დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 05/01/1982 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 29/01/1982 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეივსოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი შემდეგი შინაარსის 2501 მუხლით:
„მუხლი 2501. კარატეს უკანონო სწავლება
სპორტული კარატეს სექციების გახსნის ან მათში მოქალაქეთა ჩაბმის დადგენილი წესების დარღვევა ან სექციებში სპორტული წესებით აკრძალული ილეთების სწავლება, აგრეთვე თვითნებურად, შესაბამისი ორგანოების ნებართვის გარეშე, კარატეს ილეთების სწავლება, ჩადენილი ასეთივე დარღვევებისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით გადით ორ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი ის პირის მიერ, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო კარატეს უკანონო სწავლებისთვის, ან თუ ეს ქმედობა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ოდენობის მატერიალური სარგებლის მიღებასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით გადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2501 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრის „249“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2501“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშაქარაშვილი
თბილისი, 1982 წლის 5 იანვარი.
დოკუმენტის კომენტარები