დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 09/12/1969 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1969 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევისათვის, რასაც მოჰყვა საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზის დაზიანება.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2271 მუხლი.
„მუხლი 2271. კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა
კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზის დაზიანება, თუ ამან გამოიწვია კავშირგაბმულობის შეფერხება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1969 წლის 9 დეკემბერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები