დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 27/09/1983 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 30/09/1983 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
მუხლი 340
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1966 წ., №8, მუხ. 130; 1982 წ. №12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2034 მუხლი:
„მუხლი 2034. ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულებების ადმინისტრაციის მოთხოვნებისადმი.
ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნებისადმი ან ადმინისტრაციისათვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა მის მიერ ფუნქციების განხორციელებაში იმ პირის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის ადგილას, თუ ამ პირს სასჯელის მოხდის რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა სასჯელი საკნის ტიპის სადგომში (სამარტოო საკანში) გადაყვანის სახით, ან თუ იგი გადაყვანილი იყო საპყრობილეში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“.
2. 2191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით საცხოვრებელი ადგილის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე საცხოვრებლად არჩეულ ადგილას საპატიო მიზეზის გარეშე განსაზღვრულ ვადაში მიუსვლელობა იმ პირისა, რომლის მიმართ დაწესებულია ადმინისტრაციული ზედამხედველობა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლებისას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
II. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2034 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
III. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1983 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1983 წლის 27 სექტემბერი.
დოკუმენტის კომენტარები