დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1602 და 1603 მუხლები:
„მუხლი 1602. საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდება
დიდი ოდენობით საბაჟო გადასახდლებისაგან თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით სამასიდან შვიდას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
ისჯება ჯარიმით რვაასიდან ათას ორას ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
შენიშვნა: დიდი ოდენობით საბაჟო გადასახდელებად ითვლება, თუ გადასახდელი თანხა აჭარბებს ათას ხუთას ლარს.
მუხლი 1603. დროებითი საბაჟო რეჟიმით გატანილი სახელმწიფოს ან მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის საქართველოში დაუბრუნებლობა
დროებითი საბაჟო რეჟიმით გატანილი სახელმწიფოს ან მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, – ისჯება ჯარიმით ათას ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 12 დეკემბერი.
№II87 – Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები