრ კავშირის სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობის დასაცავად, ან საბჭოთა კავშირზე მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად დაცვის საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც შედის საბრძოლო ჯგუფეულის ეკიპაჟის, საგუშაგოს ან სხვა სამორიგეო ქვეგანაყოფის შემადგენლობის სამორიგეო ცვლაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე.

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა  ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე;

დ) ამ მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალიწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 16.05.1965წ., მუხ.240

მუხლი 276. შინაგანი სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა

ა) ნაწილის სადღეღამისო განწესში (ყარაულისა და ვახტის გარდა) შემავალი პირის მიერ შინაგანი სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს თვემდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, თუ მას მოჰყვა მავნე შედეგი, რომლის აცდენა ამ პირის მოვალეობას შეადგენდა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე;

დ) ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 277. სამხედრო საიდუმლოების გახმაურება ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის დაკარგვა

ა) სამხედრო ხასიათის ცნობების გახმაურება, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ნიშნები –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე;

ბ) დაკარგვა სამხედრო ხასიათის ცნობების შემცველი დოკუმენტებისა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, ან საგნებისა, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, იმ პირის მიერ, ვისაც ეს დოკუმენტები ან საგნები ჰქონდა მინდობილი, თუ დაკარგვა მოხდა აღნიშნულ დოკუმენტებთან ან საგნებთან მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევის შედეგად –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე;

დ) ისეთი სამხედრო ცნობების გახმაურება, რომელთა გამოქვეყნება აკრძალულია, მაგრამ რომელნიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენენ –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე;

ე) ამ მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.
მუხლი 278. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ხელისუფლების გადამეტება და სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება

ა) უფროსის ან თანამდებობის პირის მიერ ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, უმოქმედობა ან ხელისუფლების გადამეტება, აგრეთვე სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, თუ ეს მოქმედება ჩადენილია სისტემატურად ან ანგარებით, ან სხვა პირადი დაინტერესებით, აგრეთვე თუ მან არსებითი ზიანი გამოიწვია –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ათ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 279. მოწინააღმდეგისათვის ომის წარმოების საშუალებათა ჩაბარება ან დატოვება

უფროსის მიერ მისთვის მინდობილი სამხედრო ძალების ჩაბარება მოწინააღმდეგისათვის, აგრეთვე სიმაგრეების, საბრძოლო ტექნიკისა და ომის წარმოების სხვა საშუალებათა დატოვება მოწინააღმდეგისათვის, რაც გამოწვეული არ იყო საბრძოლო ვითარებით, თუ აღნიშნული მოქმედება მტრისათვის ხელშეწყობის მიზნით არ არის ჩადენილი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 280. იმ სამხედრო ხომალდის დატოვება, რომელიც იღუპება

ა) სამხედრო ხომალდის დატოვება, რომელიც იღუპება, მეთაურის მიერ, როცა მას ბოლომდე არ შეუსრულებია თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, აგრეთვე ხომალდის ეკიპაჟის რომელიმე პირის მიერ მეთაურის სათანადო განკარგულების მიუღებლად –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 281. ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა

ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა ბრძოლის დროს, –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტი წლის ვადით.

მუხლი 282. ნებაყოფლობით ტყვედ დანებება

ნებაყოფლობით ტყვედ დანებება სიმხდალის ან სულმოკლეობის გამო –

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტი წლის ვადით.

მუხლი 283. ტყვეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის დანაშაულებრივი მოქმედება

ა) ტყვეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ნებაყოფლობითი მონაწილეობა სამუშაოებში, რომელთაც სამხედრო მნიშვნელობა აქვთ, ან სხვა ღონისძიებებში, რომელთაც წინასწარი შეცნობით შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საბჭოთა კავშირს ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ნიშნები, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე;

ბ) ძალმომრეობა სხვა სამხედრო ტყვეების მიმართ ან სასტიკი მოპყრობა მათდამი უფროსის მდგომარეობაში მყოფი სამხედრო ტყვის მხრივ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე;

გ) ტყვედ მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენა, რომელსაც ზიანი მოაქვს სხვა სამხედრო ტყვეებისათვის, ანგარების მოტივით ან მოწინააღმდეგის მხრივ თავისადმი ლმობიერი მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 284. მაროდერობა

მოკლულთა და დაჭრილთა ნივთების გატაცება ბრძოლის ველზე (მაროდერობა) –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 285. ძალადობა მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში

ყაჩაღობა, ქონების კანონსაწინააღმდეგო განადგურება, ძალადობა, აგრეთვე სამხედრო აუცილებლობის საბაბით კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევა, ჩადენილი მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით.

მუხლი 286. ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეებისადმი

ა) ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეებისადმი, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, ან რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ სისასტიკესთან ან მიმართულია ავადმყოფთა და დაჭრილთა წინააღმდეგ, აგრეთვე ავადმყოფთა და დაჭრილთა მიმართ მოვალეობის დაუდევარი შესრულება იმ პირთა მიერ, რომელთაც აკისრიათ მათი მკურნალობა და მათზე ზრუნვა, თუ არ არის უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ბ) ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეების მიმართ, ჩადენილი აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე, –

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.

მუხლი 287. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ნიშნების უკანონო ტარება და ამ ნიშნების ბოროტად გამოყენება

საომარი მოქმედების რაიონში წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის ნიშნების ტარება იმ პირის მიერ, ვისაც ამის უფლება არა აქვს, აგრეთვე ომიანობის დროს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ალმების ან ნიშნების, ანდა სანიტარიული ევაკუაციის სატრანსპორტო საშუალებებისათვის მიკუთვნებული შეფარდების ბოროტად გამოყენება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე.

 

ნუსხა ქონებისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით კონფისკაციას არ ექვემდებარება

 

კონფისკაციას არ ექვემდებარება ქონების შემდეგი სახეები და საგნები, რომლებიც ეკუთვნიან მსჯავრდებულს პირადი საკუთრების უფლებით ან ითვლება მის წილად საერთო საკუთრებაში და რომლებიც აუცილებელია მსჯავრდებულისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის:

1. იმ პირთა საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ნაგებობით ან მისი ნაწილი, რომელთა ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, თუ მსჯავრდებული და მისი ოჯახი მუდმივად ცხოვრობენ ამ სახლში.

2. ერთადერთი ძროხა, ხოლო ძროხის უქონლობის შემთხვევაში ერთადერთი დეკეული იმ პირებისა, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სოფლის მეურნეობა;

ერთადერთი თხა, ცხვარი ან ღორი იმ მეურნეობებისა, რომლებსაც არა ჰყავთ არც ძროხა, არც დეკეული. ამის გარდა კოლმეურნეთა ცხვრები, თხები და ღორები  კოლმეურნეობის წესდებით საკოლმეურნეო კომლისათვის დაწესებული ნორმის ფარგლებში და აგრეთვე შინაური ფრინველი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371

3. საქონლის საკვები (თუ საქონელი არ ექვემდებარება კონფისკაციას), რომელიც საკმარისი იქნება ახალი საკვების დამზადებამდე ან საქონლის საძოვრად გარეკვამდე.

4. თესლი საკმარისი მორიგი თესვისათვის იმ პირთათვის, რომელთა ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა შეადგენს.

5. ბინის მოწყობილობის, ავეჯეულისა და ტანსაცმლის საგნები, რომლებიც აუცილებელია მსჯავრდებულისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის:

ა) ტანსაცმელი თვითეული პირისათვის: ერთი საზაფხულო ან საშემოდგომო პალტო, ერთი ზამთრის პალტო ან ქურქი, ერთი ზამთრის კოსტიუმი (ქალებისათვის ორი ზამთრის კაბა), ერთი საზაფხულო კოსტიუმი (ქალებისათვის ორი საზაფხულო კაბა), თვითეული სეზონისათვის თითო თავსამკაული. გარდა ამისა ქალებისათვის ორი საზაფხულო ‒ თავსაფარი და ერთი თბილი თავსაფარი (ან თავშალი), სხვა ტანსაცმელი და თავსამკაული, რომელიც დიდი ხნის ხმარებაში იყო და არ წარმოადგენს ღირებულებას;

ბ) ფეხსაცმელი, საცვლები, საწოლის ნივთები, სამზარეულო და სასადილო ჭურჭლეული, რომლებიც ხმარებაშია (იმ საგნების გამოკლებით, რომლებიც ძვირფასი მასალისაგან არის გაკეთებული, აგრეთვე საგნებისა, რომელთაც მხატვრული ღირებულება აქვთ);

გ) ავეჯი ‒ თითო საწოლი და თითო სკამი თვითეული პირისათვის, ერთი მაგიდა, ერთი კარადა და ერთი სკივრი ოჯახისათვის;

დ) ყველა საბავშვო ნივთი.

6. კვების პროდუქტები, რაც აუცილებელია მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის ახალი მოსავლის მიღებამდე, თუ მსჯავრდებულის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, სხვა შემთხვევებში კი ‒ კვების პროდუქტები და ფული საერთო თანხით, რომელიც მსჯავრდებულის თვიური ხელფასს უდრის მაგრამ არანაკლებ ასი მანეთისა.

7. სათბობი, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომზადებისა და ოჯახის საცხოვრებელი შენობის გასათბობად სეზონის განმავლობაში.

8. ინვენტარი (მათ შორის ხელსაწყოები და წიგნები), რაც აუცილებელია მსჯავრდებულის პროფესიული მეცადინეობის გასაგრძელებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს სათანადო საქმიანობის უფლება ან, როდესაც ინვენტარი მის მიერ გამოყენებული იყო უკანონო რეწვისათვის.

9. საკოლმეურნეო კომლის ან იმ მოქალაქეთა მეურნეობის საერთო ქონებიდან, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში მსჯავრდებულის წილის კონფისკაციის შემთხვევაში წილის ოდენობა განისაზღვრება მას შემდეგ, რაც ამ ქონებიდან გამოირიცხება საცხოვრებელი სახლი, რომელშიაც ცხოვრობენ კომლის წევრები, სამეურნეო ნაგებობა, თესლი, რაც აუცილებელია მორიგი თესვისათვის, ერთი ძროხა, თუ ასეთი არ არის, ერთი დეკეული, საკოლმეურნეო კომლში აგრეთვე ცხვრები, თხები, ღორები და შინაური ფრინველი კოლმეურნეობის წესდებით დაწესებული ნორმის ნახევრის ფარგლებში და საკვები, რომელიც აუცილებელია დარჩენილი საქონლისათვის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371


167. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2287 - სსმ, 41(48), 13/08/1999 166. 10/12/1999 - საქართველოს კანონი - 70 - სსმ, 48(55), 16/12/1999 165. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2401 - სსმ, 43(50), 21/09/1999 164. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2299 - სსმ, 40(47), 11/08/1999 163. 22/06/1999 - საქართველოს კანონი - 2128 - სსმ, 25(32), 02/07/1999 162. 04/03/1999 - საქართველოს კანონი - 1825 - სსმ, 9(16), 20/03/1999 161. 28/11/1998 - საქართველოს კანონი - 1703 - სსმ, 6, 24/12/1998 160. 30/10/1998 - საქართველოს კანონი - 1676 - სსმ, 5, 07/12/1998 159. 15/10/1998 - საქართველოს კანონი - 1649 - სსმ, 98, 08/11/1998 158. 18/09/1998 - საქართველოს კანონი - 1579-Iს - სსმ, 1, 01/10/1998 157. 17/09/1998 - საქართველოს კანონი - 1575 - სსმ, 1575, 26/10/1998 156. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1267 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 155. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1265 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 154. 18/02/1998 - საქართველოს კანონი - 1233 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 153. 12/12/1997 - საქართველოს კანონი - 1187 - პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 152. 12/12/1997 - საქართველოს კანონი - 1169 - პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 151. 10/12/1997 - საქართველოს კანონი - 1141 - პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 150. 12/11/1997 - საქართველოს კანონი - 1078 - პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 149. 11/10/1997 - საქართველოს კანონი - 1069 - პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 148. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 147. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 977 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 146. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 974 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 145. 24/06/1997 - საქართველოს კანონი - 785 - პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 144. 12/06/1997 - საქართველოს კანონი - 759 - პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 143. 13/05/1997 - საქართველოს კანონი - 698 - პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997 142. 17/04/1997 - საქართველოს კანონი - 648 - პარლამენტის უწყებანი, 17-18, 09/05/1997 141. 16/04/1997 - საქართველოს კანონი - 639 - პარლამენტის უწყებანი, 17-18, 09/05/1997 140. 11/12/1996 - საქართველოს კანონი - - - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1-2(33-34/7), 22/01/1997 139. 27/11/1996 - საქართველოს კანონი - 0 - პარლამენტის უწყებანი, 31-32, 25/12/1996 138. 12/11/1996 - საქართველოს კანონი - 0 - პარლამენტის უწყებანი, 31-32, 25/12/1996 137. 29/10/1996 - საქართველოს კანონი - 0 - პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996 136. 18/09/1996 - საქართველოს კანონი - 383 - პარლამენტის უწყებანი, 24-25, 06/11/1996 135. 27/06/1996 - საქართველოს კანონი - 318 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 134. 08/03/1996 - საქართველოს კანონი - 0 - პარლამენტის უწყებანი, 004, 05/04/1996 133. 07/03/1996 - საქართველოს კანონი - 0 - პარლამენტის უწყებანი, 004, 05/04/1996 132. 19/09/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 0 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995 131. 07/03/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 667 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995 130. 23/02/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 28/02/1995 129. 08/02/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 0 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 28/02/1995 128. 30/06/1994 - საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილება - 541 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994 127. 28/06/1994 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994 126. 15/02/1994 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 416 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 15, 28/02/1994 125. 08/07/1993 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993 124. 17/03/1993 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993 123. 17/03/1993 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993 122. 21/10/1992 - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - - - საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, -, 30/10/1992 121. 16/09/1992 - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - - საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30/09/1992 120. 11/08/1992 - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - - - საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, -, 31/08/1992 119. 03/08/1992 - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - - საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 31/08/1992 118. 29/06/1992 - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - 0 - საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1, 30/06/1992 117. 10/08/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 0 - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1991 116. 02/08/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 0 - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1991 115. 28/06/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991 114. 28/06/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991 113. 14/06/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991 112. 23/05/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991 111. 14/05/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991 110. 20/03/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1991 109. 20/03/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 3, 29/03/1991 108. 30/01/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991 107. 20/12/1990 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 76 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1990 106. 30/10/1990 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2855 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990 105. 04/09/1990 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2790 - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 28/09/1990 104. 21/05/1990 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2646 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1990 103. 25/09/1989 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2313 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1989 102. 15/08/1989 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2281 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1989 101. 28/06/1989 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2214-XI - საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1989 100. 15/04/1989 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2134-XI - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1989 99. 15/08/1988 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1842 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1988 98. 05/04/1988 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1666-XI - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1988 97. 22/03/1988 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1645 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988 96. 15/01/1988 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1570-XI - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 29/01/1988 95. 21/12/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1531 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1987 94. 20/10/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1454-XI - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1987 93. 23/09/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1426 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987 92. 03/09/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1394 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987 91. 19/06/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1304 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1987 90. 22/08/1986 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 879 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/08/1986 89. 11/06/1986 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 785 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 785, 30/06/1986 88. 21/11/1985 - საქართველოს კანონი - 473 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 29/11/1985 87. 19/11/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 468-XI - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 29/11/1985 86. 16/10/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 408 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10-ის დანართი, 31/10/1985 85. 25/07/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 196 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1985 84. 01/07/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 164 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1985 83. 25/06/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 148 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1985 82. 04/01/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2888 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1985 81. 24/08/1984 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1984 80. 22/08/1984 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1984 79. 17/08/1984 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2622-X - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1984 78. 25/04/1984 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2400-X - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1984 77. 07/03/1984 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 30/03/1984 76. 03/11/1983 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/11/1983 75. 27/09/1983 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 30/09/1983 74. 29/12/1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1982 73. 27/05/1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/05/1982 72. 05/01/1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 29/01/1982 71. 29/12/1981 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 14, 31/12/1981 70. 11/11/1981 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/11/1981 69. 20/01/1981 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 30/01/1981 68. 29/07/1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1980 67. 18/07/1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1980 66. 21/05/1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 30/05/1980 65. 06/12/1979 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1979 64. 18/04/1979 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1979 63. 20/03/1979 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 30/03/1979 62. 18/09/1978 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1978 61. 01/08/1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1977 60. 27/04/1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1977 59. 20/04/1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1977 58. 23/03/1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1977 57. 05/11/1975 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 28/11/1975 56. 05/11/1975 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 28/11/1975 55. 05/11/1975 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 28/11/1975 54. 27/01/1975 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/01/1975 53. 25/10/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1974 52. 30/09/1974 - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1974 51. 30/08/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974 50. 30/08/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974 49. 30/08/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974 48. 19/07/1974 - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1974 47. 28/06/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1974 46. 15/05/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1974 45. 29/04/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1974 44. 10/01/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1974 43. 29/11/1973 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1973 42. 30/07/1973 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1973 41. 26/06/1973 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 29/06/1973 40. 29/05/1973 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1973 39. 29/05/1973 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1973 38. 14/09/1972 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1972 37. 14/09/1972 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1972 36. 09/08/1972 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 31/08/1972 35. 09/08/1972 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1972 34. 29/06/1972 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1972 33. 28/10/1971 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 29/10/1971 32. 06/07/1971 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971 31. 05/07/1971 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971 30. 27/11/1970 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1970 29. 25/09/1970 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1970 28. 30/06/1970 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1970 27. 14/05/1970 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1970 26. 29/04/1970 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1970 25. 09/12/1969 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1969 24. 24/10/1969 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1969 23. 30/06/1969 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1969 22. 30/06/1969 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1969 21. 20/02/1969 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1969 20. 20/12/1968 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1968 19. 06/05/1968 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1968 18. 17/08/1967 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1967 17. 30/11/1966 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1966 16. 03/10/1966 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/12/1966 15. 29/08/1966 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1966 14. 12/05/1966 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1966 13. 18/02/1966 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1966 12. 28/05/1965 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 16, 15/06/1965 11. 28/04/1965 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 16/05/1965 10. 25/11/1964 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 34, 10/12/1964 9. 29/04/1964 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 11/05/1964 8. 11/03/1964 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 0 - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 20/03/1964 7. 29/11/1963 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 33, 02/12/1963 6. 26/06/1963 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 14, 28/06/1963 5. 07/09/1962 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 25, 10/09/1962 4. 19/04/1962 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 20/04/1962 3. 21/02/1962 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/02/1962 2. 16/09/1961 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 26, 20/09/1961 1. 31/05/1961 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 17, 20/07/1961