დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 20/12/1968 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1968 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კოდექსის 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 184. მცენარეთა დაავადებასთან და მავნებლებთან ბრძოლის წესების დარღვევა
მცენარეთა დაავადებასთან და მავნებლებთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან წინასწარ შეცნობით შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით“.
2. კოდექსის 241-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241. მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს
მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც მართავს ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალებას, ტრაქტორს ან სხვა თვითმავალ მანქანას, თუ ეს დარღვევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ქმნიდა ადამიანთა უბედური შემთხვევის დადგომის სერიოზულ საფრთხეს და თუ ეს ჩადენილია ერთი წლის განმავლობაში ასეთივე ქმედობისათვის ადმინისტრაციულ სასჯელის გამოყენების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.
მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც მართავს ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალებას, ტრაქტორს ან სხვა თვითმავალ მანქანას, თუ ამის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ან თუ ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
იგივე ქმედობა, თუ ამას მოჰყვა დაზარალებულის სიკვდილი ან მან მიიღო
სხეულის მძიმე დაზიანება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე, ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.
ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა თუ ამან გამოიწვია რამდენიმე პირის დაღუპვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ“.
3. დაემატოს კოდექსს მუხლები 2411 და 2412 შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2411. სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნასვამ მდგომარეობაში
ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალების, ტრაქტორის ან სხვა თვითმავალი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე დარღვევისათვის ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან ნასვამ მდგომარეობაში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება და რომლის მიმართ ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სასჯელი ასეთივე დარღვევისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
მუხლი 2412. ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება
წინასწარი შეცნობით ტექნიკურად გაუმართავი ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალებათა, ტრაქტორების ან სხვა თვითმავალი მანქანების საექსპლუატაციოდ გაშვება ან სხვა უხეში დარღვევა მათი ექსპლუატაციის წესებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ჩადენილია სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან მათი ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, თუ ამას მოჰყვა შედეგები, რომლებიც აღნიშნულია ამ კოდექსის 241-ე მუხლში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ თანამდებობაზე მუშაობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1968 წლის 20 დეკემბერი.
დოკუმენტის კომენტარები