დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 07/09/1962 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 25, 10/09/1962 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოთავსებით სასჯელის მთელი ვადით ან ნაწილობრივ სასამართლოს შეუძლია შეუფარდოს განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებს, იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე-74-ე მუხლები), აგრეთვე მსჯავრდებულებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ ხუთი წლისა შემდეგი მძიმე დანაშაულისათვის:
ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78), მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომაგასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781), მასობრივი არეულობისათვის (მუხლი 80), მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებისათვის (მუხლი 87), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის (მუხლი 88), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისთვის (მუხლი 89) დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (91-ე მუხლის მესამე ნაწილი, 92-ე მუხლის მესამე ნაწილი, 93-ე მუხლის მესამე ნაწილი, 94-ე მუხლის მესამე ნაწილი, მუხლი 961) გაძარცვისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (92-ე მუხლის მეორე ნაწილი, 151-ე მუხლის მეორე ნაწილი,) ყაჩაღობისათვის (96, 152 მუხლები), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (100-ე მუხლის მეორე ნაწილში, 157-ე მუხლის მეორე ნაწილი,) განზრახ მკვლელობისათვის (104, 105, მუხლები), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117), სპეკულაციისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (165-ე მუხლის მეორე ნაწილი), ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი), ქრთამის აღებისათვის, მექრთამეობაში შუამავლობისა და ქრთამის მიცემისათვის 189, 1891, 190 მუხლები), უდანაშაულო პირის შეგნებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (192-ე მუხლის მეორე ნაწილი), წინასწარი შეცნობით უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანისათვის, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა (193-ე მუხლის მეორე ნაწილი), ჩვენების მიცემის იძულებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (195-ე მუხლის მეორე ნაწილი), მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091), ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი), ურჩობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (256-ე მუხლის „ბ“, „გ“ პუნქტები), უფროსისათვის წანააღმდეგობის გაწევის ან მისი იძულებისათვის დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა (მუხლი 258) უფროსის მიმართ ძალმომრეობითი მოქმედებისათვის (მუხლი 260), დეზერტირობისათვის (მუხლი 265), სამხედრო ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისთვის დამამძიმებელ გარემოებებში (269-ე მუხლის „ბ“, „გ“ პუნქტები), რადიოტექნიკურ საგუშაგოებზე და მორიგე ქვეგანაყოფებში სამსხურის შესრულების წესების დარღვევისათვის მუხლი 275)“.
2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი
განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად სასამართლოს განაჩენით შეიძლება ცნობილ იქნას:
1) პირი, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74 მუხლები), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გასაღების მიზნით დამზადების გასაღებისათვის (მუხლი 88), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (მუხლი 89), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (91 მუხლის მესამე ნაწილი, 92 მუხლის მესამე ნაწილი, 93 მუხლის მესამე ნაწილი, 94 მუხლის მესამე ნაწილი, მუხლი 961), ყაჩაღობისათვის (96, 152 მუხლები), განზრახ მკვლელობისათვის (104, 105 მუხლები, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117), ქრთამის აღებისათვის, მექრთამეობაში შუამავლობისა და ქრთამის მიცემისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189 მუხლის მეორე ნაწილი, 1891 მუხლის მეორე ნაწილი, 190 მუხლის მეორე ნაწილი), მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091), და რომელიც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოთ დასახელებული დანაშაული, იმისდა მიუხედავად, თუ ამ დანაშაულთაგან, რომლისათვის იყო ეს პირი მსჯავრდებული პირველად;
2) პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო სამჯერ რომელიც გინდა თანმიმდევრობით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის ქურდობით (მუხლი 91), გაძარცვით (მუხლი 92) და თაღლითობით (მუხლი 93); აგრეთვე პირადი საკუთრების გატაცებისათვის ქურდობით (მუხლი 150), გაძარცვით (მუხლი 151), თაღლითობით (მუხლი 153), სპეკულაციისათვის (მუხლი 165), წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ან გასაღებისათვის, რომელიც ჩადენილია ხელობის სახით ან დიდი ოდენობით (229-ე მუხლის მეორე ნაწილი); ბოროტი ხულიგნობისათვის (228 მუხლის მეორე ნაწილი), ან მსჯავრდებული იყო ერთჯერ მაინც რომელიმე ამ დანაშაულისათვის და ორჯერ იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩამოთვლილია ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველ პუნქტში, და ამის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა რომელიმე იმ დანაშაულთაგანი, რომელიც დასახელებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში;
3) პირი, რომელიც იხდის რა სასჯელს თავისუფლების აღკვეთს ადგილებში, ჩაიდენს მძიმე დანაშაულს, რაც აღნიშნულია ან კოდექსის 25 მუხლის მეოთხე ნაწილში თუ ამისათვის მსჯავრდებული იყო თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ ხუთი წლისა, ან ჩაიდენს განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულს.
პირის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს ჩადენილ დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, დამნაშავის პიროვნებასა და საქმის გარემოებას.
პირის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საფუძვლად არ შეიძლება ჩაითვალოს ნასამართლობა იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე, ან ნასამართლობა, რომელიც მოხსნილია ან დაფარულია კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 54 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა მსუბუქი სასჯელით
თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, გამასწორებელი სამუშაო, გადასახლება, გასახლება ან სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა, სანიმუშო ყოფაქცევითა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება, მის მიმართ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს, სასჯელის დანიშნული ვადის სულ ცოტა ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ, სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამასთან მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლეს აგრეთვე შემდეგი სახის დამატებითი სასჯელისაგან: გადასახლების, გასახლების ან გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან.
ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით გამოყენებულ იქნას სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ იმ პირთა მიმართ, რომელნიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ ხუთი წლისა შემდეგი მძიმე დანაშაულისათვის: მასობრივი არეულობისათვის (მუხლი 80), მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებისათვის (მუხლი 87), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი ოდენობით გატაცებისათვის (91 მუხლის მესამე ნაწილი, 92 მუხლის მესამე ნაწილი, 93 მუხლის მესამე ნაწილი, 94 მუხლის მესამე ნაწილი), გაძარცვისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (92-ე მუხლის მეორე ნაწილი, 151 მუხლის მეორე ნაწილი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (100 მუხლის მეორე ნაწილი, 157 მუხლის მეორე ნაწილი), განზრახ მკვლელობისათვის (მუხლი 105), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110), გაუპატიურებისათვის (117 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი), სპეკულაციისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (165 მუხლი მეორე ნაწილი), ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (187 მუხლის მეორე და მესამე ნაწილი), ქრთამის აღებისათვის, მექრთამეობაში შუამავლობისა და ქრთამის მიცემისათვის (189 მუხლის პირველი ნაწილი, 1891 მუხლის პირველი ნაწილი, 190 მუხლის პირველი ნაწილი), უდანაშაულო პირის შეგნებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (192 მუხლის მეორე ნაწილი), უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანისათვის, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა (193 მუხლის მეორე ნაწილი), ჩვენების მიცემის იძულებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (195 მუხლის მეორე ნაწილი), მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის დამამძიმებელ გარემოებების გარეშე (მუხლი 2091), ბოროტი ხულიგნობისათვის (228 მუხლის მეორე ნაწილი), ურჩობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (256 მუხლის „ბ“, „გ“ პუნქტები), უფროსისათვის წინააღმდეგობის გაწევის ან მისი იძულებისათვის დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა (მუხლი 258), უფროსის მიმართ ძალმომრეობითი მოქმედებისათვის (მუხლი 260), დეზერტირობისათვის (მუხლი 265), სამხედრო ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (269 მუხლის „ბ“, „გ“ პუნქტები), რადიოტექნიკურ საგუშაგოებზე და მორიგე ქვეგანაყოფებში სამსახურის შესრულების წესების დარღვევისათვის (მუხლი 275).
თუ იმ პირმა, რომლის მიმართ გამოყენებული იყო ვადამდე პირობით გათავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა ახალი იმავე გვარის ან არანაკლებ მძიმე დანაშაული, სასამართლოს შეუძლია ახალი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ მიუმატოს წინათ ჩადენილ დანაშაულისათვის დანაშაული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, იხელმძღვანელებს რა ამ კოდექსის 42 მუხლში დადგენილი წესებით.
ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით არ გამოიყენება:
1) განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტების მიმართ (მუხლი 44);
2) იმ პირების მიმართ, რომლებიც ადრე ვადამდე პირობით გათავისუფლებულ იქნენ თავისუფლების აღკვეთისაგან, ან რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით, თუ მას სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინეს ახალი განზრახ დანაშაული, რომლისთვისაც მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა;
3) იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74 მუხლები), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78), იმ მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის (მუხლი 88), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (მუხლი 89), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (მუხლი 961), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი). გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117 მუხლის მესამე ნაწილი), ყაჩაღობისათვის (96, 152 მუხლები), ქრთამის აღებისათვის, მექრთამეობაში შუამავლობისა და ქრთამის მიცემისათვის, რაც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1891 მუხლი მეორე ნაწილი, 190-ე მუხლის მეორე ნაწილი), მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091)“.
4. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელისაგან ვადამდე ან პირობით ‒ ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, განმეორებით ამ საკითხზე წარდგინების განხილვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც გასამართლებული არიან საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 80, 87, 91, მ. ნაწ. II და III, 92 მ. ნაწ. II და III, 93 მ. ნაწ. II და III, 94 მ. ნაწ. II და III, 97 მ. ნაწ. II, 110, 117 მ. ნაწ. II, 150 მ. ნაწ. II, 151 მ. ნაწ. II, 189 მ. ნაწ. I, 1891 მ. ნაწ. I, 190 მ. ნაწ. I, 2091, 256 მ.პ. „ბ“, 260 მუხლებით არანაკლებ ერთი წლის შემდეგ უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო დანარჩენს მსჯავრდებულთა მიმართ ‒ არანაკლებ ექვსი თვის შემდეგ“.
5. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ სასამართლო უარს იტყვის შეიცვლოს საპყრობილეში მოთავსება შრომა-გასწორების კოლონიაში თავისუფლების აღკვეთის მოხდით, განმეორებით ამ საკითხზე წარდგინების განხილვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტების და იმ პირთა მიმართ, რომლებიც გასამართლებული არიან საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის, 65-74, 78, 781, 80, 87, 88, მ,ნაწ. II, 89 მ. ნაწ. II, 91 მ.ნაწ. III, 92 მ. ნწ. II და III, 93 მ. ნაწ. III, 94 მ. ნაწ. III, 96, 961, 104, 110, 117, 151 მ. ნაწ. II და III, 152, 189, 1891 მ. ნაწ. II, 190 მ. ნაწ. II, 2091, 256 მ. პ. “ბ“, 260 მუხლებით არანაკლებ ერთი წლის შემდეგ უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო დანარჩენს მსჯავრდებულთა მიმართ ‒ არანაკლებ ექვსი თვის შემდეგ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. გელდიაშვილი
ქ. თბილისი, 1962 წლის 7 სექტემბერი
დოკუმენტის კომენტარები