ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 242<sup>1</sup>მუხლი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/11/1963
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 33, 02/12/1963
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
-
29/11/1963
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 33, 02/12/1963
000000000.00.000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421 მუხლი

 

შესაბამისად, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებისა „მატარებლის თვითნებური გაჩერებისათვის, როცა ეს საჭირო არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეათე თავს „დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ“ დაემატოს 2421 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 2421 მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის

მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის, საჩერი ონკანით, საჰაერო სამუხრუჭო მაგისტრალის გათიშვის გზით ან სხვა საშუალებით, თუ ამან მატარებლის ნორმალური მოძრაობის დარღვევა გამოიწვია, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი მუშაობით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ ამან გამოიწვია ადამიანებისათვის უბედური შემთხვევა, მატარებლის მარცხი, მოძრავი შემადგენლობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგები,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე   გ. ძოწენიძე.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი             ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1963 წლის 29 ნოემბერი.