დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 21/11/1985 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 29/11/1985 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველის 29-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 20 მაისის ბრძანებულებისა და „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების 31-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების წესის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 20 მაისის დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს სსრ კანონთა წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10):
1. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 33. დანაშაულის ჩამდენ სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნა სადისციპლინო ბატალიონში და გამასწორებელი სამუშაოთა შეცვლა ჰაუპტვახტში მოთავსებით
დანაშაულის ჩამდენი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სადისციპლინო ბატალიონში ვადით სამი თვიდან ორ წლამდე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო, მხედველობაში მიიღებს რა საქმის გარემოებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას, მიზანშეწონილად მიიჩნევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად იმავე ვადით სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნის შეფარდებას. თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა არ შეეფარდებათ პირებს, რომლებმაც ადრე მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად სამხედრო მოსამსახურეებს შეეცვლებათ ჰაუპტვახტში მოთავსებით ვადით ორ თვემდე“.
2. 124-ე მუხლში სიტყვები „სასამართლოს მიერ დადგენილი“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სახალხო მოსამართლის დადგენილებით დაკისრებული“.
II. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961, წ., №1, მუხ. 11; 1977 წ., N4, მუხ, 42):
1. 280-ე მუხლში სიტყვები „ხოლო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილით და 228-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ“ შეიცვალოს სიტყვებით „ხოლო ამ კოდექსის მე-400 მუხლში ჩამოთვლილ“.
2. 384-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები “საქართველოს სსრ პროკურორს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს ზედამხედველობის წესით საქმის გადაწყვეტამდე უფლება აქვთ შეაჩერონ საქართველოს სსრ ნებისმიერი სასამართლოს გაპროტესტებული განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება, გარდა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებისა“.
III. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96):
1. 82-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სასამართლოს მიერ დადგენილი“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სახალხო მოსამართლის დადგენილებით დაკისრებული“.
2. 95-ე მუხლში:
მესამე ნაწილში სიტყვები „სასამართლო წესით“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოს მიერ“;
მეოთხე ნაწილში სიტყვები „სასამართლოს გადაწყვეტილების“ და „სასამართლო წესით“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოს გადაწყვეტილების ან სახალხო მოსამართლის დადგენილების“ და „სასამართლოს მიერ“.
3. 96-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „სასამართლოს გადაწყვეტილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები “ან სახალხო მოსამართლის დადგენილების“.
4. 97-ე მუხლში:
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 97. ვადები, რომლის განმავლობაში შეიძლება ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნათა წარდგენა და დაკმაყოფილება“;
პირველ ნაწილში სიტყვები „სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება“ შეიცვალოს სიტყვებით „მიმართოს სასამართლოს განცხადებით ალიმენტის გადახდევინების შესახებ“;
მეორე ნაწილში სიტყვები „სარჩელის აღძვრის“ და „სარჩელის წარდგენამდე“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „განცხადების შეტანის“ და „განცხადების შეტანამდე“.
IV. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662):
1. 352-ე მუხლში:
პირველ პუნქტს დაემატოს სიტყვები „აგრეთვე სახალხო მოსამართლის დადგენილება ალიმენტის გადახდევინების შესახებ“;
დაემატოს მუხლის შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
18) პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული წესით იმ პირების გამოსახლების შესახებ, ვინც თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი სადგომი ან ცხოვრობს სახლებში, რომელთაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, პროკურორის დადგენილების იძულებით აღსრულება წარმოებს სსრ კავშირის კანონმდებლობითა და ამ კოდექსით დადგენილი წესებით“.
2. 353-ე მუხლში:
პირველ პუნქტში სიტყვები „სასამართლოების გადაწყვეტილებათა“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოების (მოსამართლეების) გადაწყვეტილებების“;
დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11) პროკურორის დადგენილებები ადმინისტრაციული წესით იმ პირების გამოსახლების შესახებ, ვინც თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი სადგომი ან ცხოვრობს სახლებში, რომელთაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება“.
3. 3961 მუხლის პირველ ნაწილსა და 396 მუხლში სიტყვების „სასამართლოს გადაწყვეტილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან სახალხო მოსამართლის დადგენილების“.
V. „საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულების (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №5, მუხ. 127) ქართული ტექსტის მე-13 პუნქტში სიტყვები „98-ე და 99-ე მუხლები“ შეიცვალოს სიტყვებით „98-ე მუხლი და 99-ე მუხლის პირველი ნაწილი“.
VI. საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199) ქართული ტექსტის 77-ე მუხლის II ნაწილში სიტყვები „აღმავალი ან დაღმავალი ხაზით ნათესავი“ შეიცვალოს სიტყვებით „პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი ხაზით ნათესავი“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი, 1985 წლის 21 ნოემბერი.
№473
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები