საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 20/12/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
76
20/12/1990
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1990
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს ცნობილი და დამატება საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საქორწინო ასაკი

საქორწინო ასაკად მამაკაცებისათვის დაწესებულია 17 წელი, ქალებისათვის 16 წელი“.

2. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის დასახელება და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 119. სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი

სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი

ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე“.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1990 წლის 20 დეკემბერი.

№76