ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/12/1981
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 14, 31/12/1981
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
29/12/1981
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 14, 31/12/1981
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2161-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების ბოროტი დარღვევისათვის უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2161-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2161. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა

უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნის წესების ბოროტი დარღვევა, ანუ ცხოვრება სსრ კავშირში ცხოვრების უფლების შესახებ დოკუმენტების გარეშე ან ცხოვრება ძალადაკარგული დოკუმენტებით, რეგისტრაციის ან ჩაწერის, ანდა მიმოსვლის და საცხოვრებელი ადგილის ამორჩევის დადგენილი წესის დაუცველობა, მათთვის განსაზღვრული ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ გამგზავრებისათვის თავის არიდება, აგრეთვე სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დაუცველობა, თუ ადრე ამ პირთ აღნიშნული წესების დარღვევისათვის წლის განმავლობაში დაედოთ ადმინისტრაციული სასჯელი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.

2. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1982 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1981 წლის 29 დეკემბერი.