დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 14/05/1970 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1970 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შემდეგი დამატებანი და ცვლილებანი.
1. სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 234. სისტემური მაწანწალობა ან მათხოვრობა
სისტემური მაწანწალობა და მათხოვრობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო მაწანწალობის ან მათხოვრობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე“.
2. დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსს მუხლი 2341 შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 2341. პარაზიტული ცხოვრების შეწყვეტის და შრომითი მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების შესრულებისაგან ბოროტად თავის არიდება
პარაზიტული ცხოვრების შეწყვეტის და შრომითი მოწყობის შესახებ მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულებისაგან ბოროტად თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც ანტისაზოგადოებრივ, პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო ამავე მუხლის პირველი ნაწილით,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
3. დადგინდეს, რომ იმ დანაშაულთა საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2341 მუხლით, წარმოებს მოკვლევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ან პროკურორი საჭიროდ მიიჩნევს – წინასწარი გამოძიება.
ამის შესაბამისად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის 234 შემდეგ დაემატოს ციფრი 2341.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1970 წლის 14 მაისი.
დოკუმენტის კომენტარები