დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 14/09/1972 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1972 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 251. ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევა
ეპიდემიურ და სხვა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დადგენილი სავალდებულო წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა გადამდებ დაავადებათა გავრცელება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1972 წლის 14 სექტემბერი.
დოკუმენტის კომენტარები