ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 18/02/1966
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1966
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
18/02/1966
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1966
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ან თუ მას მოჰყვა ადამიანის უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი, აგრეთვე ვენახის, ციტრუსოვანთა, დაფნის, ხილკენკროვან და სხვა ნარგავთა დიდი ოდენობით განადგურება ან დაზიანება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე“.

2. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 167. კომერციული შუამავლობა“.

კომერციული შუამავლობა, ესე იგი კერძო პირის მიერ მოქალაქეთათვის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სამრეწველო საქონლის, პროდუქტების ან სხვა საგნების შეძენა, აგრეთვე მოქალაქეთა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კუთვნილი საქონლის, პროდუქტების ან სხვა საგნების რეალიზაციის მოვალეობის აღება, რომელიც ჩადენილია ხელობის სახით ან მნიშვნელოვანი გამდიდრება მოჰყვა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით“.

3. 175-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იგივე ქმედობა, ჩადენილი თევზის ჭერის სარეწი იარაღის, ფეთქებადი ან მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, მთელი მოპოვებულის და საჭერი იარაღის კონფისკაციით“.

4. 180-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე მიწის ნაკვეთის და მასში მიღებული ფულადი ან სხვა ქონებრივი საზღაურის ჩამორთმევით და ამ ნაკვეთზე აგებულ ნაგებობათა კონფისკაციით ან აღებით“.

5. 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 203. პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა

პირის გაქცევა პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

გაქცევა, თუ იგი განმეორებითაა ჩადენილი ან ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან თუ მას ერთვის ძალადობა მცველის მიმართ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთი წლიდან რვა წლამდე“.

6. 236-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 236. არასრულწლოვანთა ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში

არასრულწლოვანის წაქეზება რაიმე დანაშაულის ჩასადენად ამ მისი ჩაბმა დანაშაულის ჩადენაში, თუ ამ მოქმედებისათვის კანონი უფრო მძიმე სასჯელს არ ითვალისწინებს, აგრეთვე არასრულწლოვანთა დაყოლიება პროსტიტუციაზე, მათხოვრობაზე, ლოთობაზე, ნარკოტიკულ  ნივთიერებათა ხმარებაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედების ჩადენაზე

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გადასახლებით იმავე ვადით“.

7. 243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 243. ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცება

ავტომობილის, მოტოციკლის ან სხვა სახის ავტომოტოტრანსპორტის გატაცება დროებით გამოყენების მიზნით

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“.

8. 251-ე მუხლს სიტყვების: „თუ მას მოჰყვა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან წინასწარ შეცნობით შეიძლებოდა მოჰყოლოდა“.

9. 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილს სიტყვების: „ჩვენების მიცემის იძულებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (195-ე მუხლის მეორე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (203-ე მუხლის მეორე ნაწილი)“.

10. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების: „სპეკულაციისათვის (მუხლი 165)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (203-ე მუხლის მეორე ნაწილი)“.

11. 54-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების: „ჩვენების მიცემის იძულებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (195-ე მუხლის მეორე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (203 მუხლის მეორე ნაწილი)“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი. 1966 წლის 18 თებერვალი.