დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 26/06/1973 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 29/06/1973 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
|
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ
|
„ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებანი და ცვლილებანი: ა) დაემატოს კოდექსს 1691 და 2361 მუხლები შემდეგი შინაარსისა: „მუხლი 1691. სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების საწარმოების მუშაკთა მიერ არაყით და სხვა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, დაჯარიმების ან ადმინისტრაციული თუ საზოგადოებრივი ზემოქმედების სხვა ღონისძიებათა შეფარდების შემდეგ, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების საწარმოებში მუშაობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ან უამისოდ“. „მუხლი 2361. არასრულწლოვანის დათრობა არასრულწლოვანის დათრობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელზედაც არასრულწლოვანი სამსახურებრივად არის დამოკიდებული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“. ბ) კოდექსის 173-ე, 204-ე და 236-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. შინ გამოხდილი მაგარი სპირტიანი სასმელების დამზადება ან გასაღება არაყის გამოხდა ხორბლეულ-მარცვლეულთაგან ან საკვები პროდუქტებისაგან, გასაღების მიზნის გარეშე, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. არაყისა გამოხდა ხორბლეულ-მარცვლეულთაგან ან საკვები პროდუქტებისაგან, გასაღების მიზნით, აგრეთვე ამ არაყის გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, არაყის და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. გასაღების მიზნით არაყის გამოხდა ჭაჭისაგან, ღვინის ლექისაგან, ხილისაგან და ველური მცენარეების ნაყოფისაგან, აგრეთვე ამ არაყის გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, არაყისა და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით“. „მუხლი 204. გადასახლების ადგილიდან ან სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა და გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება გადასახლების ადგილიდან ან სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა ან გზიდან გაქცევა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება საცხოვრებლად აკრძალულ ადგილებში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გადასახლებით ვადით სამ წლამდე“. „მუხლი 236. არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში, ჩათრევა ლოთობაში, დაყოლიება მათხოვრობაზე, პროსტიტუციაზე, აზარტულ თამაშზე, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედების ჩადენაზე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“. 2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2361 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოების გამომძიებლები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის III ნაწილში ციფრი „236“-ის შემდეგ დაემატოს ციფრი „2361“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე. თბილისი, 1973 წლის 26 ივნისი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები