დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 21/02/1962 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/02/1962 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ
შესაბამისად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულებისა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენების ან შენახვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავს „დანაშაული სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ დაემატოს მუხლი 1021 შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 1021. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა
საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო ან კოოპერაციული ორგანიზაციების კუთვნილი ტრაქტორების, ავტომობილების, კომბაინებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანების დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა, რასაც მოჰყვა მათი გაფუჭება ან დამტვრევა, აგრეთვე ამ მანქანების კომპლექტის დაშლა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან თუ მას მოჰყვა დიდი ზარალი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. გელდიაშვილი
ქ. თბილისი, 1962 წლის 21 თებერვალი
დოკუმენტის კომენტარები