დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 24/10/1969 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1969 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.0.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
1. სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევა. უკეთუ ეს ჩადენილია პირველად, გამოიწვევს პროდუქტების კონფისკაციას.
2. მასალებს ამ ბრძანებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული დარღვევის შესახებ ერთპიროვნულად განიხილავს სახალხო მოსამართლე დღე-ღამის განმავლობაში.
3. სახალხო მოსამართლის დადგენილება ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შესახებ საბოლოოა, მისი გასაჩივრება არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
4. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს 1651 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
„
მუხლი
1651.
ვაჭრობის
მომწესრიგებელი
დადგენილებების
დარღვევა
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევა, უკეთუ იგი ჩადენილია ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე, პროდუქტების კონფისკაციით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ . ძოწენიძე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ . კვაჭაძე .
თბილისი , 1969 წლის 24 ოქტომბერი .
დოკუმენტის კომენტარები