საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1-2(33-34/7), 22/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
11/12/1996
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1-2(33-34/7), 22/01/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) უვადო თავისუფლების აღკვეთა;“.

მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;“.

2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება  სიკვდილით დასჯა

სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე, დაიშვება სიკვდილით დასჯის    დახვრეტის გამოყენება განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, რაც აღნიშნულია ამ კოდექსის მუხლებში, რომლებიც აწესებენ პასუხისმგებლობას მკვლელობისათვის.

სიკვდილით დასჯა არ შეიძლება მიესაჯოს ქალს; მამაკაცს, რომელსაც დანაშაულის ჩამდენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ან განაჩენის გამოტანის დღისათვის შეუსრულდა სამოცდახუთი წელი.“

3. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებად:

„თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს უვადოდ ან კანონით განსაზღვრული ვადით.

უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება მიესაჯოს ქალს; მამაკაცს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ანდა განაჩენის გამოტანის დღისათვის შეუსრულდა სამოცდახუთი წელი.

ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა შეიძლება არანაკლებ სამი თვის და არა უმეტეს ოცი წლის ვადით. სიკვდილით დასჯის ან უვადო თავისუფლების აღკვეთის შეწყალების წესით ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლისას იგი შეიძლება დაინიშნოს ოც წელზე მეტი ვადითაც, მაგრამ არა უმეტეს ოცდახუთი წლისა.“

4. 25-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ნაწილები ჩაითვალონ შესაბამისად მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 ნაწილებად.

5. 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-3 აბზაცში სიტყვები „მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში“ შეიცვალოს სიტყვებით „მეშვიდე ნაწილის მეორე აბზაცში“.

6. 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-6 აბზაცში სიტყვის „რეციდივისტებად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან მსჯავრდებულნი არიან უვადო თავისუფლების აღკვეთით“.

7. 25-ე მუხლის მე-10 ნაწილში სიტყვები „მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში“ შეიცვალოს სიტყვებით „მეშვიდე ნაწილის მეორე აბზაცში“.

8. 25-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოთავსებით შეიძლება დაენიშნოს:

პირს, რომელსაც მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა - ვადით არა უმეტეს ოცი წლისა;

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტს, აგრეთვე პირს, რომელმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინა განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული (65-73-ე მუხლები), ან სხვა მძიმე დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წელზე მეტი ვადით – დანიშნული სასჯელის მთელი ან ნაწილობრივი ვადით.“

9. 42-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს“ შეიცვალოს სიტყვებით „არ უნდა აღემატებოდეს ოც წელს“.

10. 49-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვები „გამოიყენოს ხანდაზმულობა, სიკვდილით დასჯა არ შეიძლება დანიშნულ იქნეს და იგი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება“ შეიცვალოს სიტყვებით „ხანდაზმულობის გამოყენებას, სიკვდილით დასჯის ან უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ დაიშვება და იგი შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.“

11. 50-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ საკითხს, შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობა ისეთ პირს, რომელსაც მისჯილი აქვს სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, გადაწყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შესაძლებლად ვერ მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.“

12. 541 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რომელსაც სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“.

13. 65-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით“.

14. 651 მუხლის სანქციაში სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“ შეიცვალოს სიტყვებით „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით“.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 652 მუხლი:

„მუხლი 652. ეთნიკური წმენდა

ეთნიკური წმენდა, ესე იგი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის დეპორტაცია ანდა სხვაგვარი იძულებითი გასახლება მისი მუდმივი

საცხოვრებელი ადგილიდან, აგრეთვე ძალადობის მუქარა, რაც აიძულებს ასეთ ჯგუფს თვითონ დატოვოს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“

16. 66-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით.“

17. 661. მუხლის მესამე ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით  ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით.“

18. 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“ შეიცვალოს სიტყვებით „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ქონების კონფისკაციით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ქონების კონფისკაციით“.

19. 67-ე მუხლის მეექვსე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“ შეიცვალოს სიტყვებით „ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით“.

20. 68-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“ შეიცვალოს სიტყვებით „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით  ანუვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით“.

21. 69-ე მუხლის სანქციაში სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“ შეიცვალოს სიტყვებით „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით“.

22. 78-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ოც წლამდე, ქონების კონფისკაციით.“

23. 781 მუხლის მესამე ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.“

24. 104-ე მუხლის მეათე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10) ჩადენილი ეროვნული, რასობრივ ან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე“.

მუხლის სანქციაში სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ“ შეიცვალოს  სიტყვებით „ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ვადით ათიდან ოც წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“.

25. 105-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“.

26. 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“

27. 2091 მუხლის სანქციაში სიტყვების „ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ან ისჯება“. შემდეგ როგორც ტექსტშია.

28. 258-ე მუხლის „გ“ პუნქტის სანქციაში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე“ შემიცვალოს სიტყვებით „თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“.

II. საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს სსრ“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.

2. მე-18 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „მსჯავრდებულებს, რომლებსაც სიკვდილით დასჯა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ თავისუფლების აღკვეთით“ შეიცალოს სიტყვებით „მსჯავრდებულებს, რომლებსაც დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, აგრეთვე მსჯავრდებულებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა.“

3. 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთო რეჟიმის შრომა გასწორების კოლონიებში სასჯელს იხდიან მამაკაცები, რომლებსაც არამძიმე დანაშაულისათვის პირველად მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, გარდა 25-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მეორე აბზაცში მითითებული დანაშაულთათვის მსჯავრდებულებისა, აგრეთვე თავისუფლებააღკვეთილი ქალები, გარდა იმ ქალებისა, რომლებიც ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად“.

4. 23-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 24-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „რომელთაც სიკვდილით დასჯა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ თავისუფლების აღკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „რომელთაც სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“.

5. 25-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ქალები, რომელთა სიკვდილით დასჯა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ თავისუფლების აღკვეთით“.

6. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიებში სასჯელს იხდიან მამაკაცები, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და ცნობილ არიან განსაკუთებით საშიშ რეციდივისტებად, მსჯავრდებულები, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მამაკაცები, რომელთაც სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“.

7. 27-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში“ შეიცვალოს სიტყვებით „25-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მეორე აბზაცში“.

8. 28-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „საპყრობილეში მოხდით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მსჯავრდებულები, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა“.

9. 41-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „აგრეთვე მსჯავრდებულებს, რომლებსაც სიკვდილით დასჯა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ თავისუფლების აღკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „მსჯავრდებულებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებულებს, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“.

10. 66-ე მუხლის მესამე ნაწილის მესამე აბზაცსა და 78-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „რომლებსაც სიკვდილით დასჯა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ თავისუფლების აღკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „რომლებსაც სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 11 დეკემბერი.