საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ზოგიერთ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ზოგიერთ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 09/08/1972
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 31/08/1972
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
09/08/1972
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 31/08/1972
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ზოგიერთ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ზოგიერთ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გამოყენების პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება, შენახვა ან შეძენაა გასაღების მიზნით, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით“.

„ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შენახვა ან შეძენა გასაღების მიზნით, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო ასეთივე დანაშაულისათვის, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

2. მე-12 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ნარკოტიკული ნივთიერების დამზადების ან გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ შეიცვალოს სიტყვებით „გასაღების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის ან შენახვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები)“.

3. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების „(240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გასაღების მიზნით“.

4. 541 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-ე-74-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), მოქმედებისათვის, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104-ე და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი), გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი), ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091), ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი) განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისთვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი), ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), გასაღების მიზნით ჩადენილ ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენის ან შენახვისათვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, მუხლი 2521)“.

5. 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) რომლებიც მსჯავრდებული არიან თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის: ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104-ე), გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი),  ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), გასაღების მიზნით ჩადენილ ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენა ან შენახვისათვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, მუხლი 2521).

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1972 წლის 9 აგვისტო.