საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48(55), 16/12/1999
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
70
10/12/1999
სსმ, 48(55), 16/12/1999
0000.00.00.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8 1 . დანაშაულის კატეგორიები

1. ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) მძიმე დანაშაული;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

3. მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე ისეთი გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით.

4. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.“.

2. 25-ე მუხლის მე-6 – 11 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 252 მუხლი:

    მუხლი 25 2 . სასჯელაღსრულების დაწესებულების სახეები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის

1. განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება:

ა) საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განზრახი ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის, ანდა მსჯავრდებულია გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის, აგრეთვე ქალს;

ბ) მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ანდა განზრახი დანაშაულისათვის წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით;

გ) საპყრობილეში – პირს, რომელიც მსჯავრდებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით; განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტს; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულს, თუ სასამართლოს განაჩენით დანიშნულია სასჯელის ვადის ნაწილის მოხდა საპყრობილეში მოთავსებით.

2. განაჩენით დანიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების სახეს სასამართლო შეცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების კანონმდებლობის შესაბამისად.“.

II. „პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ.182) მე-100 მუხლის მე-3 პუნქტს სიტყვის „მუხლები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე 73-ე, 74-ე და 75-ე მუხლების პირველი პუნქტები“.

III. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12. 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ;“.

2. XLIV თავი ამოღებულ იქნეს.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 10 დეკემბერი.

70–Iს