ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 30/11/1966
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1966
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).0.000000
0
30/11/1966
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1966
000000000.00(0).0.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მეცხრე თავს „დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ“ შემდეგი შინაარსის მუხლები 2061, 2062 და 2063:

„მუხლი 2061. გავრცელება შეგნებულად ცრუ მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წეს-წყობილებას.

სიტყვიერი ფორმით სისტემატური გავრცელება შეგნებულად ცრუ მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წეს-წყობილებას, აგრეთვე ამავე შინაარსის ნაწარმოებების წერილობით, ბეჭდვით ან სხვა ფორმით დამზადება თუ გავრცელება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

მუხლი 2062. სახელმწიფო გერბის ან დროში შებღალვა

სსრ კავშირის, საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე.

მუხლი 2063. ორგანიზება ან აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს

ორგანიზება, აგრეთვე აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელსაც მოჰყვა ტრანსპორტის, სახელმწიფო, საზოგადოებრივ დაწესებულებათა ან საწარმოთა მუშაობის შეფერხება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ.  კვაჭაძე.

თბილისი, 1966 წლის 30 ნოემბერი.