საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 19/04/1962
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 20/04/1962
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
19/04/1962
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 20/04/1962
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

მილიციის მუშაკთა და სახალხო რაზმელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების ხელყოფისათვის, გაუპატიურებისა და მექრთამეობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 15, 20 თებერვლის და 4 აპრილის ბრძანებულებების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. მუხლი 24-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება სიკვდილით დასჯა

სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე, დაიშვება სიკვდილით დასჯის ‒ დახვრეტის ‒ გამოყენება სახელმწიფო დანაშაულისათვის სსრ კავშირის კანონით „სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, რაც აღნიშნულია სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონებისა და ამ კოდექსის მუხლებში, რომლებიც აწესებენ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის, ხოლო ცალკეულ, სსრ კავშირის კანონმდებლობით სპეციალურად გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ზოგიერთ სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვისაც.

სიკვდილით დასჯა არ შეიძლება მიესაჯოს იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, და ქალებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს ან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ორსულად არიან.

სიკვდილით დასჯა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქალის მიმართ, რომელიც განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულად არის“.

2. 54-ე მუხლის მეორე ნაწილიდან სიტყვების შემდეგ „გაუპატიურებისათვის ჩადენილი“ ამოღებულ იქნეს სიტყვები „პირთა ჯგუფის მიერ ან“, სიტყვების შემდეგ „ქრთამის აღებისათვის (189-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ ჩაიწეროს სიტყვები „მექრთამეობაში შუამავლობისათვის (1891 მუხლის პირველი ნაწილი), ქრთამის მიცემისათვის (190-ე მუხლის პირველი ნაწილი)“,

3. 54-ე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე-74-ე მუხლები), ბანდიტიზმისათვის, (მუხლი 78) მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781) ყალბი ფულის და ფასიანი ქაღალდების დამზადებისა ან გასაღებისათვის (მუხლი 88-ე), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (მუხლი 89ე), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისათვის (მუხლი 961), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104), გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი), ყაჩაღობისათვის (96-ე და 152-ე მუხლები), ქრთამის აღებისა,  მიცემისათვის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის, რაც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1891 მეორე ნაწილი და 190-ე მუხლის მეორე ნაწილი), მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, რაც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091)“.

4. 117-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაუპატიურება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ასეთივე დანაშაული, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

გაუპატიურება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან სიკვდილით“.

5. 189-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 189. ქრთამის აღება

თანამდებობის პირის მიერ პირადად ან შუამავლის მეშვეობით ქრთამის
აღება რა სახითაც არ უნდა იყოს ქრთამის მიმცემის ინტერესებისათვის ამა თუ ქმედობის შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც თანამდებობის პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც პასუხსაგები მდგომარეობა აქვს, ან ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის ან ისეთი პირის მიერ, რომელსაც არაერთჯერ აუღია ქრთამი ან რასაც თან სდევდა ქრთამის გამოძალვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ხოლო განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ‒ სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.

6. განსაკუთრებული ნაწილის მეშვიდე თავს „თანამდებობრივი დანაშაული“ დაემატოს 1891 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1891. მექრთამეობაში შუამავლობა

მექრთამეობაში შუამავლობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე.

მექრთამეობაში შუამავლობა, ჩადენილი არაერთჯერ ან პირის მიერ, რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, ან თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე“.

7. 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 190. ქრთამის მიცემა

ქრთამის მიცემა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

ქრთამის მიცემა არაერთჯერ ან პირის მიერ, რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტი წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე.

ქრთამის მიმცემი პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ქრთამის გამოძალვას ან თუ ამ პირმა ქრთამის მიცემის შემდეგ ნებაყოფლობით განაცხადა ამის შესახებ“.

8. განსაკუთრებული ნაწილის მეცხრე თავს „დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ“ დაემატოს 2071, 2081 და 2091 მუხლები შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 2071. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ მილიციის მუშაკისათვის ან სახალხო რაზმელისათვის წინააღმდეგობის გაწევა

წინააღმდეგობის გაწევა მილიციის მუშაკისა ან სახალხო რაზმელისათვის ამ პირთა მიერ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რასაც თან სდევს ძალადობა ან მუქარა ძალადობის გამოყენებაზე, აგრეთვე ამ პირთა იძულება ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულონ აშკარად უკანონო მოქმედება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“.

„მუხლი 2081. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის შეურაცხყოფა

შეურაცხყოფა მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელისა ამ პირთა მიერ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“.

„მუხლი 2091 საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა

მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ‒ სიკვდილით“.

II. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 32-ე მუხლში 104-ე მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „117 ნაწილი მესამე“ 1631 მუხლზე მითითების შემდეგ ‒ „189 ნაწილი მეორე“ და 192-ე-195-ე მუხლებზე მითითების შემდეგ ‒ „209¹“.

2. 88-ე მუხლში 189-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს
„1891 მუხლის ნაწილი მეორე, 190 მუხლის ნაწილი მეორე“, 195-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითების შემდეგ ‒ „2091“.

3. 375-ე მუხლში 117-ე მუხლზე მითითების შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები „გაუპატიურება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ასეთივე დანაშაული“ და ჩაიწეროს „ნაწილი მეორე“. 189-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „1891 ნაწილი პირველი და 190 ნაწილი პირველი“.

4. 376-ე მუხლში 189-ე მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „1891 ნაწილი მეორე და 190 ნაწილი მეორე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                    გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                              ზ. გელდიაშვილი

ქ. თბილისი, 1962 წლის 19 აპრილი