დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 30/08/1974 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლში დამატებების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირისა და მოკავშირე რეპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების 23-ე მუხლში დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 11 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლს მერვე ნაწილის შემდეგ დაემატოს შინაარსის ახალი ნაწილები:
„იმ სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად უსჯიან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნების და საქმის სხვა გარემოებების, აგრეთვე დამნაშავის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, მაგრამ მასზე ზედამხედველობის განხორციელებით გამოსწორებისა და ხელახლა აღზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია შეუფარდოს მას პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, დანიშნული სასჯელის ვადით, განაჩენის აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. განაჩენში მითითებული უნდა იქნეს ასეთი გადაწყვეტილების მოტივები. მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისა და მოხდის წესსა და პირობებს ადგენს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობა“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1974 წლის 30 აგვისტო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები