დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2313 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 25/09/1989 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1989 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
|
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10) 180-ე მუხლში ცვლილებები და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 180. მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების პირდაპირი ან ფარული დარღვევა (მიწის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ჩუქება, იჯარა, მიწის ნაკვეთის თვითნებური მიტაცება ან გაცვლა და სხვ.) – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე, მიწის ნაკვეთის და მასში მიღებული ფულადი ან სხვა ქონებრივი საზღაურის ჩამორთმევით და ამ ნაკვეთზე აგებულ ნაგებობათა კონფისკაციით ან აღებით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე, მიწის ნაკვეთის და მასში მიღებული ფულადი ან სხვა ქონებრივი საზღაურის ჩამორთმევით და ამ ნაკვეთზე აგებულ ნაგებობათა კონფისკაციით ან აღებით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ო. ჩერქეზია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია. თბილისი, 1989 წლის 25 სექტემბერი. №2313-XI |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები