ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 06/05/1968
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1968
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
0
06/05/1968
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1968
000000000.00(0).00.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

მე-12, 25-ე, 44-ე და 54-ე მუხლებს სიტყვების შემდეგ „228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი“ დაემატოს სიტყვები: „ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება ან გასაღება (252-ე მუხლის პირველი ნაწილი)“;

50-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და 228-ე მუხლის მესამე ნაწილით“;

252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 252. ნარკოტიკული და სხვა ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებების დამზადება ან გასაღება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა სპეციალური ნებართვის გარეშე დამზადება, გასაღება, აგრეთვე შენახვა ან გასაღების მიზნით შეძენა , –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებათა აუცილებელი კონფისკაციით.

ძლიერმოქმედი ან შხამიანი არანარკოტიკული ნივთიერებების სპეციალური ნებართვის გარეშე დამზადება, გასაღება და აგრეთვე შენახვა ან გასაღების მიზნით შეძენა , –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებების კონფისკაციით.
ნარკოტიკულ, ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა წარმოების, შენახვის, გაცემის, აღრიცხვის, გადაზიდვისა და გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა
, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“.

2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

64-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მესამე ნაწილი;

349-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე ნაწილი:

სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამოითხოვოს თავისი საჩივარი

„პირს, რომელმაც გაასაჩივრა ან გააპროტესტა განაჩენი, უფლება აქვს სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამოითხოვოს თავისი საჩივარი ან პროტესტი. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს გამოითხოვოს ქვემდგომი პროკურორის მიერ შეტანილი პროტესტი“;

363-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ საჩივარი, პროტესტი ან პროკურორის დასკვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, განჩინებაში უნდა იყოს აღნიშნული ის საფუძველი, რის გამოც საჩივრის,
პროტესტის ან პროკურორის წერილობითი დასკვნის მოსაზრებანი ცნობილია არასწორად ან არაარსებითად“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე   გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი   ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1968 წლის 6 მაისი.