საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 03/11/1983
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/11/1983
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
03/11/1983
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/11/1983
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაემატოს საქართველოს სსრ - სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი შინაარსის 1694 მუხლი:

„მუხლი 1694. ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა

დატაცების ნიშნების გარეშე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კუთვნილი ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა, თუ ეს მოქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი ასეთივე დაზღვევისათვის, 

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ორას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ასეთივე დანაშაულისათვის, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“.

2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1694 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1983 წლის 3 ნოემბერი.