ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ნადირობის წესების დარღვევის, სახელმწიფოსათვის ძვირფასბეწვიანი ტყავის სავალდებულო ჩაბარებისაგან თავის არიდების, მისი უკანონო შესყიდვის, გაყიდვის, გაცვლისა და გადამუშავების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ნადირობის წესების დარღვევის, სახელმწიფოსათვის ძვირფასბეწვიანი ტყავის სავალდებულო ჩაბარებისაგან თავის არიდების, მისი უკანონო შესყიდვის, გაყიდვის, გაცვლისა და გადამუშავების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/05/1974
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1974
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
15/05/1974
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1974
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ნადირობის წესების დარღვევის, სახელმწიფოსათვის ძვირფასბეწვიანი ტყავის სავალდებულო ჩაბარებისაგან თავის არიდების, მისი უკანონო შესყიდვის, გაყიდვის, გაცვლისა და გადამუშავების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ნადირობის წესების დარღვევის, სახელმწიფოსათვის ძვირფასბეწვიანი ტყავის სავალდებულო ჩაბარებისაგან თავის არიდების, მისი უკანონო შესყიდვის, გაყიდვის, გაცვლისა და გადამუშავების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ნადირობის წესების დარღვევის, სახელმწიფოსათვის ძვირფასბეწვიანი ტყავის სავალდებულო ჩაბარებისაგან თავის არიდების, მისი უკანონო შესყიდვის, გაყიდვის, გაცვლისა და გადამუშავების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაწესდეს, რომ ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში. აკრძალული იარაღით თუ საშუალებით, როცა ეს ქმედობა თავისი ხასიათით არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ისჯება ადმინისტრაციული წესით ჯარიმით 50 მანეთამდე, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალებების კონფისკაციით.

დაჯარიმებას, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალების ჩამორთმევას ახდენენ ნადირობის წესების დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები.
2. დაწესდეს, რომ ნადირობით მოპოვებული ძვირფასბეწვიანი სახეობის ნადირის ტყავის სახელმწიფოსათვის ჩაბარებისაგან თავის არიდება, აგრეთვე გამოუყვანელი ანდა გამოყვანილი, მაგრამ სახელმწიფო დამღადაუსმელი (შტამპდაუსმელი) ასეთი ტყავის უკანონო შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა და გადამუშავება, თუ ეს ჩადენილია პირველად, –

ისჯება ადმინისტრაციული წესით ჯარიმით 50 მანეთამდე, ტყავის კონფისკაციით.

მასალას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის შესახებ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ადმინისტრაციული კომისია.

ნუსხას ნადირობის დროს მოპოვებული ძვირფასბეწვიანი ნადირის იმ სახეობებისა, რომელთა ტყავის სახელმწიფოსათვის ჩაბარება სავალდებულოა,

აგრეთვე ჩამორთმეული თოფების, სხვა სანადირო საშუალებების და ტყავის რეალიზაციის წესს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.

3. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 177. უკანონო ნადირობა

ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით თუ საშუალებით, როცა ეს ქმედობა ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალებების კონფისკაციით.

ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალებსა და აღკვეთილებში ან ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, ან ნადირობა იმ ნადირსა და ფრინველზე, რომლებზეც ნადირობა მთლიანად არის აკრძალული ან უკანონო ნადირობა, რომელმაც დიდი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალებების კონფისკაციით“:

4. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1771 მუხლი:

„მუხლი 1771. ძვირფასბეწვიანი ტყავის შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა

შესყიდვა, გაყიდვა ან გაცვლა ნადირობით მოპოვებული ძვირფასბეწვიანი სახეობის ნადირის გამოუყვანელი, ანდა გამოყვანილი, მაგრამ სახელმწიფო დამღადაუსმელი (შტამპდაუსმელი) ტყავისა, რომლის სახელმწიფოსათვის ჩაბარება სავალდებულოა, თუ ეს ჩადენილია ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ ან დიდი ოდენობით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე, ტყავის კონფისკაციით“.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 11 მარტის ბრძანებულება (“საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1964 წ., №8, მუხ. 151) და „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 11 მარტის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 20 ნოემბრის ბრძანებულება („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1972 წ. №11, მუხ. 225).

6. ეს ბრძანებულება ძალაში შედის 1974 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                             . ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                      ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1974 წლის 15 მაისი.