ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 25/09/1970
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1970
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
25/09/1970
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1970
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის.

ამის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 1251 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1251. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება

შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათი მანეთიდან ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1251 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება მიეკუთვნოს პროკურატურის ორგანოების კომპეტენციას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის 125 შემდეგ დაემატოს ციფრი 1251.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                           ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1970 წლის 25 სექტემბერი.