ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 25/10/1974
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1974
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
0
25/10/1974
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1974
000000000.00(0).00.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა შეტანის შესახებ

„ადამინების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ზღვის გაჭუჭყიანებისა გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 1761 და 1762 მუხლები შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1761. ადამიანების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ზღვის გაჭუჭყიანება

სსრ კავშირის შინაგანი, საზღვაო და ტერიტორიული წყლების გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ უკანონოდ ჩაყარეს ამ წყლებში გემებიდან ან სხვა მცურავი საშუალებებიდან ადამინების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებები ან ნარევები, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს შეიცავენ დადგენილი ნორმების გადაჭარბებით, ან არ მიიღეს საჭირო ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ ამათი დაკარგვა, აგრეთვე ღია ზღვის წყლების გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ საბჭოთა გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან ჩაყარეს აღნიშნული ნივთიერებები ან შენარევები ან არ მიიღეს საჭირო ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ მათი დაკარგვა, და ამით დაარღვიეს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებშიც მონაწილეობს სსრ კავშირი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ათი ათას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა ადამიანების ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ რესურსებს,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით ოცი ათას მანეთამდე.

მუხლი 1762. გემი ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის მიერ ადამიანების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებათა ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა

გემის ან სხვა მცურავი საშულების კაპიტნის მიერ უახლოესი საბჭოთა პორტის ადმინისტრაციისათვის შეუტყობინებლობა იმისა, რომ სსრ კავშირის შინაგან საზღვაო ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა ამ გემიდან ან სხვა მცურავი საშუალებიდან ადამიანების ჯანმრთელობისა და ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ან ისეთი შენარევების ჩაყრა, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს დადგენილი ნორმების გადაჭარბებით შეიცავენ, ან მათი დაკარგვის თავიდან აცილება შეუძლებელია, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.

2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1761 და 1762 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოების გამომძიებლები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრს „1631“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1761, 1762“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე  გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი  ზ. კვარაცხელია.

თბილისი, 1974 წლის 25 ოქტომბერი.