დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. 1960 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
I. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2381 მუხლი:
„მუხლი 2381. უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა
უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია, აგრეთვე ასეთ ფორმირებაში მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე“.
2. 81 მუხლში (მძიმე დანაშაულის ცნება) სიტყვების „(238-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა (მუხლი 2381)“.
3. 44-ე მუხლის (განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი) პირველი ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვების „(238-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა (მუხლი 2381)“.
4. 541 მუხლს (სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოუყენებლობა) პირველი ნაწილის მესამე პუნქტში სიტყვების „(238-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა (მუხლი 2381)“.
II. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1993 წლის 17 მარტი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები