დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 879 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 22/08/1986 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/08/1986 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ; 10) შემდეგი შინაარსის 2321 მუხლი:
„მუხლი 2321. ისეთი ნაწარმოებების დამზადება ან გავრცელება, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობისა და სისასტიკის კულტს
დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელების და ჩვენების მიზნით კინო- და ვიდეოფილმებისა ან სხვაგვარი ნაწარმოებებისა, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობისა და სისასტიკის კულტს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, ნაწარმოებებისა და მათი დასამზადებელი და საჩვენებელი საშუალებების კონფისკაციით“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრის „232“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2321“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1986 წლის 22 აგვისტო.
№ 879-XI.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები