საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1233
18/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1711 მუხლი:

მუხლი 1711. აშკარად ყალბი რეკლამის გავრცელება

რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს, რეკლამის მწარმოებელს ან რეკლამის გამავრცელებელს განძრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და იწვევს მნიშვნელოვან ზიანს, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე.“.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მე-4 ნაწილს ციფრების „171-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1711“.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1233-IIს