დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2134-XI |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 15/04/1989 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1989 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
|
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
„სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის კანონსა და სსრ კავშირის ზოგიერთ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 8 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1982 წ., №12, მუხ. 371; 1984 წ., №3, მუხ. 65; 1988 წ., №3, მუხ. 38) შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. 71-ე და 75-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. მოწოდება საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების დამხობისა თუ შეცვლისათვის საჯარო მოწოდება საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების დამხობისა თუ მისი შეცვლისათვის სსრ კავშირის კონსტიტუციის საწინააღმდეგო წესით ან საბჭოთა კანონების შესრულებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად იმ მიზნით, რომ ძირი გამოუთხარონ სსრ კავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, აგრეთვე ასეთივე შინაარსის მასალების დამზადება გავრცელების მიზნით ან გავრცელება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე“. „მუხლი 75. ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა განზრახი მოქმედება ეროვნული ან რასობრივი მტრობისა თუ განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ან მათთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უპირატესობათა დაწესება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე“. 2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი: „მუხლი 711. მოწოდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისათვის, ტერორისტული აქტის თუ დივერსიის ჩადენისათვის. –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე“. 4. ამოღებულ იქნეს 2061 მუხლი. II. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11; 1986 წ., №6, მუხ. 140; 1988 წ., №3, მუხ. 38) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 32-ე მუხლიდან და 126-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „2061“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი, 1989 წლის 15 აპრილი.
№2134-XI
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები