„ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“

„ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 11/03/1964
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 20/03/1964
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000000.00(0).000.000000
0
11/03/1964
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 20/03/1964
0000000.00(0).000.000000
„ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

1964 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაწესდეს, რომ ნადირობა, სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით და საშუალებებით, თუ ეს ჩადენილია პირველად, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 მანეთამდე, მთელი ნანადირევის და სანადირო იარაღის ჩამორთმევით მათი ღირებულების აუნაზღაურებლად.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე, მთელი ნანადირევის  და სანადირო იარაღის კონფისკაციით.

2. მასალებს იმ პირის მიმართ, რომელმაც დაუშვა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დარღვევა, განიხილავს მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ადმინისტრაციული კომისია.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის მეორე ნაწილის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით და საშუალებებით, თუ ეს ჩადენილია ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე, მთელი ნანადირევის და სანადირო იარაღის კონფისკაციით“.

4. დაევალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დაადგინოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი ნაწილის შეფარდების წესი.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                     გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1964 წლის 11 მარტი