საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 22/03/1988
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1645
22/03/1988
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

„რადიოაქტიური მასალების მიმართ უკანონო მოქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 3 მარტის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1987 წ., № 9, მუხ. 217) შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2512, 2513, 2514 და 2515 მუხლები:

„მუხლი 2512. რადიოაქტიური მასალების უკანონო შეძენა, შენახვა, გამოყენება, გადაცემა და დაშლა

რადიოაქტიური მასალების (მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების, ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში დანადგარსა და ნაკეთობაში ან სხვა სახით არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების) უკანონო შეძენა, შენახვა, გამოყენება, გადაცემა ან დაშლა-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანების დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.

მუხლი 2513. რადიოაქტიური მასალების გატაცება

რადიოაქტიური მასალების გატაცება 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

მუხლი 2514. რადიოაქტიური მასალების გატაცების ან გამოყენების მუქარა

რადიოაქტიური მასალების გატაცების ჩადენის მუქარა იმ მიზნით, რომ აიძულონ სახელმწიფო. საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი შეასრულოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან, თუ არსებობდა ამ მუქარის განხორცილების საფრთხე, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ადამიანების დაღუპვის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით რადიოაქტიური მასალების გამოყენების მუქარა, თუ არსებობდა ამ მუქარის განხორცილების საფრთხე, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

მუხლი 2515. რადიოაქტიური მასალების შენახვის, გამოყენების, აღრიცხვის, გადაზიდვის წესების ან მათთან მოპყრობის სხვა წესების დარღვევა

რადიოაქტიური მასალების შენახვის, გამოყენების, აღრიცხვის, გადაზიდვის წესების ან მათთან მოპყრობის სხვა წესების დარღვევა, თუ ამ მოქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა ადამიანების დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანების დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე“.

2. 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „(2422 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რადიოაქტიური მასალების გატაცება (2513 მუხლი)“.

3. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებს სიტყვების „(2422 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი)“;

4. 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილს სიტყვების „(189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი)“.

5. 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მე-2 პუნქტს სიტყვების „(2422 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი)“.

6. 248-ე მუხლის სათაურიდან და პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან რადიოაქტიურ“.

7. 205-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრები „1331 და 2422“ შეიცვალოს ციფრებით „1331, 2422, 2512, 2523“.

8. 206-ე მუხლს სიტყვების „(საჰაერო ხომალდის გატაცება)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „2512 (რადიოაქტიური მასალების უკანონო შეძენა, შენახვა, გამოყენება, გადაცემა ან დაშლა), 2513 (რადიოაქტიური მასალების გატაცება)“.

II. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2512, 2513, 2514 და 2515 მუხლებით გათვალისწინებულ დანიშნულთა საქმეების გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11; 1987 წ., №16, მუხ. 250) 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს სიტყვების „2501 მუხლის მეორე ნაწილით“ შემდეგ დაემატოს ციფრები „2512, 2513, 2514, 2515“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე             პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                      ვ. კვარაცხელია.

თბილისი. 1988 წლის 22 მარტი.

№ 1645 – XI