ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/05/1973
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1973
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
29/05/1973
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1973
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
 
 
 

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ

 


„საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 3 იანვრის და „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებში დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 9 მარტის ბრძანებულებების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი დამატებანი და ცვლილებანი:

ა) დაემატოს კოდექსს 2422 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 2422. საჰაერო ხომალდის გატაცება

დედამიწაზე ან ფრენის დროს საჰაერო ხომალდის გატაცება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

დედამიწაზე ან ფრენის დროს საჰაერო ხომალდის გატაცება, ან ასეთი ხომალდის ხელში ჩაგდება გატაცების მიზნით, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა საჰაერო ხომალდის ავარია ან სხვა მძიმე შემდეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობანი, თუ მათ მოჰყვა ადამინების დაღუპვა ან სხეულის მძიმე დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“;

ბ) კოდექსის 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება (მუხლი 240)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საჰაერო ხომალდის გატაცება (მუხლი 2422)“;

გ) კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქონების კონფისკაცია შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით, ხოლო ანგარებითი დანაშაულისათვის აგრეთვე იმ შემთხვევებშიც, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით“;

დ) კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ პუნქტს სიტყვების: „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091)“ შემდეგ და პირველი ნაწილის მეორე პუნქტს სიტყვების: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები:

„საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (მუხლი 2422)“;

ე) კოდექსის 541 მუხლის მესამე პუნქტს სიტყვების: „ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები“ საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (მუხლი 2422)“;

ვ) კოდექსის 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მეორე პუნქტს სიტყვების: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებადი ნივთიერებების გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით (240-ე მუხლის მესამე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (მუხლი 2422);“;

ზ) კოდექსის 2051 მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„ამ კოდექსის 2422 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინასწარ შეპირების გარეშე დაფარვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“.

205-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად;

თ) კოდექსის 206-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„განუცხადებლობა იმისა, რომ ნამდვილად მზადდება ან ჩადენილია დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 2422 მუხლით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“.

2. დაწესდეს, რომ იმ პირთა მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველო სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2422 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, დაპატიმრება, როგორც აღკვეთის ღონისძიება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დანაშაულის საშიშროების მოტივით.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრების „240-ე II და III ნაწ.“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2422.“

3. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2422 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმის წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოების გამომძიებლები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის „236“-ის შემდეგ დაემატოს ციფრი „2422“.

4. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2422 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეები ექვემდებარება საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებს და ავტონომიური ოლქის სასამართლოს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლს ციფრის „2091“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2422“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1973 წლის 29 მაისი.