დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 25/06/1985 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1985 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
|
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს შემდეგი შინაარსის 2461 მუხლი: „მუხლი 2461. გაზის ქსელების დაცვის წესების ან გაზით სარგებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გაზის ქსელების დაცვის წესების ან მოსახლეობის მიერ გაზით სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, ჩადენილი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების შეფარდების შემდეგ, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რასაც სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“. 2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2461 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებს წინასწარ გამოიძიებენ პროკურატურის ორგანოების გამომძიებლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი, 1985 წლის 25 ივნისი, N148-XI
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები