საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 01/08/1977
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1977
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
01/08/1977
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1977
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

 

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 100. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის წინასწარი შეთანხმებით, სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ან ანგარებითი ქვენაგრძნობით, ან ცეცხლის წაკიდებით თუ სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ტყის მასივების განზრახ განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი წლიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედება, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი ან განსაკუთრებით დიდი ზარალი თუ სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე“.

2. 81 მუხლში სიტყვები „მე-100 და 157-ე მუხლების მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-100 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 157-ე მუხლის მეორე ნაწილი“.

3. მე-12 მუხლში სიტყვები „მე-100 მუხლის მეორე ნაწილი“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-100 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                   პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                             თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1977 წლის 1 აგვისტო.