საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 468-XI
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 19/11/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 29/11/1985
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
468-XI
19/11/1985
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 29/11/1985
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1982 წ., № 12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები:

1. 137-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „გავრცელებულ ნაწარმოებებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანონიმურ წერილში“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1451 მუხლი:

„მუხლი 1451. მოქალაქეთა დევნა კრიტიკისათვის

თანამდებობის პირის მიერ მოქალაქის უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების განზრახ შებღალვა, რაც დაკავშირებულია მის დევნასთან დადგენილი წესით წინადადებების, განცხადებების, საჩივრების შეტანის ან კრიტიკისათვის, რომელსაც ისინი შეიცავენ, აგრეთვე სხვაგვარი ფორმით კრიტიკით გამოსვლისათვის, -

ისჯება ჯარიმით სამას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.

იგივე მოქმედება, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თანამდებობიდან დათხოვნით“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                          პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                    თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1985 წლის 19 ნოემბერი.

№ 468 – XI