დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 20/02/1969 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1969 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).0.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში ცვლილებანი და დამატებანი და ეს მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 218. სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო ან შესამოწმებელი შეკრებისათვის და სამხედრო აღრიცხვისათვის თავის არიდება
სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო ან შესამოწმებელი შეკრებისათვის თავის არიდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია თავისი თავისათვის რაიმე ზიანის მიყენების (ასოთდაზიანება), ავადმყოფობის სიმულაციის, საბუთების გაყალბების ან სხვაგვარი მოტყუების საშუალებით, აგრეთვე თუ იგი ჩადენილია სხვა დამამძიმებელ გარემოებებში, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სამხედრო ვალდებულის მიერ სამხედრო აღრიცხვისათვის თავის არიდება, თუ ადრე ასეთივე ქმედობისათვის დამნაშავის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომები, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ თვემდე ან ჯარიმით ოც მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1969 წლის 20 თებერვალი.
დოკუმენტის კომენტარები