დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართვლოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1454-XI |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 20/10/1987 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1987 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
|
საქართვლოს
სსრ
სისხლის
სამართლის
კოდექსსა
და
სხვა
საკანონმდებლო აქტებში
ცვლილებათა
და
დამატებათა შეტანის შესახებ
|
„შიდსის ვირუსის შეყრის პროფილაქტიკის ღონისძიებათა შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 25 აგვისტოს ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1221 მუხლი: მუხლი 1221. შიდსის დაავადების შეყრა
წინასწარი შეცნობით შიდსის დაავადების შეყრის საფრთხეში სხვა პირის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. შიდსის დაავადების შეყრა სხვა პირისათვის იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა, რომ ეს სენი სჭირდა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“. 2. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11; 1966 წ., №3, მუხ. 33, №11, მუხ. 183 და №12, მუხ. 200; 1970 წ., №8, მუხ. 124, №9, მუხ. 138 და №11, მუხ. 177; 1971 წ., №7, მუხ. 94; 1973 წ., № 5, მუხ. 72, №6, მუხ.98 და №11, მუხ. 203; 1974 წ., №10, მუხ. 190; 1975წ., №1, მუხ. 3; 1977წ., №4, მუხ. 42; 1978წ., №6, მუხ. 123; 1980წ., №7, მუხ. 216; 1984 წ., №3, მუხ. 65; 1985 წ., №2, მუხ. 23, №10, მუხ. 370; 1986 წ, №6, მუხ. 140, №9, მუხ. 205) 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრის „122-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1221“. 3. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ივნისის კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ. 101) 57-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები „პროფილაქტიკის და მკურნალობის სპეციალური ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დაავადებათა მიმართაც სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შემთხვევებში“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია. თბილისი, 1987 წლის 20 ოქტომბერი. №1454-XI
|
დოკუმენტის კომენტარები