დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლოს კოდექსის 254-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 14/09/1972 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1972 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სს რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლოს კოდექსის 254-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურების, დანგრევის, ან დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 254. კულტურის ძეგლების ან სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების შებილწვა ან თვითნებური გამოყენება, -
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, თუ იგი ჩადენილია ფეთქებადი, ნივთიერების ან მომეტებული საფრთხის წყაროს გაუფრთხილებელი გამოყენებით, აგრეთვე ამ ძეგლებისა და ობიექტების გაუფრთხილებლობით განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განზრახ განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლების თუ ობიექტების მიმართ, აგრეთვე ჩადენილი ფეთქებადი ნივთიერების მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყნებით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე“,
საქართველოს სსრ უმაღლესი სახის პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი , 1972 წლის 14 სექტემბერი .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები