„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე, 273-ე და 275-ე მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“

„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე, 273-ე და 275-ე მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/04/1965
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 16/05/1965
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
28/04/1965
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 16/05/1965
000000000.00.00.000000
„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე, 273-ე და 275-ე მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

1965 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე, 273-ე და 275-ე მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ


„სამხედრო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კანონის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 26 იანვრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე, 273-ე და 275-ე მუხლებში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 263-ე მუხლს „თვითნებური წასვლა“ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:

დ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა შემამსუბუქებელ გარემოებაში, -

იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას“.

2. 273-ე მუხლის „საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა“ „ა“, „გ“ და „დ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ა) საყარაულო (სავახტო) სამსახურის საწესდებო წესების და ამ წესების გასავითარებლად გამოცემულ ბრძანებათა და განკარგულებათა დარღვევა, ჩადენილი საბრძოლო მასალების, იარაღის, საბრძოლო ტექნიკის საწყობების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ყარაულში და საგუშაგოებზე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან სამ წლამდე“.

„გ) სადარაჯო ან საბადრაგო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, რომელთა თავიდან ასაცილებლად დანიშნულია სადარაჯო ყარაული (საგუშაგო) ან ბადრაგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე ან დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნით ვადით სამი თვიდან ორ წლამდე;

დ) ამ მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე“.

3. 275-ე მუხლის სახელწოდება და ამავე მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 275. საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა

ა) სსრ კავშირის სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობის დასაცავად, ან საბჭოთა კავშირზე მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად დაცვის საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც შედის საბრძოლო ჯგუფეულის ეკიპაჟის, საგუშაგოს ან სხვა სამორიგეო ქვეგანაყოფის შემადგენლობის სამორიგეო ცვლაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                              გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                         ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1965 წლის 28 აპრილი.