საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
28/06/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10):

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1001, 172-ე და 2426 მუხლები:

„მუხლი 1001. ნავთობის ნედლეულის, ნავთობსადენების, ნავთობპროდუქტების ან ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების განზრახ დაზიანება ან განადგურება

ნავთობის ნედლეულის, ნავთობსადენების, ნავთობპროდუქტების ან ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების განზრახ დაზიანება ან განადგურება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ან ანგარებითი ქვენაგრძნობით, ან ცეცხლის წაკიდებით თუ სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი ან განსაკუთრებით დიდი ზარალი თუ სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით“.

„მუხლი 172. ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების უნებართვოდ რეწვა

ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების უნებართვო დამზადება, გადამუშავება ან შენახვა, აგრეთვე გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით“.

„მუხლი 2426. ნავთობმომპოვებელი ობიექტების მუშაკთა იძულება

ნავთობმომპოვებელი ობიექტის მუშაკის იძულება არ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, ამ მუშაკის ან მისი ახლო ნათესავების მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“.

2. 81 და მე-12 მუხლებს სიტყვების „100 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1001 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“.

II. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1 მუხ. 11):

პირველი ნაწილს სიტყვების „მე-100 მუხლის პირველი ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1001 მუხლის პირველი ნაწილით“;

მეოთხე ნაწილს სიტყვების „მე-100 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1001 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“, ციფრების „171“ შემდეგ – ციფრები „172“ და ციფრების „2421“ შემდეგ ციფრები – „2426“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                                 ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                           ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1994 წლის 28 ივნისი.