საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 08/02/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 28/02/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
08/02/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 28/02/1995
000000000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10):

კოდექსს დაემატოს 2516 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2516. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი მათი საქართველოს რესპუბლიკაში უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, აგრეთვე სხვა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების იმპორტი მათი გაუვნებელყოფის, დაწვის ან დამარხვის მიზნით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე და ჯარიმით მინიმალური ხელფასის ხუთასჯერადი ოდენობით.

იგივე ქმედობა, რასაც მოჰყვება მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“.

კოდექსის 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „რადიოაქტიური მასალების გატაცება (2513 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი (2516 მუხლის მეორე ნაწილი);“

კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტს სიტყვების „რადიაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტისათვის (2516 მუხლის მეორე ნაწილი);

კოდექსის 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილს სიტყვების „რადიაქტიური მასალების გატაცება (2513 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტისათვის (2516 მუხლის მეორე ნაწილი);“

კოდექსის 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მე-2 პუნქტს სიტყვების „რადიაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტისათვის (2516 მუხლის მეორე ნაწილი)“.

2. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. II) 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილში ციფრის „2515“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2516“.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                                 ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                          ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 8 თებერვალი